ENews.Ge ახალი ამბები

"ანას ამოცნობა დნმ-ის ანალიზით შეძლეს" - უმძიმეს ავარიას 21 წლის უკრაინელი მოდელი და ცნობილი დიჯეი ემსხვერპლნენ



21 წლის უკ­რა­ი­ნე­ლი მო­დე­ლი ანა კრა­ევ­სკა­ია ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს გარ­და­იც­ვა­ლა. ავა­რია იტა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ პი­ე­მონ­ტში მოხ­და. Ferrari GTC4-ს ფირ­მის ავ­ტო­მო­ბილს 40 წლის შვე­ი­ცა­რი­ე­ლი კაცი ჰის­ნი კეს­ტეი მარ­თავ­და, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია, რო­გორც Dj Style Q.

ავა­რი­ის შემ­დეგ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა კა­ცის ვი­ნა­ო­ბა მა­შინ­ვე და­ად­გი­ნეს, რად­გან ავ­ტო­მო­ბი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად დი­ჯე­ის მიერ იყო შეკ­ვე­თი­ლი, მაგ­რამ მგზავ­რის ცხედ­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე ვერ მო­ხერ­ხდა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ დნმ-ის ანა­ლი­ზი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. La Repubblica-ს ცნო­ბით, შე­დე­გე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, მაგ­რამ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ გარ­დაც­ვლი­ლი კრა­ევ­სკა­ი­აა, რად­გან მის­მა მე­გობ­რებ­მა შვე­ი­ცა­რი­ის პო­ლი­ცი­ა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქა­ლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იტა­ლი­ელ კო­ლე­გებს გა­დას­ცეს, რომ­ლებ­მაც მომ­დევ­ნო 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ა­და­რეს ყვე­ლა ფაქ­ტი და ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ღუ­პუ­ლი ორი ადა­მი­ა­ნის გვა­რი გა­ავ­რცე­ლეს.

უბე­დურ შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, Dj Style Q შვე­ი­ცა­რი­ულ კლუბ­ში უკ­რავ­და. უც­ნო­ბია, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა წყვი­ლი იტა­ლი­ა­ში, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ისი­ნი უკან შვე­ი­ცა­რი­ის სა­ზღვრის­კენ მი­დი­ოდ­ნენ.

Ferrari GTC4 მას შემ­დეგ აალ­და, რაც 200 კმ/სთ სიჩ­ქა­რით დამ­ცავ ბა­რი­ერს და­ე­ჯა­ხა. ტრა­გე­დი­ის გა­რე­მო­ე­ბე­ბი ამ დრომ­დე დგინ­დე­ბა.

ვინ იყო ანა კრა­ევ­სკა­ია

ანა კრა­ევ­სკა­ია და­ი­ბა­და ოდე­სა­ში, მაგ­რამ ქალი ბოლო წლებ­ში შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობ­და. გარ­დაც­ვლილ დი­ჯე­ის ჰყავს ორი თი­ნე­ი­ჯე­რი შვი­ლი, რომ­ლე­ბიც დე­დას­თან ერ­თად კო­სო­ვო­ში ცხოვ­რო­ბენ.

ანა კრა­ევ­სკა­ი­ას ჰქონ­და პორ­ტფო­ლიო და ხში­რად აზი­ა­რებ­და ფო­ტო­ებს ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან. უახ­ლე­სი ფო­ტო­ე­ბი უკ­რა­ი­ნი­დან მის პრო­ფილ­ზე 2021 წლით თა­რიღ­დე­ბა. რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის დროს, იგი სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ვი­და შვე­ი­ცა­რი­ა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე საგ­ზაო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გარ­და, 118 ექი­მი და მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი მი­ვი­და, მაგ­რამ მგზავ­რე­ბის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა