ENews.Ge ახალი ამბები

“ბევრი მწერს, როგორ გახდიო, ამიტომ გიზიარებთ ჩემს დიეტას, ჩაიწერეთ” – თამუნა ლეკვეიშვილის სახალისო პოსტი

გუშინ, 19:10
1 084
“ბევრი მწერს, როგორ გახდიო, ამიტომ გიზიარებთ ჩემს დიეტას, ჩაიწერეთ” – თამუნა ლეკვეიშვილის სახალისო პოსტი


თამუნა ლეკვეიშვილს მაყურებელი უკვე 10 წელზე მეტია, იცნობს. ის გასართობი შოუების მსახიობია და ეკრანზე არაერთი სახასიათო პერსონაჟი შექმნა. 

თამუნა სოციალურ ქსელშიც აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად სახალისო პოსტებს აქვეყნებს. ამჯერად კი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ფოტოს აზიარებს და დიეტასა და წონის კლებაზე სახალისო პოსტს აქვეყნებს: 

“ბევრი მწერს, როგორ გახდიო, ამიტომ გიზიარებთ ჩემს დიეტას, ჩაიწერეთ: ვიკეთებთ ყავას, აუცილებლად უშაქროს, შემდეგ ChatGPT-ს ვთხოვთ, რომ მოგვაკლოს 20 კილოგრამი და დაგვიგრძელოს ფეხები სასურველ სიგრძემდე. ეცადეთ, 7-ის მერე აღარ გააკეთოთ. სულ ეს არის, წარმატებები!” – წერს თამუნა ლეკვეიშვილი.

tamuna-lekveishvili

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა