თათა გიორგობიანი პროფესიაზე, ოჯახსა და განვლილ გზაზე დაშორდა თუარა მეუღლეს
მომღერალ თათა გიორგობიანს ბავშვობაში დიდ სცენაზე დადგომაზე არ უოცნებია. მას მეცნიერობა, არქეოლოგობა და კოსმოსში გაფრენა იტაცებდა. ერთი სიტყვით, უნდოდა, ამოეხსნა კაცობრიობის საიდუმლოებები. მართალია, არქეოლოგი და მეცნიერი არ გამოვიდა და არც კოსმოსში გაფრენილა, თუმცა, ფსიქოლოგიის სწავლას ჩაუღრმავდა და ამბობს, რომ ამ კუთხით, საკმაოდ ბევრი რამის შემეცნება და ამოხსნა შეძლო.












