ENews.Ge ახალი ამბები

Playboy-ის ცნობილი მოდელი უსახლკაროდ დარჩა

Playboy-ის ყოფილი მოდელი უსახლკაროდ დარჩა. მან საკუთარ სირთულეებსა და საცხოვრებლის ძიებაზე გამოცემა The Sun-ს ესაუბრა.


42 წლის ლუიზ გლოვერი 2024 წლის ბოლოს ქირის მკვეთრი გაზრდის გამო იძულებული გახდა კარავში გადასულიყო საცხოვრებლად. მანამდე, მოდელი, რომელიც ერთ დროს Playboy-ს დამფუძნებელ ჰიუ ჰეფნერთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობდა, პრესტიჟულ ვინდსორის რაიონში ოთახი ჰქონდა ნაქირავები, თუმცა 750 ფუნტი სტერლინგი მისთვის მიუწვდომელი თანხა აღმოჩნდა. ქუჩაში გადასვლის შემდეგ, გლოვერმა მალევე დაიწყო ონლაინ საქველმოქმედო აქცია, რათა იახტის შესაძენად 9, 000 ფუნტი სტერლინგი ) შეეგროვებინა. მას წყლის ტრანსპორტის საცხოვრებლად გამოყენება აქვს გადაწყვეტილი. გარდა ამისა, გლოვერმა აქტიურად დაიწყო სამუშაოს ძებნა.


image


„ბევრ ვაკანსიას გამოვეხმაურე და ვაგზავნი განაცხადებს და ვცდილობ, ვიპოვო, მაგრამ ეს ძალიან რთულია. „იმედი მაქვს, რომ ერთ ადგილზე დამკვიდრების შემდეგ პერსონალურ ვარჯიშსა და ძაღლების გასეირნებას დავუბრუნდები“, - ამბობს ის.


image



გლოვერმა კარიერა Playboy-ში 20 წლის ასაკში დაიწყო და გახდა პირველი ბრიტანელი ქალი, რომელიც წლის მოდელად დასახელდა. იმ დროს ის დროს ჰეფნერის სასახლეში ცნობილ ადამიანებთან ერთად დროს ატარებდა.


image


„ეს იყო საუკეთესო პერიოდი, თითქოს სხვა სამყარო. ყველაზე ცნობილ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა. „ჩვენ ოჯახივით ვიყავით“, ამბობს გლოვერი.


image


თუმცა, 27 წლის ასაკში მოდელს მკერდის გადიდების ოპერაციის შემდეგ სეფსისი დაემართა და ხუთი კვირა საავადმყოფოში გაატარა. ეს მისთვის ცვლილების სიგნალი გახდა. მან გადაწყვიტა შეეცვალა ცხოვრების წესი, დაეტოვებინა სასახლე და ფიტნესზე ფოკუსირება მოეხდინა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა