შემაძრწუნებელი შემთხვევა ორი მატარებლის შეჯახების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა,
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სამშაბათს, დილით, შტავარ რკინიგზის სადგურთან ახლოს მოხდა.როგორც გამოცემა „ევროპული პრავდა“ წერს, ინფორმაციას ჩეხური მედია Aktuálně.cz ავრცელებს.შემთხვევა 17 ნოემბრის დაახლოებით 07:00 საათზე, სეიფერტოვას ქუჩაზე გაჩერებულ ხიდზე მოხდა. ერთმანეთს დაბალი სიჩქარით მოძრავი ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის, მიროსლავ რუჟიჩკას განცხადებით, შეჯახებას მნიშვნელოვანი ნგრევა არ მოჰყოლია.შეჯახების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა. მათი უმრავლესობა მსუბუქად არის დაშავებული, თუმცა რამდენიმე მათგანმა მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოებში გადაიყვანეს.ადგილზე ათი სამაშველო და ოთხი სამედიცინო ჯგუფი მუშაობდა. მაშველების წარმომადგენლის, კარელ კირშის განცხადებით, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა განსაკურებით მძიმე იყო და არასებობდა სასიცოცხლო ფუნქციების შეწყვეტის საფრთხეც.












