გიორგი მინდაძე, გიორგი ოკმელაშვილი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და სხვები - პროევროპული აქციებისას დაკავებულთა ნაწილი ციხიდან გათავისუფლდა
დღეს, 23 ნოემბერს, 2024 წლის პროევროპული აქციებისას დაკავებულთა ნაწილი ციხიდან გათავისუფლდა. არსებული ინფორმაციით, პატიმრები მიმართვის საფუძველზე მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა.
გათავისუფლებულთა შორის არიან: გიორგი მინდაძე, ირაკლი მეღვინეთუხუცესი, ანრი კვარაცხელია, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი.
ცნობისთვის, გათავისუფლებულთა ნაწილი — გიორგი ოკმელაშვილი და ირაკლი მეღვინეთუხუცესი — 2024 წლის გაზაფხულზე, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს, ხოლო დანარჩენები — 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო გამოსვლებისას, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა.











