ცნობილ თურქ მსახიობებს პატიმრობა მიუსაჯეს - გამოძიების ცნობით, მათ აქციებთან დაკავშირებული მოვლენების გამოძიებისას პოლიციას ცრუ ჩვენება მისცეს
ცნობილი თურქი მსახიობები ჰალიტ ერგენჩი და რიზა კოჯაოღლუ, ასევე მათი მენეჯერი აიშე ბარიმი დამნაშავედ ცნეს სტამბოლში, გეზის პარკის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული მოვლენების გამოძიების ფარგლებში ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
- სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერგენჩს 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო კოჯაოღლუს - 1 წლით და 8 თვით.
თუმცა, სასჯელის აღსრულება გადავადებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ პირობებში შესაძლებელია ბრალდებულების მიმართ გადაწყვეტილების შეცვლა.
აღსანიშნავია, რომ ჰალიტ ერგენჩმა მთავარი როლები შეასრულა ისეთ პროექტებში, როგორიცაა "ათასი და ერთი ღამე", "დიდებული საუკუნე", "შენ ხარ ჩემი სამშობლო", "წითელი სტამბოლი", "ბაბილონი" და სხვა. 2015 წელს მან მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანში გადაღებულ რომანის "ალი და ნინო" ეკრანიზაციაში.
რიზა კოჯაოღლუ ცნობილია სერიალებში "ჩუქური", "ქუზეი გიუნეი" და "ნათელი ალი" შესრულებული როლებით. ის ასევე გადაიღეს ფილმებში "10 დღე კარგი ადამიანი", "10 დღე ცუდი ადამიანი" და "ხაფანგი".












