ENews.Ge ახალი ამბები

„საშინელ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა ტრაგედია, რომელმაც ყველა შეძრა!“



ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევას, ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა…

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, 40 წლამდე მამაკაცი, ლადო ხარაიშვილი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ჯიპის ტიპის ავტომობილი და მცირე ზომის სატვირთო შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

თანაგრძნობას ვუცხადებთ ლადო ხარაიშვილის ოჯახსა და ახლობლებს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა