უნგრეთში ტურისტული ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
უნგრეთში პოლონური სანომრე ნიშნების მქონე ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავტობუსი M3 ავტომაგისტრალზე ნიერედჰაზას მიმართულებით მოძრაობდა, შემდეგ კი გზიდან უეცრად თხრილში გადავიდა და გადაბრუნდა. უნგრეთის პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. ის დაკავებულია.
სამართალდამცველების ცნობით, ტურისტულ ავტობუსში 57 მგზავრი და 2 მძღოლი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე ადამიანმა დაზიანებები მიიღო.
ამჟამად ბორშოდ-აბაუი-ზემპლენის ოლქის პოლიცია ავარიის ადგილზე სამაშველო სამუშაოებს ახორციელებს და შემთხვევის გარემოებებს იძიებს.












