ENews.Ge ახალი ამბები

რამზან კადიროვის თქმით, „ახმატის“ სპეცრაზმში „ვაგნერის“ 3 000 მებრძოლი გაწევრიანდება



ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ცნობით, მის ქვედანაყოფ „ახმატში” 3000 ყოფილი “ვაგნერელი,” მათ შორის, კერძო სამხედრო კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი, რატიბორი გაწევრიანდება.

„რატიბორი დიდი ხნის განმავლობაში გადიოდა მკურნალობის კურსს, მას შემდეგ, რაც საარტილერიო დაბომბვისას დაიჭრა. ახლა კი ის ფეხზე დადგა და მიიღო გადაწყვეტილება, დაბრუნებულიყო საბრძოლო მოქმედებების ზონაში, უკვე ახმატის რიგებში“, - წერს კადიროვი სოციალურ ქსელში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა