ENews.Ge ახალი ამბები

"საქართველოში გარეთ ვერ გავდიოდით, რათა თავიდან აგვერიდებინა შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება... საფრანგეთში სახლებს ვალაგებ, რომ..." - რას ჰყვება ცნობილი ტიკტოკერი, სამი შვილის დედა გამოწვევებით სავსე ცხოვრებაზე

თამ­თა სა­ბე­ლაშ­ვი­ლი ძლი­ე­რი და გამ­ბე­და­ვი დე­დაა, რო­მე­ლიც სამ შვილ­თან ერ­თად საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს და ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რავ გა­მოწ­ვე­ვას უმკლავ­დე­ბა. ის "ტი­კტო­კის" სა­შუ­ა­ლე­ბით უზი­ა­რებს გა­მომ­წე­რებს თა­ვის ის­ტო­რი­ას – შრო­მის, ბრძო­ლის, თავ­და­უ­ზო­გა­ვი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

თამ­თას ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში რთუ­ლი იყო: ოჯა­ხუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი, შშმ ბავ­შვთან ერ­თად ცხოვ­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვა, თუმ­ცა საფ­რან­გეთ­ში წას­ვლამ მისი ცხოვ­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სტა­ტუ­სის გა­რე­შე უწევს ცხოვ­რე­ბა და ახლა მხო­ლოდ სახ­ლე­ბის და­ლა­გე­ბა­ზე მუ­შა­ობს, არას­დროს ნებ­დე­ბა და ცდი­ლობს, შვი­ლებს სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნას.

ტი­კტოკ­ზე მისი გვერ­დი ბევ­რის­თვის შთა­მა­გო­ნე­ბე­ლია. თამ­თა არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ სირ­თუ­ლე­ებ­ზე სა­უბ­რობს, არა­მედ სხვა ქა­ლებ­საც აძ­ლევს მო­ტი­ვა­ცი­ას, რომ ცხოვ­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვებს არ შე­უ­შინ­დნენ

- რო­გო­რი იყო თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ნამ საფ­რან­გეთ­ში წახ­ვი­დო­დით?

- გა­ვი­ზარ­დე თბი­ლის­ში. და­ახ­ლო­ე­ბით მე­სა­მე კლას­ში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მა­მამ დაგვტო­ვა მე და ჩემი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი. დე­დამ მარ­ტომ გაგვზარ­და. და­ვამ­თავ­რე ბუ­ღალ­ტე­რია, მი­ტა­ცებ­და ცეკ­ვა და სპორ­ტის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა. 17 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც და­ვო­ჯახ­დი,18 წლის ასაკ­ში კი პირ­ვე­ლი შვი­ლი შე­მე­ძი­ნა. ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის გიოს დე­დო­ბა, რად­გან სამ­შო­ბი­ა­რო ტრავ­მით და­ი­ბა­და და ლა­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვცხოვ­რობ­დით. მისი დი­აგ­ნო­ზია – ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლა, მიკ­რო­ცე­ფა­ლია და ეპი­ლეფ­სია. და­ახ­ლო­ე­ბით სამი წლის შემ­დეგ გა­ვა­ჩი­ნე მისი ძმა, მათე.

- ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რო­დის მი­ი­ღეთ?

- ჩემი მე­უღ­ლე თბი­ლი­სის მა­რი­ოტ­ში მუ­შა­ობ­და, ხოლო მე სამ­წუ­ხა­როდ ვერ ვმუ­შა­ობ­დი, რად­გან გიოს და­ტო­ვე­ბა არ შე­მეძ­ლო. და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის ასა­კი­დან და­ე­წყო ეპი­ლეფ­სი­უ­რი შე­ტე­ვე­ბი. დავ­დი­ო­დით ნევ­რო­ლოგ­თან და ასე­ვე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. შე­ტე­ვე­ბის პე­რი­ო­დუ­ლო­ბა იზ­რდე­ბო­და და ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უძი­ლოდ, უე­ნერ­გი­ოდ და გა­მო­ფი­ტულს მი­წევ­და მისი მოვ­ლა. ბოლო დროს სამ­ჯერ მოვ­ხვდით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, და­ზღვე­ვა მკურ­ნა­ლო­ბის მხო­ლოდ 5 დღეს აფი­ნან­სებ­და და შემ­დეგ უკვე და­მა­ტე­ბი­თი თან­ხა გვჭირ­დე­ბო­და. ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბის და მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ამ თან­ხის გა­დახ­დას ვა­ხერ­ხებ­დით, მაგ­რამ გიო ეპი­ლეფ­სი­ის გამო აღარ ვი­თარ­დე­ბო­და და მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო მძიმ­დე­ბო­და. მი­თხრეს, რომ აზრი არ ჰქონ­და ქვეყ­ნი­დან წას­ვლას და მკურ­ნა­ლო­ბა შე­დეგს მა­ინც ვერ მოგ­ვი­ტან­და, მაგ­რამ მა­ინც გა­დავ­დგით ეს ნა­ბი­ჯი. უკვე რვა წე­ლია საფ­რან­გეთ­ში ვცხოვ­რობთ. სამ­წუ­ხა­როდ, სტა­ტუ­სი ჯერ კი­დევ არ გვაქვს, მაგ­რამ არ ვნებ­დე­ბით.

- რო­გორ შე­იც­ვა­ლა გიოს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლის შემ­დეგ?

- გიო ვერ სა­უბ­რობს, ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად და ტვი­ნის დიდი ნა­წი­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს. სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გავ­დი­ო­დით, იღებ­და ეპი­ლეფ­სი­ის წამ­ლებს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მი­ჭირ­და მისი გა­და­ად­გი­ლე­ბა. ასე­ვე, ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხში­რად შემ­ბრა­ლებ­ლუ­რი ხა­სი­ა­თის იყო, რაც კი­დევ უფრო მა­სუს­ტებ­და მენ­ტა­ლუ­რად. ფაქ­ტობ­რი­ვად, აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გარ­და გა­რეთ ვერ გავ­დი­ო­დით, რომ თა­ვი­დან აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა ეს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და არაჰუ­მა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

საფ­რან­გეთ­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში, გი­ორ­გის მდგო­მა­რე­ო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. ზუს­ტად ერთ თვე­ში მკურ­ნა­ლო­ბის შეც­ვლი­დან, ეპი­ლეფ­სია შე­ჩერ­და, და­ი­წყო გა­ღი­მე­ბა და ჩვენ უძი­ლო ღა­მე­ებ­საც ბოლო მო­ე­ღო. მარ­თა­ლია, აქ სას­ტუმ­რო­დან-სას­ტუმ­რო­ში გვი­წევ­და სი­ა­რუ­ლი, არც პი­რო­ბე­ბი გვქონ­და შე­სა­ბა­მი­სი, მაგ­რამ მშვი­დად ვგრძნობ­დი თავს გი­ორ­გის ჯან­მრთე­ლო­ბის გამო.

- რო­გორც ჩანს, ეს შენ­ზეც და­დე­ბი­თად აი­სა­ხა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბით.

- ჩემს გა­რეგ­ნო­ბას და პო­ზი­ტივს რაც შე­ე­ხე­ბა, როცა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ნორ­მა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იღებ, როცა არ გექ­ცე­ვი­ან გა­რი­ყუ­ლად ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად იმის გამო, რომ შენს შვილს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს, თა­ვის­თა­ვად გე­მა­ტე­ბა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა. შენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სხვა­ნა­ი­რად აფა­სებ. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ აქ თა­ვი­დან და­ვი­ბა­დე და სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ვი­ჯე­რე.

- თუ არ ვცდე­ბი, მარ­ტო­ხე­ლა დედა ხართ, რო­გორ ახერ­ხებთ უცხო ქვე­ყა­ნა­ში სამი შვი­ლით ცხოვ­რე­ბას?

- საფ­რან­გეთ­ში მარ­ტო არ წა­მოვ­სულ­ვარ, ჩემს ყო­ფილ ქმარ­თან ერ­თად ჩა­მო­ვე­დი და მე­სა­მე ბავ­შვი აქ გა­ვა­ჩი­ნე. და­ახ­ლო­ე­ბით ოთხი წე­ლია, რაც დავ­შორ­დით, მაგ­რამ ის ჯერ კი­დევ მო­ნა­წი­ლე­ობს ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში.

- თქვე­ნი ძი­რი­თა­დი სამ­სა­ხუ­რი და­ლა­გე­ბებ­ზე სი­ა­რუ­ლია, ამა­ზე ვი­დე­ო­ებ­შიც სა­უბ­რობთ.

- სამ­წუ­ხა­როდ, როცა მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა არ გაქვს, სხვა სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ამი­ტომ, სახ­ლებს ვა­ლა­გებ, რომ ბავ­შვე­ბის­თვის და ასე­ვე ჩემი თა­ვის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ვა­კე­თო.

- ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხართ, რთუ­ლი ცხოვ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც ახერ­ხებთ გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვას, რა გაძ­ლევთ ენერ­გი­ას.

- ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა კომ­პლი­მენ­ტის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა სი­ლა­მა­ზეს, ვფიქ­რობ, რომ ეს პირ­ველ რიგ­ში, ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბით მო­დის. როცა ში­ნა­გა­ნად კომ­ფორ­ტუ­ლად ხარ სა­კუ­თარ თავ­თან და პრო­დუქ­ტი­უ­ლი, ასე­ვე გყავს მე­გობ­რე­ბი, ვინც გა­ფა­სებს და პა­ტივს გცემს, სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა გიბ­რუნ­დე­ბა, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. როცა დედა ბედ­ნი­ე­რია, ბავ­შვე­ბიც ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან. ენერ­გი­ას ჩემი შვი­ლე­ბის­გან ვი­ღებ.

- გყავთ ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მომ­წე­რი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რო­ბამ რა მოგ­ცათ, რაში გეხ­მა­რე­ბათ?

- სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი კო­რო­ნა ვირუ­სის დროს გა­ვა­აქ­ტი­უ­რე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ერთ-ერთი ჩემი ენერ­გი­ის წყა­რო სწო­რედ ეს გახ­და. გა­ვი­ცა­ნი ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩემ­და­მი კე­თი­ლად გან­წყო­ბი­ლია. ასე­ვე, ძა­ლი­ან ბევ­რი დე­დის სათ­ქმელს ვამ­ბობ ხმა­მაღ­ლა და ვცდი­ლობ, პრობ­ლე­მებს გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად შე­ხე­დონ. მინ­და, იცოდ­ნენ, რომ მარ­ტო არ არი­ან და რომ უამ­რა­ვი მომ­ღი­მა­რი ადა­მი­ა­ნის უკან იმა­ლე­ბა სევ­და და ტკი­ვი­ლი. ვეხ­მა­რე­ბი სტარ­ტა­პებს თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში. ვიცი, რომ მო­მა­ვალ­ში გა­ცი­ლე­ბით მე­ტის გა­კე­თე­ბას შევ­ძლებ და არამ­ხო­ლოდ გან­წყო­ბას, არა­მედ ადა­მი­ა­ნებს ჩემი ვი­დე­ო­ე­ბი იმედს და მო­ტი­ვა­ცი­ა­საც აძ­ლევს. მი­ხა­რია, რომ ასეა.

- რო­გო­რია თქვე­ნი ერთი დღე, უცხო ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც ახლა თქვენს მე­ო­რე სამ­შობ­ლოდ იქცა

- ჩემი დილა იწყე­ბა შვიდ სა­ათ­ზე. პირ­ველ რიგ­ში, გი­ორ­გის ვამ­ზა­დებ სკო­ლის­თვის: ვუმ­ზა­დებ მე­დი­კა­მენ­ტებს და საჭ­მელს, რად­გან გი­ორ­გის გას­ტროს­ტო­მის ოპე­რა­ცია აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და საკ­ვებს სტო­მის მეშ­ვე­ო­ბით იღებს. სა­ნამ ამ სამ­ზა­დის­ში ვარ და მას ტაქ­სი მო­ა­კი­თხავს, მათე და ემი­ლი, თვი­თონ ემ­ზა­დე­ბი­ან სკო­ლის­თვის. გი­ორ­გის წას­ვლის შემ­დეგ, ცოტა ხან­ში ისი­ნიც მი­დი­ან და მრჩე­ბა დრო, რომ მუ­შა­ო­ბა მო­ვას­წრო ან მე­გობ­რე­ბი შევ­ხვდე, ან აუ­ცი­ლე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბი გა­ვა­კე­თო. ასე­ვე ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი კრი­ვით და ვარ­ჯი­შით, რო­მე­ლიც სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მაქვს. ამ დროს ბავ­შვებ­ზე ზრუ­ნავს მათი მამა. ჩვენ გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი გვაქვს კვი­რის დღე­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც. ემი­ლი და­დის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში კლა­სი­კურ ცეკ­ვა­ზე, ხოლო მათე კრივ­ზე. ზო­გი­ერთ დღე­ებ­ში საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი ვართ, ზო­გი­ერ­თში კი ნაკ­ლე­ბად.

- ძლი­ე­რი ქა­ლის მა­გა­ლი­თი ხართ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის­თვის, რა გაძ­ლევთ ამის რე­სურსს, არ გაქვთ ხოლ­მე დეპ­რე­სი­უ­ლი პე­რი­ო­დე­ბი?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის დროს ჩემი ყო­ვე­ლი დღე და წელი დეპ­რე­სი­უ­ლი იყო. ალ­ბათ მა­შინ ამას ვერ ვხვდე­ბო­დი და ვერც ვა­ღი­ა­რებ­დი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­ხვდი, რამ­დე­ნი ზი­ა­ნი მო­მა­ყე­ნა სხვე­ბის აზ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბამ. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სულ სხვის ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე და კომ­ფორტზე ვფიქ­რობ­დი. რო­გორც კი სა­კუ­თა­რი თა­ვის სიყ­ვა­რუ­ლი ვის­წავ­ლე, მივ­ხვდი, რამ­დე­ნად მეტი შე­მეძ­ლო და რამ­დე­ნი რე­სურ­სია თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ში, თუ სწორ დროს და სწორ ად­გი­ლას აღ­მოვ­ჩნდე­ბით.

ეს სხვა ბლო­კავს ჩვენს რე­სურ­სებს, რის შემ­დე­გაც სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნას ვკარ­გავთ, რაც ხელს გვიშ­ლის ყვე­ლა­ფერ­ში.

აქაც მაქვს დეპ­რე­სი­უ­ლი პე­რი­ო­დე­ბი, მაგ­რამ ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად. იმ­დე­ნად და­კა­ვე­ბუ­ლია ჩემი გო­ნე­ბა სხვა საქ­მე­ე­ბით, რომ არ მაქვს დრო მო­წყე­ნის­თვის ან ფიქ­რე­ბის­თვის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ვცდი­ლობ. ძა­ლას მაძ­ლევს ყვე­ლა ის დედა, ვინც მამ­ხნე­ვებს, ვე­ი­მე­დე­ბი და ცდი­ლო­ბენ, ჩემი დახ­მა­რე­ბით სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბაც შეც­ვა­ლონ და ადა­მი­ა­ნებს არ მის­ცენ უფ­ლე­ბა, მათ ცხოვ­რე­ბა­ში უხე­შად ჩა­ე­რი­ონ.

- ახლა რა კავ­ში­რი გაქვთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან, თუ აპი­რებთ ოდეს­მე დაბ­რუ­ნე­ბას?

- მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­მო­ვე­დი, ჩემი შვი­ლი იყო. მინ­დო­და, რომ ეპი­ლეფ­სია შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო და ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნი მი­ე­ღო. ახლა თუ მკი­თხავთ, ალ­ბათ უკვე მხო­ლოდ გიოს გამო არ ვარ აქ. სა­კუ­თა­რი თავი ვი­პო­ვე, პო­ტენ­ცი­ა­ლი და მიზ­ნე­ბი, რა­მაც ჩემი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა. ჩემი შვი­ლე­ბის მო­მა­ვა­ლი გა­ცი­ლე­ბით უკე­თეს პი­რო­ბებ­შია. სა­ქარ­თვე­ლოს­კენ გა­მო­ხედ­ვაც კი შიშს და სა­ში­ნელ უნ­დობ­ლო­ბას მგვრის. გი­ორ­გის არ­სე­ბო­ბაც კი იქ იმ­ხე­ლა თან­ხებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ არ ვიცი, რა სფე­რო­ში უნდა ვმუ­შა­ობ­დე, რათა იგი­ვე შევ­ძლო, რაც ახლა აქ და­ლა­გე­ბით შე­მიძ­ლია გა­ვა­კე­თო.

რა თქმა უნდა, ეს დრო­ე­ბი­თია და სა­ბუ­თის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე გა­ვაგ­რძე­ლებ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სწავ­ლას. არ მაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბინა და არც ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სკო­ლა ჩემი შვი­ლის­თვის. სა­ერ­თოდ ვერ ვხე­დავ ჩემს თავს იქ, სამ­წუ­ხა­როდ. სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას რა­ი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნა­ში, რო­მე­ლიც შშმ ბავ­შვის მშობ­ლებს დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს, რო­გორც მენ­ტა­ლუ­რად, ისე ფი­ნან­სუ­რად. იმე­დი მაქვს, რომ ერთ დღეს ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი იქ­ნე­ბა ასე­თი ბავ­შვე­ბის­თვის.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა