ENews.Ge ახალი ამბები

დაღუპულია 3 ადამიანი – მძიმე ავარია ქვიშხეთთან



ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა.

დაღუპულებს შორის 1 მამაკაცი და 2 ქალია.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავარიის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა