ENews.Ge ახალი ამბები

ცნობილი რუსი ბლოგერი აფხაზეთში "სელფის" გადაღების დროს დაიღუპა - რა მოხდა გაგრაში?



აფხა­ზეთ­ში ცნო­ბი­ლი რუსი ბლო­გე­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი კოს­მე­ტო­ლო­გი ინე­სა პო­ლენ­კო გარ­და­იც­ვა­ლა. ქალი ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბის ფონ­ზე სელ­ფის გა­და­ღე­ბას ცდი­ლობ­და და 50 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს. მარ­თა­ლია მაშ­ვე­ლებ­მა ქა­ლის ამოყ­ვა­ნა შეძ­ლეს, თუმ­ცა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იყო და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

  • რუ­სე­თი­დან ჩა­სუ­ლი ტუ­რის­ტი აფხა­ზე­თის მთებ­ში ის­ვე­ნებ­და, რო­დე­საც 50 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე სპე­ცი­ა­ლუ­რად აშე­ნე­ბუ­ლი მო­ედ­ნი­დან გად­მო­ვარ­დნა და და­ი­ღუ­პა. ქალს სელ­ფის გა­და­ღე­ბა სურ­და, მაგ­რამ წო­ნას­წო­რო­ბა ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. ტუ­რის­ტის ჩა­ვარ­დნის მო­მენ­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს.

გარ­დაც­ვლი­ლი 40 წლის ინე­სა პო­ლენ­კო აღ­მოჩ­ნდა - ის სო­ჭი­დან გაგ­რა­ში მე­გო­ბარ­თან ერ­თად ერთი დღით ჩა­ვი­და. რუს ქალს უნ­დო­და, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბის ყვე­ლა გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­მენ­ტი კა­მე­რა­ზე გა­და­ე­ღო, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა რის­კი­ა­ნი სელ­ფის გა­და­ღე­ბა 50 მეტ­რი სი­მაღ­ლი­დან.

და­ცე­მის შე­დე­გად ქალ­მა მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სას­წრა­ფოდ მი­ვიდ­ნენ მაშ­ვე­ლე­ბი და ექი­მე­ბი. ტუ­რის­ტი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს, მაგ­რამ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა - ის რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ინე­სა პო­ლენ­კო სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებ­და ფო­ტო­ებს ეგ­ვიპ­ტი­დან, დუ­ბა­ი­დან და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მი­დან. თა­ვად ბლო­გე­რი სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ სოჭ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც კოს­მე­ტო­ლო­გად მუ­შა­ობ­და. მისი რე­გუ­ლა­რუ­ლი კლი­ენ­ტე­ბი იყ­ვნენ სხვა ბლო­გე­რე­ბი და რუსი ვარ­სკვლა­ვე­ბი.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა