ENews.Ge ახალი ამბები

პლანეტების გრანდიოზული აღლუმი გველოდება: როგორ მოვიქცეთ და როდის დავწეროთ სურვილი?

პლა­ნე­ტე­ბის დიდი ანუ გრან­დი­ო­ზუ­ლი აღ­ლუ­მი გვე­ლო­დე­ბა, ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც არ უნდა გა­მო­ტო­ვოთ, რად­გან მომ­დევ­ნო ჯერ­ზე მხო­ლოდ 15 წლის შემ­დეგ იქ­ნე­ბა. ამ დღეს შეძ­ლებთ არა მხო­ლოდ აღ­ფრთო­ვან­დეთ ცი­უ­რი ფე­ნო­მე­ნით, არა­მედ პლა­ნე­ტე­ბის ენერ­გი­ით და­ი­მუხ­ტოთ.

რო­დის გა­ი­მარ­თე­ბა პლა­ნე­ტე­ბის დიდი აღ­ლუ­მი?

პლა­ნე­ტე­ბის დიდი აღ­ლუ­მი მოხ­დე­ბა პა­რას­კევს, 2025 წლის 28 თე­ბერ­ვალს. გრან­დი­ო­ზულ აღ­ლუმ­ში მზის სის­ტე­მის შვი­დი პლა­ნე­ტა იქ­ნე­ბა "ზე­დი­ზედ" გან­ლა­გე­ბუ­ლი: სა­ტურ­ნი, მერ­კუ­რი, ნეპ­ტუ­ნი, ურა­ნი, ვე­ნე­რა, მარ­სი და იუ­პი­ტე­რი. ამ დღეს კარ­გია ბუ­ნე­ბა­ში გას­ვლა (თუ ამინ­დი შე­სა­ფე­რი­სი იქ­ნე­ბა), ენერ­გი­ით ავ­სე­ბა, თი­ლის­მე­ბის და­მუხ­ტვა.

პა­რას­კევს დი­ლი­დან შე­იქ­მე­ნით პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა; და­წე­რეთ მიზ­ნე­ბი­სა და გან­ზრახ­ვე­ბის სია. შემ­დეგ გა­ა­ნა­წი­ლე ისი­ნი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის სფე­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით. და რაც მთა­ვა­რია, მი­უ­თი­თეთ დრო, რო­მელ­შიც გსურთ მათი დას­რუ­ლე­ბა: კვი­რის/თვის/წლის ბო­ლომ­დე ან სხვა პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. უნდა არ­სე­ბობ­დეს დრო­ის ჩარ­ჩო. როცა ყვე­ლა­ფერს და­წერთ, ფურ­ცე­ლი დაწ­ვით და ფერ­ფლი ქარს გა­ა­ტა­ნეთ.

რო­მელ­საც აან­თებთ სურ­ვი­ლის და­წე­რის დროს (მწვა­ნე სან­თე­ლი ფი­ნან­სე­ბის მო­სა­ზი­დად, წი­თე­ლი - სიყ­ვა­რუ­ლის). ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი ამ დღეს აკ­რძა­ლუ­ლია: გო­ნე­ბა უნდა დარ­ჩეს სუფ­თა. აგ­რეთ­ვე კარ­გი იქ­ნე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა, მხი­ა­რუ­ლე­ბა, ერ­თმა­ნე­თის­თვის სიყ­ვა­რუ­ლის, მზრუნ­ვე­ლო­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. შინ კი შე­იქ­მე­ნით ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მო. აან­თეთ სურ­ნე­ლო­ვა­ნი სან­თლე­ბი, ჩარ­თეთ სა­სი­ა­მოვ­ნო მე­ლო­დია. მი­ირ­თვით რამე გემ­რი­ე­ლი და რაც მთვა­რია, იყა­ვით კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა