ENews.Ge ახალი ამბები

"ოჯახს აუცილებლად ქართველთან შევქმნი და შვილსაც საქართველოში გავზრდი" - გაიცანით ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელიც ამერიკულ ჯარში მსახურობს



20 წლის ანა ჯან­ჯა­ლია წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­დან ამე­რი­კა­ში ოჯახ­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა. სამ­ხედ­რო­ე­ბის ქა­ლიშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბი­დან თა­ვა­დაც ფორ­მის ჩაც­მა­ზე ოც­ნე­ბობ­და, ამი­ტომ სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბევ­რი არ უფიქ­რია და ამე­რი­კულ ჯარს მი­ა­კი­თხა. ანა პო­პუ­ლა­რუ­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ის ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ო­ებს, სა­დაც იქა­ურ სამ­ხედ­რო­ებ­თან ერ­თად ჩანს და ვი­დე­ოს ფო­ნად ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა აქვს.

მო­მა­ვა­ლი 20 წელი სა­კუ­თა­რი თავი და კა­რი­ე­რა ამე­რი­კა­ში წარ­მო­უდ­გე­ნია, რად­გან აპი­რებს, რომ სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რას გაჰ­ყვეს... თუმ­ცა ოჯახს აუ­ცი­ლებ­ლად ქარ­თულს შექ­მნის, სურ­ვი­ლი აქვს შვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ზარ­დოს...

- ანა, ახლა ამე­რი­კის გვარ­დი­ა­ში მსა­ხუ­რობთ, წლე­ბის წინ კი ოჯახ­თან ერ­თად "მწვა­ნე ბა­რა­თის" სა­შუ­ა­ლე­ბით მოხ­ვდით შტა­ტებ­ში. სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბით და­ვი­წყოთ...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ლაღი და ბედ­ნი­ე­რი წლე­ბია. რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვი, მეც დავ­დი­ო­დი წრე­ებ­ზე, ცეკ­ვა­ზე, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე, მას­წავ­ლებ­ლებ­თან ვემ­ზა­დე­ბო­დი. მყავ­და ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი. შე­მეძ­ლო ყო­ველ­დღე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი მე­ზო­ბელ­თან, კლა­სე­ლებ­თან. სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო ლა­ღე­ბი არი­ან ბავ­შვე­ბი, ვიდ­რე აქ ამე­რი­კა­ში. აქ გა­სარ­თობ ცენ­ტრებ­ში თუ შე­იკ­რი­ბე­ბი­ან, მე­ზობ­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად კონ­ტაქ­ტო­ბენ ერ­თმა­ნეთ­თან. ამი­ტომ ვთვლი, რომ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის პე­რი­ო­დია. აქ­ტი­უ­რი, ბე­ჯი­თი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მქონ­და ჩემი პრინ­ცი­პე­ბი.

- ანა, რო­გორც ვიცი, მშობ­ლე­ბი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში იყ­ვნენ...

- მა­მამ და­ამ­თავ­რა სამ­ხედ­რო აკა­დე­მია, ის იყო საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი ოფი­ცე­რი. მას საკ­მა­ოდ კარ­გი კა­რი­ე­რუ­ლი ზრდა ჰქონ­და, მე­სა­მე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი იყო და მო­ნა­წი­ლე­ობ­და ავ­ღა­ნე­თი­სა და ერა­ყის მი­სი­ებ­ში, ასე­ვე 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში. ბო­ლოს მამა გენშტაბ­ში მუ­შა­ობ­და და ძი­რი­თა­დად სულ საბ­რძო­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში. მთე­ლი დღე გა­წე­რი­ლი ჰქონ­და, ყვე­ლა წუთი, ჩვენც ფეხ­და­ფეხ მივ­ყვე­ბო­დით მის რე­ჟიმს. ალ­ბათ მა­მის­გან გად­მო­მე­ცა მეც პუნ­ქტუ­ა­ლუ­რო­ბა და ფორ­მის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ამე­რი­კა­ში წა­მოს­ვლას, მა­მას ძმა ცხოვ­რობს აქ და მისი რჩე­ვით ჩა­მო­ვე­დით. გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოგ­ვის­წორ­დე­ბო­და და კა­რი­ე­რუ­ლა­დაც ჩვენ­თვის კარ­გი იქ­ნე­ბო­და. ამის ერ­თა­დერ­თი გზა იყო მწვა­ნე ბა­რა­თის შევ­სე­ბა. გაგ­ვი­მარ­თლა და მო­ვი­გეთ, ჩვე­ნი ოც­ნე­ბის ლა­ტა­რია მო­ვი­გეთ. ამან მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა და წა­მო­ვე­დით ამე­რი­კა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად.

- რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ ამე­რი­კა­ში ჩას­ვლის პირ­ველ თვე­ებს, რამ­დე­ნად მარ­ტი­ვი იყო ადაპ­ტა­ცია უცხო გა­რე­მოს­თან?

- თა­ვი­დან ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი ვნა­ხე, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვე­ში მე და ჩემს დას, ყვე­ლა­ფერს მო­წყვე­ტი­ლებს დეპ­რე­სია დაგ­ვე­მარ­თა, მე­გობ­რე­ბი გვე­ნატ­რე­ბო­და. გა­რეთ ვერ გახ­ვი­დო­დი თუ მან­ქა­ნა არ გყავ­და, პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით. აქ ყოფ­ნი­დან 8 თვის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით და გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა მარ­ტო­ებს ცხოვ­რე­ბა. დავ­ბრუნ­დით, მაგ­რამ ორი თვის შემ­დეგ ისევ ამე­რი­კა­ში ჩა­მო­ვე­დით, რად­გან მივ­ხვდით, რომ შეჩ­ვე­უ­ლე­ბი ვყო­ფილ­ვართ აქა­ურ ცხოვ­რე­ბას. თან მშობ­ლე­ბი გვე­ნატ­რე­ბო­და. ისე­დაც წლე­ბი მათ­თან ერ­თად ვი­ყა­ვით, რად­გან ჯა­რის­კა­ცე­ბი იყ­ვნენ და ხში­რად ვერ ვხე­დავ­დით.

- რო­გორ მოხ­ვდით ამე­რი­კის გვარ­დი­ა­ში?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, რომ კა­დეტ­თა კორ­პუს­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ რო­დე­საც აქ ჩა­მო­ვე­დით, ენის ბა­რი­ე­რი მქონ­და. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ვი­ძიე ამე­რი­კულ ჯარ­ზე ინ­ფორ­მა­ცია, წა­ვე­დი გა­სა­უბ­რე­ბა­ზე, შე­ვაგ­რო­ვე ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­ბუ­თი, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით ორი წელი ვცდი­ლობ­დი ამე­რი­კულ ჯარ­ში მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი.

- რო­გო­რია სამ­ხედ­როს ცხოვ­რე­ბა, ზო­გა­დად ამე­რი­კის ჯა­რის დის­ციპ­ლი­ნა­ზე არა­ერ­თხელ გვსმე­ნია. ვი­ცით, რომ მანდ მსა­ხუ­რე­ბა არც ისე ად­ვი­ლია.

- კა­რან­ტინს რომ გა­დი­ხარ, ტე­ლე­ფო­ნი არ გაქვს, ყვე­ლაფ­რის­გან წყდე­ბი, ახა­ლი გა­რე­მოა, სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის ხალ­ხი. ზოგს მოს­წონ­ხარ, ზოგს არა, ზოგ­საც შენი ფერი არ მოს­წონს. ჯარ­ში გვას­წავ­ლი­ან, რომ აქ ყვე­ლა ერთი ვართ. რო­გორც ჩემი მშობ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ თვე­ე­ბი ვერ მო­დი­ოდ­ნენ სახ­ლში, ისე ვი­ყა­ვი მეც. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც არის რთუ­ლი, აზ­როვ­ნე­ბას გიც­ვლის. ახ­ლობ­ლებს ვე­ღარ ვუ­გებ. თა­ვი­დან 6 თვით რომ ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი, რო­დე­საც სახ­ლში დავ­ბრუნ­დი, მე­გობ­რე­ბი დავ­კარ­გე, რად­გან სხვა­ნა­ი­რი აზ­როვ­ნე­ბა მქონ­და, ვე­ღარ ვუ­გებ­დი. ამი­ტომ გე­ტყვით, რომ მარ­ტი­ვი არ არის.

- რა სხვა­ო­ბაა ჯარ­ში ქა­ლებ­სა და მა­მა­კა­ცებს შო­რის?

- ქა­ლებს და კა­ცებს შო­რის ამე­რი­კულ ჯარ­ში არა­ნა­ი­რი გან­სხვა­ვე­ბა არ არის, ყვე­ლა ერთ დროს ვმუ­შა­ობთ და ერ­თნა­ი­რად. ერ­თა­დერ­თი სხვა­ო­ბაა სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში ვი­ძი­ნებთ, ყვე­ლა ერთ საქ­მეს ვა­კე­თებთ. სიმ­ძი­მე­ე­ბის აწე­ვა, რაც კაც­მა უნდა გა­ა­კე­თოს, იგი­ვე ქალ­მა. არა­ვი­თა­რი შე­ღა­ვა­თი არ გაქვს იმის გამო, რომ ქალი ხარ.

- ანა, აპი­რებთ, რომ სამ­ხედ­რო გზით წახ­ვი­დეთ?

- ბავ­შვო­ბი­დან მინ­დო­და ჩემი კა­რი­ე­რა მქო­ნო­და. ამი­ტომ არ უნ­დო­და ჩემს ოჯახს, რომ ჯარ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ფიქ­რობ­დნენ, რომ სწავ­ლას თავს და­ვა­ნე­ბებ­დი. რო­დე­საც ჯარ­ში წა­ვე­დი, აქა­უ­რო­ბა იმ­დე­ნად შე­მიყ­ვარ­და, რომ ვა­პი­რებ ბა­კა­ლავ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჯარ­ში გა­ვაგ­რძე­ლო კა­რი­ე­რა. ჯა­რით და­ი­წყო და ჯა­რით დამ­თავ­რდე­ბა. ჩემს თავს რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქოს, ვერ აღ­ვიქ­ვამ. ვა­პი­რებ, მი­ნი­მუმ ოცი წელი ვიმ­სა­ხუ­რო ჯარ­ში, სას­წა­უ­ლი უნდა მოხ­დეს, რომ აზრი შე­მეც­ვა­ლოს.

სა­ერ­თოდ, ჩემი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ამე­რი­კას უკავ­შირ­დე­ბა. იმ­დე­ნად მი­ვეჩ­ვიე აქა­ურ გა­რე­მოს, თუ სა­ქარ­თვე­ლო რა­მეს შე­მომ­თა­ვა­ზებს ან ამე­რი­კა მე­ტყვის, რომ შე­გიძ­ლია წახ­ვი­დე, მომ­ზა­დე­ბა­ში და­ეხ­მა­რო, ცხა­დია სამ­ხედ­რო კუ­თხით, დავ­თან­ხმდე­ბი, მაგ­რამ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი ამე­რი­კა­ში მოხ­დე­ბა.

დე­დას­თან და დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად

- და­სას­რულს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც გკი­თხავთ, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში წა­ვი­კი­თხე, რომ ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე გინ­დათ გყავ­დეთ

- რამ­დენ ადა­მი­ანს შევ­ხვედ­რილ­ვარ სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის, მაგ­რამ არა­სო­დეს მი­ფიქ­რია ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბა. ვერ­ცერთ ეროვ­ნე­ბა­ში ვერ ვი­პო­ვე ისე­თი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო, რო­გო­რიც ქარ­თვე­ლებს აქვს. ისი­ნი ჩემი ქცე­ვე­ბით გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ბავ­შვო­ბა­ში მშობ­ლე­ბი გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მხო­ლოდ ქარ­თველ­თან შეგ­ვექ­მნა ოჯა­ხი, ალ­ბათ ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. ჩემი ძმა 5 წლის ასაკ­ში ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ამე­რი­კა­ში, და მის­თვის უკვე გა­საკ­ვი­რია ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბის ქცე­ვე­ბი. მე­ში­ნია, რომ ჩემი შვი­ლი აქეთ გა­იზ­რდე­ბა, ამი­ტომ მინ­და ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი მყავ­დეს. მარ­თა­ლია, ჯარ­ში აქ ვიმ­სა­ხუ­რებ, მაგ­რამ წლე­ბის შემ­დეგ ჩა­ვალ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჩემს შვილს იქ გავზრდი. შიში მაქვს იმის, რომ ჩემი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა არ იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი ან ქარ­თუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა არ ექ­ნე­ბა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა