ENews.Ge ახალი ამბები

“არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა პუტინს, აბსოლუტურად გაგიჟდა! არ მომწონს ის, რასაც პუტინი აკეთებს“ - დონალდ ტრამპი



აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნით უკ­მა­ყო­ფი­ლოა. ინ­ფორ­მა­ცი­ას Sky News-ი ავ­რცე­ლებს.

ტრამ­პის თქმით, კრემ­ლის ხელ­მძღვა­ნელს დიდი ხა­ნია იც­ნობს, მაგ­რამ ახლა მას „რა­ღაც და­ე­მარ­თა“.

„არ ვიცი, რა ჯან­და­ბა და­ე­მარ­თა პუ­ტინს, მე მას დიდი ხა­ნია ვიც­ნობ. ყო­ველ­თვის კარ­გად ვუ­გებ­დი. მაგ­რამ ის ქა­ლა­ქებ­ში რა­კე­ტებს აგ­ზავ­ნის და ხალ­ხს კლავს და ეს არ მომ­წონს. არ მომ­წონს ის, რა­საც პუ­ტი­ნი აკე­თებს. ოდ­ნა­ვა­დაც კი არა. ის ხალ­ხს კლავს. ამ კაცს რა­ღაც და­ე­მარ­თა და ეს არ მომ­წონს“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

  • მისი თქმით, რუ­სე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას „აბ­სო­ლუ­ტუ­რად“ გა­ნი­ხი­ლავს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დო­ნალდ ტრამპმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ პუ­ტი­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­გიჟ­და.

„ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან, მაგ­რამ მას რა­ღაც და­ე­მარ­თა. ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­გიჟ­და! ის კლავს უამ­რავ ადა­მი­ანს და მე მხო­ლოდ ჯა­რის­კა­ცებ­ზე არ ვსა­უბ­რობ. უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებს, ყო­ველ­გვა­რი მი­ზე­ზის გა­რე­შე, რა­კე­ტებ­სა და დრო­ნე­ბი ეს­ვრი­ან“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

მისი თქმით, პუ­ტინს სურს არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის ნა­წი­ლი, არა­მედ მთე­ლი ქვე­ყა­ნა.

„ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ მას მთე­ლი უკ­რა­ი­ნა სურს და არა მხო­ლოდ მისი ნა­წი­ლი და შე­საძ­ლოა ეს სწო­რი აღ­მოჩ­ნდეს, მაგ­რამ თუ ასე მო­იქ­ცე­ვა, ეს რუ­სე­თის და­ცე­მამ­დე მივა! ანა­ლო­გი­უ­რად, პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკის არა­ნა­ი­რი სარ­გე­ბე­ლი არ მო­აქვს თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის ასე სა­უბ­რით. ყვე­ლა­ფე­რი, რაც მის პი­რი­დან ამო­დის, პრობ­ლე­მებს ქმნის, ეს არ მომ­წონს და ჯო­ბია შე­წყდეს. ეს არის ომი, რო­მე­ლიც არას­დროს და­ი­წყე­ბო­და, მე რომ პრე­ზი­დენ­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ეს არის ზე­ლენ­სკის, პუ­ტი­ნის და ბა­ი­დე­ნის ომი და არა „ტრამ­პის“, მე მხო­ლოდ ხელს ვუ­წყობ დიდი და სა­ში­ნე­ლი ცე­ცხლის ჩაქ­რო­ბას, რო­მე­ლიც არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბი­თა და სი­ძულ­ვი­ლით და­ი­წყო“, - და­წე­რა ტრამპმა.

წყარო: ambebi.ge

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა