ENews.Ge ახალი ამბები

ჩიას მიღების წესები - რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა?

ბოლო წლებ­ში ჩიას თეს­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ჯან­სა­ღი კვე­ბის მიმ­დევ­რებს შო­რის. ჩია მდი­და­რია საკ­ვე­ბი ბოჭ­კო უჯრე­დი­სით, ომე­გა-3 ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბით, ცი­ლე­ბით და ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბით.

ჩიას თეს­ლის შე­სა­ხებ მრა­ვა­ლი კვლე­ვა არ­სე­ბობს, მათ­გან ერთ-ერ­თმა, რო­მე­ლიც 2012 წელს Journal of Nutrition-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, აჩ­ვე­ნა, რომ ჩიას თესლში არ­სე­ბუ­ლი ომე­გა-3 ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბი ხელს უწყობს ქო­ლეს­ტე­რი­ნის შემ­ცი­რე­ბას, რაც ამ­ცი­რებს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს. 2017 წლის კვლე­ვამ (European Journal of Clinical Nutrition) კი აჩ­ვე­ნა, რომ ჩიას თეს­ლი ანე­ლებს ნახ­შირ­წყლე­ბის შე­წო­ვას, რაც ხელს უწყობს სის­ხლში შაქ­რის დო­ნის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას და შე­იძ­ლე­ბა სა­სარ­გებ­ლო იყოს შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

ჩიას ყვე­ლა­ზე ხში­რად იყე­ნე­ბენ ასე­ვე წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად. კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ რომ ჩიას თეს­ლის რე­გუ­ლა­რუ­ლი მოხ­მა­რე­ბა ზრდის საკ­ვე­ბის მო­ნე­ლე­ბის პრო­ცესს და ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას (მე­ტა­ბო­ლიზმს). თუმ­ცა, გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა მი­ღე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს შე­ბე­რი­ლო­ბა ან ყაბ­ზო­ბა.

დიახ, კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ჩიას თეს­ლი უამ­რა­ვი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ ზო­მი­ე­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ასე­ვე სწო­რად უნდა გან­ვსა­ზღვროთ დო­ზე­ბი, სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში. ჩვენს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ ლაშა უჩა­ვას და­ვუ­კავ­შირ­დით. მას­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლეთ, ჩიას მი­ღე­ბის წე­სებს, ვის შე­უძ­ლია მისი მი­ღე­ბა, რა სარ­გე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ტა­ნოს ორ­გა­ნიზმს და რა რის­კე­ბი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ?

ლაშა უჩა­ვა:

- ჩიას თეს­ლი ნამ­დვი­ლად სა­სარ­გებ­ლო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტია ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის, რად­გან ის შე­იც­ვას მთელ რიგ ვი­ტა­მი­ნებ­სა და მი­ნე­რა­ლებს: ომე­გა 3 ცხი­მო­ვან მჟა­ვებს, რა­ზეც გა­სუ­ლი თვე­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ნამ­დვი­ლად დიდი სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნია გულ-სის­ხლძარ­ღვთა და იმუ­ნუ­რი სის­ტე­მე­ბის­თვის. ჩია ასე­ვე შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით უჯრე­დისს, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის, მიკროფ­ლო­რის გა­ჯან­სა­ღე­ბის­თვის, ტვი­ნის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სა და იმუ­ნუ­რი სის­ტე­მე­ბის­თვის, რად­გან ჩი­ა­ში შე­მა­ვა­ლი ბოჭ­კო კვე­ბავს მიკროფ­ლო­რას.

გარ­და ამი­სა, ჩია შე­ი­ცავს მთრთი­ლავ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რო­მელ­საც ჩვენ ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბის სა­ხე­ლით ვიც­ნობთ, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ჯან­სა­ღი უჯრე­დე­ბის დაც­ვას მავ­ნე ორ­გა­ნიზ­მე­ბის­გან. ასე­ვე შე­ი­ცავს კალცს, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია რო­გორც ძვლო­ვა­ნი, ასე­ვე თმა, კა­ნი­სა და ფრჩხი­ლის სტრუქ­ტუ­რის­თვის. ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ჩიას სძენს იმ სა­სარ­გებ­ლო ნი­შან-თვი­სე­ბებს, რის გა­მოც იმ­სა­ხუ­რებს, რომ ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში ჩავ­სვათ.

- რაც შე­ხე­ბა წო­ნა­ში კლე­ბას, ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ დი­ე­ტე­ბის დროს...

- რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ ჩი­ა­ში არ­სე­ბულ ვი­ტა­მი­ნებ­სა და მი­ნე­რა­ლებ­ზე, ასე­ვე ბოჭ­კო­ზე, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზმს საკ­ვე­ბის შე­წო­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა, რა თქმა უნდა, მე­ტა­ბო­ლიზ­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ხარ­ჯზე წო­ნის კო­რექ­ცია ხდე­ბა. ასე­ვე ჩიას გა­აჩ­ნია უნა­რი შექ­მნას კუ­ჭ­სავ­სე­ო­ბის შეგ­რძნე­ბა, რად­გან კუჭ­ში ჩია ჯირ­ჯვდე­ბა, ფუვ­დე­ბა და ხდე­ბა და­ნაყ­რე­ბის შეგ­რძნე­ბა, რის ხარ­ჯზეც ადა­მი­ა­ნი ნაკ­ლებ საკ­ვებს მი­ირ­თმევს.

- ბა­ტო­ნო ლაშა, რა სა­ხით უნდა მი­ვი­ღოთ ჩია?

- ამას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ იო­გურ­ტში, სმუ­ზებ­ში, მი­ვირ­თვათ ჩიას პუ­დინ­გი. მო­ვა­ყა­როთ ნე­ბის­მი­ერ სა­ლათ­სა თუ კერძს. გა­მო­ვი­ყე­ნოთ დე­სერ­ტებ­ში. ნე­ბის­მი­ე­რი მსგავ­სი ტი­პით მი­ღე­ბუ­ლი ჩია უზ­რუნ­ველ­ყოფს იმ და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბას რა­ზეც ვი­სა­უბ­რეთ.

- დღი­ურ დო­ზებს თუ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა.

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ 1-2 სუფ­რის კოვ­ზი, მე­ტის მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის. იმი­ტომ არა, რომ უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს, უბ­რა­ლოდ, შე­საძ­ლე­ბე­ლი გარ­კვე­უ­ლი დის­კომ­ფორ­ტი მა­ინც გა­მო­იწ­ვი­ოს. შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ ასე­ვე ყო­ველ­დღი­უ­რად.

- რამ­დე­ნად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ბავ­შვე­ბი­სა და ორ­სუ­ლე­ბის­თვის?

- წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბას არ წარ­მო­ად­გენს, რო­გორც ბავ­შვე­ბის­თვის, ასე­ვე ორ­სუ­ლე­ბის­თვის. პი­რი­ქით, ნა­ყო­ფის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით დიდ როლს ას­რუ­ლებს გო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, კბი­ლე­ბის, ძვლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ასე­ვე ჩია ენერ­გი­ის წყა­როა, მი­უ­ხე­და­ვად მისი ამ­დე­ნი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი­სა, ის შე­ი­ცავს ნახ­შირ­წყლებს, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი ენერ­გი­ის წყა­როს შექ­მნას. ეს კი რაც ბავ­შვთა ასაკ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მაქ­სი­მუმ ერთი სუფ­რის კოვ­ზი.

- არ­სე­ბობს და­ა­ვა­დე­ბა ან მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც ჩიას მი­ღე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია?

- არა, ასე­თი გაფრ­თხი­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, თუ არ ჩავ­თვლით ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ებს, რაც შე­იძ­ლე­ბა ჩიას შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი რო­მე­ლი­მე კომ­პო­ნენ­ტის მი­მართ ჰქონ­დეს ადა­მი­ანს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა