ENews.Ge ახალი ამბები

"ჩემს 19 წლის შვილს არცერთი მილიგრამი არაფერი თან არ ჰქონია და არც ჩაუტანია არსად..." - რას წერს ნარკოდანაშაულზე დაკავებული გოგოს დედა



1- ლ მარტს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბით სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 22 წლის ახალ­გაზ­რდა კაცი და­ი­ღუ­პა. მას­თან ერ­თად მყოფს კი ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა.

  • გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ორმა პირ­მა, ქალ­მა და მა­მა­კაც­მა შემ­დგომ­ში გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კებ­ში და­ფა­სო­ე­ბუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა მე­ტა­დო­ნი, სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მი­ი­ტა­ნეს და მდი­ნა­რის პი­რას ლო­კა­ცი­ებ­ზე გა­ნა­თავ­სეს, შემ­დეგ კი ნარ­კო­ტი­კი თა­ვა­დაც მო­იხ­მა­რეს. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა 22 წლის არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძეა, მას­თან ერ­თად მყო­ფი 19 წლის ანა გუ­და­ვა ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვი­ლი თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბარ­დუ­ბან­ში გარ­დაც­ვლი­ლის სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც ნარ­კო­ტი­კი თა­ვა­დაც მო­იხ­მა­რეს. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ახალ­გაზ­რდა კაცი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზე­დო­ზი­რე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

და­კა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნა აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის აწ უკვე ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, თა­მარ გუ­და­ვას ქა­ლიშ­ვი­ლია. მან თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე 5 მარტს გა­ნა­ცხა­და, მას მერე, რაც მომ­ხდა­რი გახ­მა­ურ­და. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი უკვე 2 მარტს იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

  • თა­მარ გუ­და­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს ავ­რცე­ლებს:

"ჩემო მე­გობ­რე­ბო, გან­საც­დე­ლით სავ­სე ურ­თუ­ლეს დღე­ებს გავ­დი­ვართ! უპირ­ვე­ლე­სად მინ­და უდი­დე­სი ტკი­ვი­ლით სამ­ძი­მა­რი გა­მოვ­ხა­ტო გარ­დაც­ვლი­ლი არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძის ოჯა­ხის მი­მართ…

მინ­და, დე­დას თა­ნა­ვუგ­რძნო და მისი მწუ­ხა­რე­ბა გა­ვი­ზი­ა­რო. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბო­და მეც ვყო­ფი­ლი­ყა­ვი... აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩვენ ერ­თად ვართ ამ ომში და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ანა­ნო ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩა, ამ ბრძო­ლა­ში ორი­ვე და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი ვართ! მინ­და უდი­დე­სი მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო ყვე­ლა თქვენ­გა­ნის მი­მართ, თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა და გვერ­დით დგო­მა, ჩემ­თვის ამ ძა­ლი­ან რთულ დღე­ებ­ში სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია! კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და ჩვენს ქა­ლაქ­ში გა­ცი­ლე­ბით დიდი და ბევ­რია სი­კე­თე, ძა­ლი­ან ცოტა - ბო­რო­ტე­ბა.

თქვენს ამ სიყ­ვა­რულს და მხარ­და­ჭე­რას მე აუ­ცი­ლებ­ლად და­გიბ­რუ­ნებთ! თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის წი­ნა­შე ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი თავს გა­გი­ზი­ა­როთ… რო­გორც დე­დას ერ­თა­დერ­თი რი­სიც მჯე­რო­და იყო ის, რაც ბრალ­დე­ბის მხა­რე­მაც და­ა­დას­ტუ­რა. გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ი­თაც, ჩემს 19 წლის შვილს არ­ცერ­თი მი­ლიგ­რა­მი არა­ფე­რი თან არ ჰქო­ნია და არ ჩა­უ­ტა­ნია არ­სად. ანა­ნომ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თვი­თო­ნაც ცუ­დად იყო, თა­ვად გა­მო­ი­ძა­ხა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პა­ჟი არ­ჩი­ლის­თვის და იმ დროს მას არ უფიქ­რია სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ რა­ი­მე საფრ­თხე­ებ­ზე. და­ნარ­ჩე­ნი დე­ტა­ლე­ბი იცის ბრალ­დე­ბის და დაც­ვის მხა­რემ და მე რო­გორც დე­დას, სა­სა­მარ­თლოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის იმე­დი მაქვს.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მთე­ლი ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ძი­ე­ბას და შექ­მნას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ბავ­შვი და ახალ­გაზ­რდა ჩარ­თუ­ლი­ყო კულ­ტუ­რის სფე­რო­ში. ამ გზით მინ­დო­და მათი ინ­ტე­რე­სე­ბის და ნი­ჭის მხარ­და­ჭე­რა.ამ გან­საც­დელ­მა და ტკი­ვილ­მა, ჩემ­თვის ახალ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­გორც დე­დას სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ახა­ლი ფუნ­ქცია და­მა­კის­რა. ჩემი და ჩემი შვი­ლის ამ ტკი­ვი­ლი­ან მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მე დღე­ი­დან ვი­სა­უბ­რებ ღიად ყველ­გან, ბავ­შვებ­თან და ახალ­გაზ­რდებ­თან, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბა­ში ბევ­რი ცდუ­ნე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან. მჯე­რა, რომ სწო­რედ კონ­კრე­ტულ მა­გა­ლი­თებ­ზე მუდ­მი­ვი და პი­რის­პირ სა­უბ­რე­ბით შევ­ძლებთ და­ვიც­ვათ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ამ ბო­რო­ტი სე­ნის­გან. ახლა სი­მარ­თლის დად­გე­ნის მო­ლო­დინ­ში მე ჩემს შვილს ყვე­ლა­ზე მე­ტად ვჭირ­დე­ბი...

დედა ვარ და მას ამ სენ­თან ბრძო­ლა­ში ბო­ლომ­დე გავ­ყვე­ბი…ზო­გი­ერ­თი ახლა ნო­დარ დუმ­ბა­ძის “თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი­დან” ნა­კა­ში­ძის დე­დას რომ ეუბ­ნე­ბი­ან იმ სი­ტყვებს მე­ტყვის: "პირ­ვე­ლად ვხე­დავ სა­კუ­თა­რი შვი­ლის სი­მარ­თლე­ში ასე და­ჯე­რე­ბულ დე­დას".

მეც ნა­კა­ში­ძის დე­და­სა­ვით ვუ­პა­სუ­ხებ:

“ჩემი შვი­ლი მო­ნას­ტრის კე­დელ­ზე მო­ხა­ტუ­ლი ფრეს­კა არ არის, რომ მხო­ლოდ ერთი მხრი­დან უყუ­როთ, ან სა­ღე­ბა­ვი გა­და­უს­ვათ, წა­შა­ლოთ და ზედ ახა­ლი ფრეს­კა და­ხა­ტოთ...“ახლა და­უ­ჯე­რე­ბელ რე­ა­ლო­ბა­ში ახა­ლი და და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი ძა­ლით მი­წევს ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა! ამას მხო­ლოდ თქვენ­თან ერ­თად შევ­ძლებ!" - წერს თა­მარ გუ­და­ვა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა