ENews.Ge ახალი ამბები

ქართველი მომღერლის წერილია ილია თოფურიას: "თუ ოდესმე ბიჭი შვილი მეყოლება, ვისურვებდი, რომ შენსავით ღირსეული, პრინციპული, ძლიერი, ოჯახზე შეყვარებული გაიზარდოს"

გუშინ, 23:38
65
ქართველი მომღერლის წერილია ილია თოფურიას: "თუ ოდესმე ბიჭი შვილი მეყოლება, ვისურვებდი, რომ შენსავით ღირსეული, პრინციპული, ძლიერი, ოჯახზე შეყვარებული გაიზარდოს"


"ილიას.

ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ მინდა ჩემი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო. ბევრს ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა მეთქვა ისეთი, რამე განსაკუთრებული. თუ ოდესმე ბიჭი შვილი მეყოლება, ვისურვებდი, რომ შენსავით ღირსეული, პრინციპული, ძლიერი, ოჯახზე შეყვარებული და ზუსტად შენნაირი ღირებულებებით გაიზარდოს. როცა მილიონობით ადამიანს საკუთარი საქციელით მაგალითს აძლევ, შენი შრომა, რწმენა და თავმდაბლობა ჩემთვის ბევრად დიდია, ვიდრე ნებისმიერი ტიტული. ნამდვილი სიძლიერე მხოლოდ ფიზიკურ ძალაში არ არის - ის ადამიანობაშია. და ბოლოს, ზუსტად იმას გეტყოდი, რაც შენ უკვე გითქვამს:

„აზრი არ აქვს, რამდენად ძლიერად შეგიძლია დარტყმის მიყენება; მთავარი ისაა, დარტყმას როგორ იღებ.“

ეს წერილი სოციალურ ქსელში ქართველმა მომღერალმა, ნუცა თოფურიამ გამოაქვეყნა და ილია თოფურიასადმი მხარდაჭერა ღიად გამოხატა. ნუცამ საკუთარ გვერდზე სპორტსმენთან ერთად გადაღებული კადრებიც გააზიარა. 

ilia-topuria

ილია თოფურიას ბრძოლა და მარცხი თეთრ სახლში

ვაშინგტონმა, კერძოდ კი თეთრმა სახლმა, რამდენიმე დღის წინ უპრეცედენტო სპორტულ მოვლენას - Freedom UFC 250-ს უმასპინძლა. საღამოს მთავარი მოვლენა ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიასა და ამერიკელი ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება იყო.

ოქტაგონზე ნამდვილი ომი გაიმართა. ილია თოფურიამ ოთხი რაუნდის განმავლობაში ღირსეულად და თავგანწირვით იბრძოლა, თუმცა მიღებული ტრავმებისა და დაზიანებების გამო, კუთხის გადაწყვეტილებით, "ელ მატადორმა“ მეხუთე რაუნდში ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. შესაბამისად, გამარჯვება ჯასტინ გეიჯს დარჩა. ბრძოლის მიმდინარეობისას ილიას კუთხიდან ასისტენტობას მისი უფროსი ძმა, ალექსანდრე თოფურია და ცნობილი ქართველი მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე უწევდნენ.

ilia

ამ უმნიშვნელოვანეს მატჩს დარბაზიდან ადევნებდა თვალს თოფურიას ოჯახი: მშობლები და მისი ვაჟი, ჰუგო თოფურია.

როგორც ცნობილი გახდა სპორ­ტსმენს ორი­ვე მხა­რეს ორ­ბი­ტა­ლუ­რი ძვლის (თვალ­ბუ­დის) მო­ტე­ხი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა, თუმ­ცა გა­და­ად­გი­ლე­ბის (წა­ნაც­ვლე­ბის) გა­რე­შე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრავ­მის გამო ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა სა­ჭი­რო არ გახ­დე­ბა. ილია მკურნალობას სახლში აგრძელებს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა