ENews.Ge ახალი ამბები

"ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ მოვკვდებოდი“ - მარიამ შუკაკიძე ახალ სიყვარულზე, მძიმე პერიოდსა და გავრცელებულ ჭორებზე ალაპარაკდა

გუშინ, 22:15
242
"ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ მოვკვდებოდი“ - მარიამ შუკაკიძე ახალ სიყვარულზე, მძიმე პერიოდსა და გავრცელებულ ჭორებზე ალაპარაკდა


ქარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი სახე, მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძე, რომ­ლის ყო­ველ ნა­ბიჯს 7 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ადევ­ნებს თვალს, კვლავ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია.

მას შემ­დეგ, რაც ინფლუ­ენ­სერ­მა და­ვით ბოლ­ქვა­ძეს­თან 8-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ინ­ტე­რე­სით ელო­და.

მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძე ყო­ფილ ქმარ­თან ერ­თად

თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში მა­რი­ა­მი ღიად სა­უბ­რობ­და იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე, რაც ოჯა­ხის დან­გრე­ვას ახ­ლდა:

"მი­ზეზს თქვენ ვე­რას­დროს გა­ი­გებთ. უამ­რა­ვი ჭორი გავ­რცელ­და, მაგ­რამ სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. თუ ვინ­მე სა­ნა­ხა­ო­ბას ან სკან­დალს ელო­დე­ბა, არ­ცერ­თი მხრი­დან არ იქ­ნე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. ვფიქ­რობ, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის, სა­უ­კე­თე­სო მშობ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით. არ მგო­ნია, ასეთ სა­კი­თხზე ვინ­მე ხუმ­რობ­დეს. ურ­თუ­ლე­სია მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ძა­ლი­ან დიდი დრო და და­ფიქ­რე­ბა სჭირ­დე­ბა. მარ­ტი­ვი არ არის 8-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ერთ დღე­ში და­ას­რუ­ლო.“

  • მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძეს და და­ვით ბოლ­ქვა­ძეს მცი­რე­წლო­ვა­ნი სამი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ.

ახა­ლი ეტა­პი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღი­ა­რე­ბა

დღეს კი მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძის ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლეა. ინფლუ­ენ­სერ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახალ მა­მა­კაც­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და გა­მომ­წე­რებს სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ ამ­ცნო. მა­რი­ა­მი არ მა­ლავს, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დის გა­და­ლახ­ვა­ში და­ეხ­მა­რა.

"დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც იზი­ა­რებს ჩემს სი­ხა­რულს. უამ­რა­ვი კი­თხვე­ბია, რა­ზეც აუ­ცი­ლებ­ლად ვი­სა­უბ­რებ. მად­ლო­ბა უფალს, რომ გა­მო­მიგ­ზავ­ნა ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის გა­რე­შეც სუნ­თქვაც კი არ შე­მიძ­ლია. ის რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ალ­ბათ მოვ­კვდე­ბო­დი. იმ­დე­ნად რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რე.

გული მტკი­ვა უამ­რა­ვი ჭო­რე­ბის გამო, რო­მე­ლიც ვრცელ­დე­ბა. არა­ნა­ი­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. რე­ა­ლუ­რად თქვენ წარ­მოდ­გე­ნაც კი არ გაქვთ, რა იყო და რო­გორ იყო. მთა­ვა­რია, ახლა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. გა­ვაგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია.

აქვე და­ვა­მა­ტებ­დი იმ ხალ­ხის მო­გო­ნილ ზღაპ­რებს, რომ­ლე­ბიც ავ­რცე­ლებ­დნენ, რომ მო­ხუცს გავ­ყე­ვი ცო­ლად, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გამო. გე­ტყვით, რომ ის ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდაა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ჭკვი­ა­ნი და სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნე­ბაა.

დრო ყვე­ლა­ფერს გას­ცემს პა­სუხს. არ მაქვს ბრა­ზი და ბოღ­მა არა­ვის მი­მართ. მე დღეს ნამ­დვი­ლად ბედ­ნი­ე­რი ვარ!“ - წერს მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძე.

რო­გორც ჩანს, ინფლუ­ენ­სერ­მა წარ­სულ­ში და­ტო­ვე­ბულ ტკი­ვილს თავი და­აღ­წია და ახლა სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბით ტკბე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად კრი­ტი­კი­სა და მით­ქმა-მოთ­ქმი­სა, მა­რი­ა­მი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი რჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რდა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცია, ხოლო მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი გრძნო­ბა მის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა.

მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძის ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი

ამ ეტაპ­ზე, ახალ რჩე­ულ­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს და ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ დე­ტა­ლებ­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისა­უბ­რებს.

წყარო: ambebi.ge

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა