ENews.Ge ახალი ამბები

"ვოცნებობდი ფერადკანიან ქმარზე... ჩემი ქმარი დამეხმარა ნეგატივის სიცილ-კისკისით გადატანაში" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს "მარიამ ლამაზი მაიამიდან": ინტერვიუ ცნობილ ინფლუენსერთან



“გა­მარ­ჯო­ბა, მე ვარ მა­რი­ამ ლა­მა­ზი მა­ი­ა­მი­დან” - თუ "ტი­კტოკს“ ხში­რად სქ­რო­ლავთ, ეს თქვენ­თვის ნაც­ნო­ბი ფრა­ზა იქ­ნე­ბა. პო­ზი­ტი­ვით, და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით სავ­სე 33 წლის ქალი თა­ვი­სი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ე­ბით, ასე­ვე სა­მო­ტი­ვა­ციო კონ­ტენ­ტით ადა­მი­ა­ნებ­ზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს.

შე­უძ­ლე­ბე­ლია ნა­ხოთ მა­რი­ა­მის ვი­დეო და მის მი­მართ და­დე­ბი­თად არ გა­ნე­წყოთ, თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რებს არ იშუ­რე­ბენ. სა­ინ­ტე­რე­სო კი ასეთ კო­მენ­ტა­რებ­ზე ინფლუ­ენ­სე­რის რე­აქ­ცი­აა - მსგავს ნე­გა­ტივს ის თით­ქმის ყო­ველ­თვის პო­ზი­ტი­ვით პა­სუ­ხობს.

  • თა­ვი­სი ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის, ინფლუ­ენ­სე­რო­ბის და ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, მა­რი­ამ ლა­მა­ზი Ambebi.ge-ს ესა­უბ­რა.

- მე ვარ 33 წლის გო­გო­ნა და ვერ გე­ტყვით ასე კონ­კრე­ტუ­ლად ვინ ვარ, ბევ­რი რა­მის თქმა შე­იძ­ლე­ბა ჩემ შე­სა­ხებ, მაგ­რამ მოკ­ლე პა­სუ­ხით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი, და გე­ტყვით რომ მე ვარ ინფლუ­ენ­სე­რი. მაქვს ბრი­ლი­ან­ტის ფორ­მის ტატუ, იმის ნიშ­ნად რომ მაქვს არა­ერ­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, უნი­კა­ლუ­რი მხა­რე და თავს ჩარ­ჩო­ებ­ში ვერ მო­ვაქ­ცევ, ერთ კონ­კრე­ტულ ად­გილს ვერ მი­ვა­კუთ­ვნებ სა­კუ­თარ თავს და არც ვჩერ­დე­ბი ერთ ად­გი­ლას, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ რაც თუნ­დაც ცო­ტა­ო­დენ ინ­ტე­რესს გა­მი­ჩენს.

და­ვი­ბა­დე ქა­ლაქ გორ­ში, რი­თაც ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ, 2 წლის ასაკ­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს მოს­კოვ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად, მაგ­რამ სამ­შობ­ლოს ბო­ლომ­დე არ მოვ­წყვე­ტილ­ვარ და რე­გუ­ლა­რუ­ლად ვსტუმ­რობ­დი გორ­სა და თბი­ლისს. 20 წლის ასაკ­ში ამე­რი­კა­ში გა­დას­ვლა მო­მი­წია, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, არ ვა­პი­რებ­დი და დი­დად სურ­ვი­ლიც არ მქონ­და, ეს იყო მა­მის სურ­ვი­ლი, ახლა ძა­ლი­ან მი­ხა­რია რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მიგ­ვა­ღე­ბი­ნა მე და ჩემს ძმას.

და­ახ­ლო­ე­ბით 4 წელი ვცხოვ­რობ­დი ბოს­ტონ­ში, შემ­დეგ გა­და­ვე­დით მა­ი­ა­მი­ში სა­დაც დღემ­დე ვცხოვ­რობ. ჩემი მე­უღ­ლე არის ამე­რი­კე­ლი, ჰა­ი­ტე­ლი 43 წლის კაცი. 16 წლის იყო, რო­დე­საც მა­მა­მის­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნა მა­ი­ა­მი­ში და მას მერე აქ ცხოვ­რობს.

აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლე­ბი ყო­ველ­თვის მხიბ­ლავ­დნენ, ჩემი ქმა­რი ნამ­დვი­ლად ისე­თი მე­უღ­ლეა, რო­გორ­ზეც მი­ოც­ნე­ბია, რო­მელ­მაც კი­დევ ერთი ოც­ნე­ბა ამის­რუ­ლა, ყო­ველ­თვის მინ­დო­და რომ ჩემი შვი­ლე­ბი ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ. შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ბავ­შვუ­რად ჟღერს, მაგ­რამ რა ვქნა?! ასე­თი ოც­ნე­ბა მქონ­და. დღეს ორი ულა­მა­ზე­სი ბავ­შვის, ლე­ი­ლას და ლუ­კას დედა ვარ.

- რა­ტომ აირ­ჩი­ეთ "ლა­მა­ზი“? რა არის თქვე­ნი რე­ა­ლუ­რი გვა­რი და რამ გი­ბიძ­გათ, რომ ეს სი­ტყვა - "ლა­მა­ზი“ თქვე­ნი იდენ­ტო­ბის ნა­წი­ლად გექ­ცი­ათ?

- რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, წარ­მო­შო­ბით ნა­ხევ­რად რუსი ვარ და და­ბა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე გა­და­ვე­დით რუ­სეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად. ჩემი თავ­და­პირ­ვე­ლი გვა­რი იყო კო­ზი­ნა, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა მა­წუ­ხებ­და, რად­გან მე ასე­ვე ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლი ვარ და უზო­მოდ მიყ­ვარ­და დე­დუ­ლე­თი. თავს ქარ­თვე­ლა­დაც მო­ვიხ­სე­ნი­ებ­დი და მა­წუ­ხებ­და რუ­სუ­ლი გვა­რი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, დე­დის გვარ­ზე გად­მოს­ვლა გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. დე­და­ჩე­მის გვა­რი გო­ჩე­ლე­იშ­ვი­ლია, არც ისე მარ­ტი­ვად გა­მო­სათ­ქმე­ლი იყო რუ­სე­ბის­თვის. და­ახ­ლო­ე­ბით თხუთ­მე­ტი წლის ასა­კამ­დე მა­წუ­ხებ­და ეს თემა, ხოლო შემ­დგომ გა­დავ­წყვი­ტე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში “მა­რი­ამ ლა­მა­ზი” და­მე­წე­რა.

2 აპ­რილს 33 წლის გავ­ხდი და არც ერთი წა­მით არ ვნა­ნობ ჩემ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, რომ არა­ერ­თი ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ჩემს ზედ­მეტ­სა­ხელს. გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე ქმრის გვარ­ზე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი და ჩემი ახ­ლან­დე­ლი გვა­რი ალ­ტი­დო­რია.

- "ტი­კტოკ­ზე" სა­ო­ცა­რი პო­ზი­ტი­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვით და ნე­გა­ტი­ურ კო­მენ­ტა­რებ­საც ღი­მი­ლით, პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გი­ით პა­სუ­ხობთ. მე, რო­გორც რი­გით მა­ყუ­რე­ბელს, გან­ცდა მრჩე­ბა, რომ სწო­რედ ასე­თი ენერ­გი­ით მაქ­სი­მა­ლუ­რად ახერ­ხებთ ადა­მი­ა­ნებ­ზე და­დე­ბი­თად ზე­მოქ­მე­დე­ბას - ეს თემა რომ გან­ვავ­რცოთ, რას გვე­ტყვით, რო­გორ ახერ­ხებთ, რომ კი არ იჩხუ­ბოთ ასეთ კო­მენ­ტა­რებ­ზე, არა­მედ ღი­მი­ლით უპა­სუ­ხოთ?

- ხალ­ხის ნე­გა­ტი­ვი ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო სა­სა­უბ­რო თე­მაა. და­ვი­წყოთ იმით, რომ მე ცხოვ­რე­ბის მი­მართ ფი­ლო­სო­ფი­უ­რი მიდ­გო­მა მაქვს და მეტ-ნაკ­ლე­ბად სა­კუ­თარ თავს ფი­ლო­სო­ფო­სად აღ­ვიქ­ვამ, ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ა­ნის­გან გად­მო­სუ­ლი ნე­გა­ტი­ვი მათი სუ­ლის ანა­რეკ­ლია. შე­იძ­ლე­ბა მეც არ მომ­წონ­დეს რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი დე­ტა­ლი ადა­მი­ან­ში, მაგ­რამ მის მი­მართ არა­ნა­ი­რი ნე­გა­ტი­ვი არ გა­მოვ­ხა­ტო, რად­გან მე თუ არ მომ­წონს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მა­საც არ უნდა მოს­წონ­დეს და თავს უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტა­ლის გამო ცუ­დად არ ვაგ­რძნო­ბი­ნებ.

არ ვთვლი, რომ ჩემი კო­მენ­ტა­რი რამე გავ­ლე­ნას უნდა ახ­დენ­დეს სხვა ადა­მი­ან­ზე და მი­თუ­მე­ტეს, ეს ნე­გა­ტი­ვი სა­კუ­თარ თავ­ზე არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა მი­ი­ღოს. მა­გა­ლი­თად, მე ვარ ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ორი კა­ტე­გო­რია მხვდე­ბა, ვი­საც მოვ­წონ­ვარ ისე­თი, რო­გო­რიც ვარ, კო­მენ­ტა­რებ­შიც მუდ­მი­ვად მამ­ხნე­ვე­ბენ და მხარს მი­ჭე­რენ და მე­ო­რე - და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი თავი ვერ შე­იყ­ვა­რეს და ცდი­ლო­ბენ, მეც იგი­ვე მაგ­რძნო­ბი­ნონ. მე სა­კუ­თარ თავ­ზე მუდ­მი­ვად ვმუ­შა­ობ და მიყ­ვარს რო­გო­რიც ვარ, არც არას­დროს და­მი­მა­ლავს ეს ფაქ­ტი, მაგ­რამ ისი­ნი ვერ აა­ნა­ლი­ზე­ბენ იმას, რომ ამ კო­მენ­ტა­რე­ბით მე არ მე­სა­უბ­რე­ბი­ან, ისი­ნი მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს მი­მარ­თა­ვენ.

- ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ინ­სპი­რა­ცია გახ­დით - ხში­რად ამ­ბობთ, რომ უნდა შე­იყ­ვა­რო თავი, მი­ი­ღო სა­კუ­თა­რი თავი და დატ­კბე ბედ­ნი­ე­რე­ბით - გაგ­ვი­ზი­ა­რეთ რა­ი­მე "რე­ცეპ­ტი“ რო­გორ უნდა მი­ი­ღონ ადა­მი­ა­ნებ­მა, თა­ვი­ან­თი თავი ისე­თე­ბად რო­გო­რე­ბიც არი­ან, რო­გორ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ნე­გა­ტი­ვით სავ­სე გა­რე­მო­ში და­დე­ბი­თი ენერ­გია?

-.პირ­ვე­ლი რაც უნდა გან­ვი­ხი­ლოთ არის სა­კუ­თა­რი თა­ვის სიყ­ვა­რუ­ლი და და­ფა­სე­ბა, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ბავ­შვო­ბი­დან ცუ­დად ეპყრო­ბოდ­ნენ და არ ას­წავ­ლიდ­ნენ იმას, რომ სა­კუ­თა­რი თავი უნდა და­ა­ფა­სონ, ვფიქ­რობ, მათ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი შვე­ლა სჭირ­დე­ბათ უნდა მი­ვიდ­ნენ თე­რა­პი­ა­ზე ან ის ძალა იპო­ვონ სა­კუ­თარ თავ­ში, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი ვი­დე­ო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით აი­მაღ­ლონ თვით­შე­ფა­სე­ბა.

15 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც გა­დავ­წყვი­ტე ფსი­ქო­ლოგ­თან მის­ვლა, რა­მაც ძა­ლი­ან მიშ­ვე­ლა, ყვე­ლა პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც ვერ გან­ვი­ხი­ლავ­დი მე­გობ­რებ­თან, მშობ­ლებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან მო­ვაგ­ვა­რე ჩემი ფსი­ქო­ლო­გის რჩე­ვე­ბის დახ­მა­რე­ბით, შემ­დეგ მეც და­ვინ­ტე­რეს­დი ამ სფე­რო­თი და რუ­სეთ­ში ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე და­ვი­წყე სწავ­ლა, რო­მე­ლიც ვერ და­ვამ­თავ­რე ამე­რი­კა­ში გა­დას­ვლის გამო, მაგ­რამ დღემ­დე არ ვჩერ­დე­ბი და შე­ვის­წავ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ას.

მუდ­მი­ვი მუ­შა­ო­ბა და ბრძო­ლა არის სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ და­ი­ნა­ხოთ რო­გო­რი უნი­კა­ლუ­რე­ბი ხართ, რომ გა­ა­ნა­ლი­ზო ის, რომ ამ ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლი ხარ და ბრი­ლი­ან­ტე­ბი ხართ, მრა­ვალ­მხრივ შე­სას­წავ­ლი და ბრწყინ­ვა­ლე. ერ­თა­დერ­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა შეგ­ხვდეთ, არის სხვი­სი აზ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უმ­ნიშ­ვნე­ლო უნდა იყოს თქვენ­თვის, და­მი­ჯე­რეთ, მათი ნე­გა­ტი­ვი თქვენ არ გე­ხე­ბათ ისი­ნი სა­კუ­თა­რი შე­ზღუ­დუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გამო იქ­ცე­ვი­ან ასე და ჩათ­ვა­ლეთ. რომ სა­კუ­თარ თავს ესა­უბ­რე­ბი­ან.

- თქვენ რა გახ­სენ­დე­ბათ, რა­ი­მე ისე­თი კო­მენ­ტა­რი რა­მაც გული ყვე­ლა­ზე მე­ტად გატ­კი­ნათ, ვი­დე­ო­ებ­ზე კი ვხე­დავთ, რომ ღი­მი­ლით ხვდე­ბით ამ ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ როცა კა­მე­რა გა­მორ­თუ­ლია, რო­გორ რე­ა­გი­რებთ, მე ვიცი რომ ზო­გი­ერ­თი ინფლუ­ენ­სე­რი ტი­რის, სტრეს­შია იმ უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბის გამო, რო­მელ­საც უწე­რენ. თქვენ შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ ხდე­ბა?

- მე გულს არც ერთი ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ მტკენს, მხო­ლოდ მა­ო­ცებს. მე და ჩემი ქმა­რი ვკი­თხუ­ლობთ ხოლ­მე კო­მენ­ტა­რებს და ძა­ლი­ან ბევ­რს ვი­ცი­ნით და ვთვლი, რომ სწო­რედ ის და­მეხ­მა­რა ამ ნე­გა­ტი­ვის ასე სი­ცილ-კის­კი­სით გა­და­ტა­ნა­ში. ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მა­მახ­სოვ­რდა ჩემი შვი­ლის, ლუ­კა­ჩოს ვი­დეო, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და ის ნე­გა­ტი­ვი, რო­მე­ლიც ჩემი შვი­ლის, პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­დი­ო­და არ იყო გულ­სატ­კე­ნი მე ის ადა­მი­ა­ნე­ბი უბ­რა­ლოდ მა­ო­ცებ­დნენ, მათი შე­ზღუ­დუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის და ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბის გამო

- მე­უღ­ლე რამ­დე­ნად არის ჩარ­თუ­ლი თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ვინ არის ყვე­ლა­ზე დიდი მხარ­დამ­ჭე­რი?

- მე­უღ­ლე, ჩარ­თუ­ლია ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად თუ გა­მოჩ­ნდე­ბა ვი­დე­ო­ებ­ში, წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა და კადრში არ გა­მოჩ­ნდე­ბა თუ მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი არაა. როცა მთხოვს, რომ არ გა­და­ვუ­ღო, მეც ვით­ვა­ლის­წი­ნებ. ყვე­ლა­ზე დიდი მხარ­დამ­ჭე­რი, რა თქმა უნდა, ჩემი ქმა­რი და დე­და­ჩე­მია, ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად უყუ­რებ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ჩემი აქ­ტი­უ­რო­ბის სურ­ვილს, მაგ­რამ ახლა ნელ-ნელა შე­ეჩ­ვივ­ნენ და სურ­ვი­ლი­სა­მებრ ერ­თვე­ბი­ან ვი­დე­ო­ებ­ში. დიდი ხა­ნია რაც და­ვი­წყე აქ­ტი­უ­რო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ოც­ნე­ბა ამიხ­და, ადა­მი­ა­ნე­ბი მცნო­ბენ და მათი მო­ტი­ვა­ტო­რი ვარ.

- მე­უღ­ლის გაც­ნო­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­აც გვი­ამ­ბეთ?

- ვოც­ნე­ბობ­დი ფე­რად­კა­ნი­ან ქმარ­ზე, რა თქმა უნდა, რუ­სეთ­ში მცხოვ­რებს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად მხვდე­ბოდ­ნენ, ხოლო როცა ამე­რი­კა­ში გა­და­ვე­დი, დავ­რე­გის­ტრირ­დი ერთ-ერთ აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე სა­ი­და­ნაც შე­მეძ­ლო პირ­და­პირ ეთერ­ში გას­ვლა და სა­უ­ბა­რი უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ლა­ივ­ში შე­მო­ვი­და ჩემი მე­უღ­ლე, რომ­ლის სუ­რა­თი ვნა­ხე და სი­გი­ჟემ­დე მო­მე­წო­ნა, ერთი სა­სა­ცი­ლო მო­მენ­ტიც მახ­სენ­დე­ბა, რო­დე­საც ჩვე­ნი მი­მო­წე­რა და­ი­წყო, მახ­სოვს, ჩემს და­ქალს ვუ­თხა­რი, რომ ეს ბიჭი ჩემი საქმრო არის-თქო, მა­შინ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ის ჩემი ორი შვი­ლის მამა გახ­დე­ბო­და, მაგ­რამ ბედი ასე­თია. დიდ­ხანს ვწერ­დით ერ­თმა­ნეთს, ორ კვი­რა­ში პა­ე­მან­ზეც დამ­პა­ტი­ჟა, დე­ტა­ლებ­ში მახ­სოვს ის სა­ღა­მო, რა ეცვა, რო­მე­ლი სუ­ნა­მოს სუნი ას­დი­ო­და, რო­გორ მო­მე­სალ­მა, ჩა­მე­ხუ­ტა… ნამ­დვი­ლად, ერთი შე­ხედ­ვით სიყ­ვა­რუ­ლი იყო.

- ვიცი, რომ წიგ­ნის და­წე­რა­საც გეგ­მავთ, რის შე­სა­ხებ იქ­ნე­ბა ეს წიგ­ნი?

- 7-წლი­ა­ნი შრო­მის შე­დე­გად, გა­მო­ვე­ცი სა­კუ­თა­რი წიგ­ნი, ამ ეტაპ­ზე ის ქარ­თულ ენა­ზე ითარ­გმნე­ბა. ჩემი ნაშ­რო­მი გას­წავ­ლით თუ რო­გორ მი­აღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას და აის­რუ­ლოთ ყვე­ლა ოც­ნე­ბა არა რთუ­ლი გზით, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად. ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლოს ვერ გა­გიმ­ხელთ, რად­გან მინ­და ხალ­ხი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით გა­ეც­ნოს ჩემ ნაშ­რომს და სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღონ კი­თხვი­სას. ერ­თა­დერ­თი რა­საც ვი­ტყვი ის არის, რომ ამ წიგნ­ში მო­ცე­მუ­ლი გზა მე გავ­ლი­ლი მაქვს და პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა მინ­დო­და გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა