ENews.Ge ახალი ამბები

ვიქტორია და დევიდ ბექჰემებმა აღდგომა, ოჯახთან ერთად, მაიამიში, $20 მილიონიან იახტაზე აღნიშნეს - ვარსკვლავური არდადეგების ფოტოები



ვიქ­ტო­რია და დე­ვიდ ბექ­ჰე­მებ­მა აღ­დგო­მა ოჯახ­თან ერ­თად მა­ი­ა­მი­ში 20 მი­ლი­ო­ნი­ან მე­გა­ი­ახ­ტა­ზე აღ­ნიშ­ნეს.

ვიქ­ტო­რი­ამ "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც ჩანს მისი ქმარ-შვი­ლი და რძა­ლი ნი­კო­ლა პელ­ცი რა მხი­ა­რუ­ლად ატა­რე­ბენ დროს,

მზის გულ­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ში 48 წლის ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და მისი მე­უღ­ლე სა­ზა­ფხუ­ლო სა­მო­სით, ოჯა­ხის და­ნარ­ჩენ წევ­რებ­თან ერ­თად, სა­აღ­დგო­მო კურ­დღლის აბა­დო­კე­ბით პო­ზი­რე­ბენ.

კი­დევ ერთ სა­ხა­ლი­სო ფო­ტო­ში ნი­კო­ლა პელცს ვიქ­ტო­რი­ას გიფსში ჩას­მუ­ლი ფეხი უჭი­რავს. 49 წლის მო­დელ­მა ტრავ­მა თე­ბერ­ვალ­ში მი­ი­ღო, ვარ­ჯი­შის დროს.

სხვა ფო­ტო­ებ­ში დე­ვი­დი შვი­ლებ­თან ერ­თად პო­ზი­რებ­და.

"ბედ­ნი­ე­რი აღ­დგო­მა!! გვიყ­ვარ­ხარ და გვე­ნატ­რე­ბი @romeobeckham!! კოც­ნას გიგ­ზავ­ნით ბექ­ჰე­მე­ბი და პელც-ბექ­ჰე­მე­ბი!",- ასე და­ა­სა­თა­უ­რა ვიქ­ტო­რი­ამ პოს­ტი, რო­მე­ლიც თა­ვის 21 წლის ვაჟს მი­უ­ძღვნა. რო­გორც ირ­კვე­ვა, რო­მე­ომ დღე­სას­წა­უ­ლის ოჯახ­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა.

ფეხ­ბურ­თე­ლის ოჯა­ხი უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა სა­ზღვარ­გა­რე­თაა და იახ­ტა­ზე ატა­რებს არ­და­დე­გებს, რად­გან ისი­ნი კრუ­იზ­ზე პირ­ვე­ლად ოთხშა­ბათს შე­ნიშ­ნეს.

წყა­რო: pagesix

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა