ENews.Ge ახალი ამბები

"ისინი უარს ამბობენ ჩემს კოცნაზე!" - გოგონა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფეხები აქვს, ამბობს, რომ სიმაღლე შეყვარებულის პოვნაში ხელს უშლის



უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ოც­ნე­ბობს, რომ გრძე­ლი და მოხ­დე­ნი­ლი ფე­ხე­ბი ჰქონ­დეს, მაგ­რამ ტე­ხა­სის მკვიდ­რი ქალი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ იყო გრძელ­ფე­ხე­ბა ლა­მაზ­მა­ნი, ად­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ არის.

21 წლის მაკი კუ­რი­ნი 208 სმ სი­მაღ­ლი­საა, მისი ფე­ხე­ბი კი 132 სმ სიგ­რძის და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს "მის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი ფე­ხე­ბის" ტი­ტუ­ლი, მაკი ყო­ველ­დღი­უ­რად აწყდე­ბა ბუ­ლინგს, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მის გა­რეგ­ნო­ბას­თან. მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მის პერ­სო­ნაჟს ადა­რე­ბენ.

თუმ­ცა მას მხო­ლოდ ეს არ აწუ­ხებს. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის თქმით, შე­საძ­ლოა, სი­მაღ­ლის მთა­ვა­რი მი­ნუ­სი ისაა, რომ სა­პი­რის­პი­რო სქეს­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა მის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მაკი, რო­გორც წესი, ყო­ველ­თვის უფრო მა­ღა­ლია მე­გო­ბარ ბიჭ­ზე, რაც თავს უხერ­ხუ­ლად აგ­რძნო­ბი­ნებს.

"როცა მა­მა­კა­ცებს ვხვდე­ბო­დი, თავს უად­გი­ლოდ ვგრძნობ­დი, რად­გან ისი­ნი ჩემ­ზე უფრო დაბ­ლე­ბი იყ­ვნენ. ისი­ნი თა­ვა­დაც თით­ქოს შერ­ცხვე­ნილ­ნი იდ­გნენ ჩემს წი­ნა­შე და უარს ამ­ბობ­დნენ კოც­ნა­ზე", - ამ­ბობს მაკი.

  • სა­მო­სის პრობ­ლე­მა

ტან­საც­მლის არ­ჩე­ვა კი­დევ ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ამო­ცა­ნაა ყვე­ლა­ზე გრძე­ლი ფე­ხე­ბის მქო­ნე გო­გო­ნას­თვის.

მა­ღა­ზი­ა­ში ნა­ყი­დი შარ­ვა­ლი კარ­გად არა­სო­დეს მაქვს, ამი­ტომ შეკ­ვე­თით უნდა შე­ვა­კე­რი­ნო. და­ახ­ლო­ე­ბით 250 დო­ლარს ვხარ­ჯავ ერთი წყვი­ლი ტან­საც­მლის შე­სა­კე­რად. მე არ ვარ მი­ლი­ო­ნე­რი, ამი­ტომ გარ­დე­რობ­ში მხო­ლოდ ორი შარ­ვა­ლი მაქვს“

კუ­რი­ნო ყო­ველ­დღე აწყდე­ბა რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვებს, ბედი მას გა­მუდ­მე­ბით უპი­რის­პირ­დე­ბა, მაგ­რამ უკვე მი­ეჩ­ვია ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბას.

"ბავ­შვო­ბა­ში მძულ­და ჩემი სი­მაღ­ლე, რად­გან ეს იყო ერ­თა­დერ­თი რამ, რაც სხვე­ბის­გან გა­მო­მარ­ჩევ­და. მაგ­რამ ბოლო წლე­ბია მივ­ხვდი, რომ მე მაქვს უპი­რა­ტე­სო­ბა - არა­ვი­ნაა ჩემ­ნა­ი­რი. მე უნი­კა­ლუ­რი ვარ -“ - ამ­ბობს კუ­რი­ნი.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა