ENews.Ge ახალი ამბები

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სიამის ტყუპი დებიდან ერთი დაქორწინდა - "ები აკონტროლებს მარჯვენა მკლავს და ფეხს": ფოტო და ვიდეო წვეულებიდან



ები და ბრი­ტა­ნი ჰენ­სე­ლე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ დე­ბად ით­ვლე­ბი­ან, მათ სა­ერ­თო მხრე­ბი, ხე­ლე­ბი, ორი ფეხი და ორი გული აქვთ. ისი­ნი 1990 წელს ამე­რი­კა­ში, მი­ნე­სო­ტის შტატ­ში და­ი­ბად­ნენ. სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მათ ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა შეძ­ლეს, ის­წავ­ლეს სი­ა­რუ­ლი, მი­ი­ღეს გა­ნათ­ლე­ბა, და­დი­ოდ­ნენ სპორტზე, ჰქონ­დათ თა­ვი­ან­თი ჰობი და ზო­გა­დად, ცდი­ლო­ბენ, სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეთ...

ამ­ჯე­რად დე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლეა - ები და­ქორ­წინ­და. მისი რჩე­უ­ლი ჯოშ ბო­უ­ლინ­გია, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის არ­მი­ის ვე­ტე­რა­ნი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, წყვი­ლი 2021 წელს და­ქორ­წინ­და, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამის შე­სა­ხებ ცოტა ხნის წინ აც­ნო­ბა.

დები 1990 წელს და­ი­ბად­ნენ. მშობ­ლებ­მა ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს, რად­გან ბავ­შვე­ბის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი მცი­რე იყო. მათ მდგო­მა­რე­ო­ბას მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში ხელი არ შე­უშ­ლია: ტყუ­პებ­მა 16 წლის ასაკ­ში მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რეს, კო­ლე­ჯი და­ამ­თავ­რეს და ევ­რო­პა­ში იმოგ­ზა­უ­რეს. ები აკონ­ტრო­ლებს მათ მარ­ჯვე­ნა მკლავს და ფეხს, ხოლო ბრე­ტა­ნი აკონ­ტრო­ლებს მარ­ცხე­ნა მხა­რეს.

ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პირ­ვე­ლად 1996 წელს, "ოპრა უინფრის შო­უ­დან" გა­იც­ნო. ამ­ჟა­მად ტყუ­პე­ბი მი­ნე­სო­ტას ერთ-ერთ სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბენ.

მსოფ­ლი­ო­ში 80 მი­ლი­ონ­ზე მეტი სი­ა­მის ტყუ­პი ცხოვ­რობს და ბოლო წლებ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად 60-იან წლებ­თან შე­და­რე­ბით, 2.5%-ით მეტი ტყუ­პი და­ი­ბა­და.

სი­ა­მის ტყუ­პე­ბი რთუ­ლი ფე­ნო­მე­ნია, რომ­ლის შეს­წავ­ლა­საც მეც­ნი­ე­რე­ბა დღემ­დე ცდი­ლობს. მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბის ცნო­ბით, არ­სე­ბო­ბენ ორი სა­ხის ტყუ­პე­ბი - ერ­თკვერ­ცხი­სე­უ­ლი და სხვა­დას­ხვაკ­ვერ­ცხი­სე­უ­ლი. პირ­ვე­ლე­ბი ვი­თარ­დე­ბი­ან ერთი ზი­გო­ტის­გან (მათ მო­ნო­ზი­გო­ტურ­საც უწო­დე­ბენ), რო­მე­ლიც ორ­სუ­ლო­ბის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე იყო­ფა ორ ან მეტ იზო­ლი­რე­ბულ ნა­წი­ლად.



ამათ­გან თი­თე­უ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბელ ორ­გა­ნიზ­მად ვი­თარ­დე­ბა. ჩა­ნა­სა­ხის ნა­წი­ლე­ბის არას­რუ­ლი და­ცი­ლე­ბა იწ­ვევს სი­ა­მის ტყუ­პე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ერ­თკვერ­ცხი­სე­ულ უჯრე­დებს აქვთ სა­ერ­თო პლა­ცენ­ტა, ერ­თნა­ი­რი გე­ნო­ტი­პი, ყო­ველ­თვის ერთი სქე­სი­სა­ნი არი­ან, აქვთ სის­ხლის ერთი და იგი­ვე ჯგუ­ფი და ძა­ლი­ან ჰგვა­ნან ერ­თმა­ნეთს. მათ ერ­თნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბა, ჩვე­ვე­ბი და თვი­სე­ბე­ბი აქვთ.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა