ENews.Ge ახალი ამბები

სერიალის გმირიდან შსს-ს მაღალჩინოსნობამდე — ბაქარ ორჯონიკიძოს პერსონაჟი „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონში აღარ იქნება?!



უახლოეს პერიოდში „ჩემი ცოლის დაქალები“ მე-20 სეზონით ბრუნდება.

არსებული ინფორმაციით, „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონში ბაქარ ორჯონიკიძის პერსონაჟი აღარ იქნება. როგორც სერიალის ფანგვერდები წერენ, ამის მიზეზი ბაქარის როლის შემსრულებლის, ბუბა მირცხულავას თანამდებობაა. როგორც ცნობილია, 28 წლის ბუბა მირცხულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანია — ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის პროტოკოლის სამმართველოს უფროსის მოადგილეა. ამ თანამდებობაზე ის მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა, მანამდე კი გარკვეული პერიოდი ამავე დეპარტამენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი იყო.

„ჩემი ცოლის დაქალები“ ქართული სატირულ-იუმორისტული ჟანრის ტელესერიალია. ის „ფორმულა კრეატივის“ მიერ არის შექმნილი. 2011 წლიდან 2019 წლამდე გადიოდა „რუსთავი 2-ის“ ეთერში, 2019 წლის ოქტომბრიდან კი — ტელეარხ „ფორმულაზე“. სერიალის ბოლო, მე-19 სეზონი, 2023 წელს გავიდა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა