ENews.Ge ახალი ამბები

ულამაზესი ავსტრალიელი მოდელი, ლუსი მარკოვიჩი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა - "ეს დამანგრეველი ამბავია"

ცნო­ბი­ლი ავ­სტრა­ლი­ე­ლი მო­დე­ლი, ლუსი მარ­კო­ვი­ჩი 27 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ლუსი 16 წლის ასაკ­ში ავ­სტრა­ლი­ის Next Top Model-ის მე­ო­რე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და.

  • გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი თა­ვის ტვი­ნის იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბაა. მარ­კო­ვი­ჩი თა­ვის ტვი­ნის არ­ტე­რი­ო­ვე­ნუ­რი მალ­ფორ­მა­ცი­ით იტან­ჯე­ბო­და, რის გა­მოც მას 2 აპ­რილს გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და.

"ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო და ოჯა­ხის წევ­რე­ბო, მწუ­ხა­რე­ბით გაც­ნო­ბებთ, რომ ლუსი გარ­და­იც­ვა­ლა", - წე­რია მისი პარტნი­ო­რის, კარ­ლო­სის მიერ "ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ეს და­ა­ვა­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში აღ­წე­რი­ლია რო­გორც "სის­ხლძარ­ღვე­ბის გა­დახ­ლარ­თვა, რო­მე­ლიც არ­ტე­რი­ებ­სა და ვე­ნებს შო­რის არა­რე­გუ­ლა­რულ კავ­ში­რებს ქმნის". მდგო­მა­რე­ო­ბა ხში­რად ქსო­ვი­ლებს ჟანგბა­დის მი­ღე­ბა­ში უშ­ლის ხელს. ეს და­ა­ვა­დე­ბა იშ­ვი­ა­თია და 100 000 ადა­მი­ა­ნი­დან 1-ში გვხვდე­ბა.

მო­დე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ სა­უბ­რობ­და.

"ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ ლუსი მარ­კო­ვი­ჩის ამ­ბის გა­გე­ბით. მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე, ლა­მა­ზო გო­გო­ნა", - წერს დო­ნა­ტე­ლა ვერ­სა­ჩე.

"ლუსი რო­გორც გა­რეგ­ნუ­ლად, ისე ში­ნა­გა­ნად ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა იყო, მას­თან მუ­შა­ო­ბა სა­სი­ხა­რუ­ლო იყო, ის იყო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. ამ ასაკ­ში წა­ერ­თვა სი­ცო­ცხლე - და­მან­გრე­ვე­ლი ამ­ბა­ვია", - ამ­ბობს ცნო­ბი­ლი ავ­სტრა­ლი­ე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ალექს პერი.

ლუსი გა­მო­დი­ო­და ისე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დე­ბის ჩვე­ნე­ბებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა Givenchy, Versace, Victoria Beckham და Emporio Armani.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა