ENews.Ge ახალი ამბები

"ჯანმრთელობის პრობლემებმა ფსიქოლოგიასთან დამაახლოვა... 12 წელი ძალიან სერიოზულ კომპანიაში ვმუშაობდი იაპონელებთან" - ცისანა სეფიაშვილი ოჯახსა და კარიერაზე

"ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა არის ოთხი შვი­ლის დე­დო­ბა", - ამ­ბობს ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვი­ლი. ამ სამ­ყა­რო­ში რა აკ­ვირ­ვებს ყვე­ლა­ზე მე­ტად, რაში ხე­დავს ბედ­ნი­ე­რე­ბას, რის გამო იღებს საყ­ვე­დუ­რებს და შეც­ვლი­და თუ არა რა­მეს ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ იწყებ­დეს? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

  • მო­ლა­რე. მა­შინ სულ სხვაგ­ვა­რი სა­ლა­რო­ე­ბი იყო, თა­ვი­სე­ბურ ხმას გა­მოს­ცემ­და და ძა­ლი­ან მომ­წონ­და. მერე ექი­მო­ბის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა და მალე სა­უ­კე­თე­სო "სამ­სა­ხუ­რი" გა­მო­ვი­გო­ნე, სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­სას­ვლელ­ში მო­ლა­რედ მუ­შა­ო­ბა გა­დავ­წყვი­ტე.  

    - ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

    - ახ­ლობ­ლე­ბი იმ­დენ კარგ რა­მეს ამ­ბო­ბენ, რომ გა­მე­ო­რე­ბა მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა. უც­ნო­ბე­ბის­გან ხში­რად გა­მი­გია, ვიდ­რე გა­გიც­ნობ­დი, სხვაგ­ვა­რი ადა­მი­ა­ნი გვე­გო­ნეო.

    - სხვაგ­ვარ­ში რას გუ­ლის­ხმო­ბენ?

    - ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლის შვი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ცხვი­რა­წე­უ­ლი, ცივი... ეს არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო მო­სას­მე­ნი. გა­ვი­ზარ­დე სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე გა­რე­მო­ში, სა­დაც მას­წავ­ლიდ­ნენ, ადა­მი­ა­ნი რაც უფრო დი­დია, მით უფრო თავ­მდა­ბა­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლეა. ქედ­მაღ­ლო­ბა და ამ­ბი­ცი­უ­რო­ბა კომ­პლექ­სი­ან ადა­მი­ა­ნებს ახა­სი­ა­თებთ. სულ ვცდი­ლობ, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი სიყ­ვა­რუ­ლი და პო­ზი­ტი­ვი გავ­ცე, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ასე ცხოვ­რობ­დნენ და მა­გა­ლითს მაძ­ლევ­დნენ.

    - ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

    - ახ­ლან­დე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით და ტვი­ნით? რა­ღა­ცებს შევ­ცვლი­დი, თუმ­ცა, რომ არა ის ტკი­ვი­ლე­ბი და გან­საც­დე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მქონ­და, ალ­ბათ, დღეს ასე­თი ადა­მი­ა­ნი არ ვიქ­ნე­ბო­დი. ალ­ბათ, ასე იყო სა­ჭი­რო, ყვე­ლა­ფე­რი უფ­ლის ნე­ბაა...

    - ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა...

    - არის ოთხი შვი­ლის დე­დო­ბა. ყო­ველ­თვის ვამ­ბობ, მე არ ვარ მომ­ღე­რა­ლი, მაგ­რამ 1997 წლი­დან დღემ­დე ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რულს ვი­ნარ­ჩუ­ნებ, ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა მათ. ძა­ლი­ან ად­ვი­ლია მო­ი­პო­ვო პო­პუ­ლა­რო­ბა, მაგ­რამ რთუ­ლია ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნო. 12 წელი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი ია­პო­ნე­ლებ­თან და იქ ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტა­პი ჩემ­თვის მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სია. ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­მა ფსი­ქო­ლო­გი­ას­თან და­მა­ახ­ლო­ვა. დღემ­დე ვვი­თარ­დე­ბი, ყო­ველ დღე რა­ღა­ცას ვსწავ­ლობ და ეს მომ­წონს.

    მე­უღ­ლეს­თან ერ­თად


    - ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

    - ყვე­ლა­ფე­რი მა­ბედ­ნი­ე­რებს, წვრილ­მა­ნი დე­ტა­ლე­ბიც კი, ყო­ველ­თვის ასე­თი ვი­ყა­ვი. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ იფიქ­როს, ცი­სა­ნას რა ენაღ­ვლე­ბა? მაგ­რამ ყვე­ლას გვაქვს ჩვე­ნი გან­საც­დე­ლი, სატ­კი­ვა­რი, პრობ­ლე­მა, თუმ­ცა ამას­თან ერ­თად ბევ­რი კარ­გი რამ ხდე­ბა. რომ ვიღ­ვი­ძებთ და თვალს ვა­ხელთ, ეს უკვე ბედ­ნი­ე­რე­ბაა. თუ გვინ­და მო­წყე­ნი­ლე­ბი და უმა­დუ­რე­ბი ვი­ყოთ, ასე­თე­ბი ვიქ­ნე­ბით. სას­წა­უ­ლი შვი­ლე­ბი მყავს, უკარ­გე­სი მე­უღ­ლე, მშობ­ლე­ბი, საყ­ვა­რე­ლი საქ­მე... რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩემ­მა პა­ტა­რამ მი­თხრა, - რა ცუ­დია, წვიმს. მე კი ვუ­თხა­რი, - არა, ამინ­დი ჩვენ­შია. ასე ვზრდი, ასე ვას­წავ­ლი, ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან ლა­მა­ზია. რო­გორ დავძლევთ სირ­თუ­ლე­ებს, რო­გორ გა­ვივ­ლით ამ გზას, მთა­ვა­რი ხიბ­ლიც ამა­შია...წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა