ENews.Ge ახალი ამბები

"მთელი ეს გლამურული პროცედურები საერთოდ არ მსიამოვნებს" - 56 წლის პამელა ანდერსონის მორიგი ფოტოსესია უმაკიაჟოდ



პა­მე­ლა ან­დერ­სონს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის­თვის მა­კი­ა­ჟი სუ­ლაც არ სჭირ­დე­ბა. 56 წლის მსა­ხი­ობ­მა კი­დევ ერთხელ გა­და­წყვი­ტა თა­ვი­სი ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზის გა­მო­ჩე­ნა და ამ­ჯე­რად CR Fashion Book-სთვის გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ში იპო­ზი­ო­რა.

  • ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ებ­ში პა­მე­ლას Attico-ს გამჭვირ­ვა­ლე კოს­ტი­უ­მი და Schiaparelli- ს ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი ეცვა. ფო­ტო­სე­სი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მან Balenciaga-ს კა­ბა­სა და Prada-ს სა­მოს­შიც იპო­ზი­ო­რა.

გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას Playboy-ს ყო­ფილ­მა მო­დელ­მა 2023 წლის ოქ­ტომ­ბრის პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­ულ­ზე ბუ­ნებ­რი­ვი ვი­ზუ­ა­ლით პირ­ვე­ლად გა­მო­ჩე­ნა­ზეც ისა­უბ­რა. რო­გორც ან­დერ­სო­ნი ჰყვე­ბა, ბევ­რმა ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკი­თხა, უმა­კი­ა­ჟოდ თავს არა­კომ­ფორ­ტუ­ლად ან და­უც­ვე­ლად ხომ არ გრძნობ­და: "ვფიქ­რობ, რომ ეს ჩემ­თვის გა­ვა­კე­თე. ჩემს თავს ვე­კი­თხე­ბო­დი, შე­მეძ­ლო თუ არა სახ­ლი­დან ასე­თი ვი­ზუ­ა­ლით გას­ვლა. სა­კუ­თარ კან­ში თავს მშვე­ნივ­რად ვგრძნობ. თან მთე­ლი გლა­მუ­რუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და თა­მა­ში სა­ერ­თოდ არ მე­ხა­ლი­სე­ბო­და."

პა­მე­ლა ამ­ბობს, რომ სი­ლა­მა­ზის სტან­დარ­ტე­ბის შეც­ვლა სურს. რო­გორც გა­მო­ცე­მას­თან ჰყვე­ბა, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­ნე­ჯე­რე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად აცხა­დებ­დნენ, რომ მას ვი­ზა­ჟის­ტე­ბის და სტი­ლის­ტე­ბის გუნ­დი სჭირ­დე­ბო­და. პა­მე­ლას თქმით, კრი­ტი­კამ კი­დევ უფრო უბიძ­გა, რომ მო­დის კვი­რე­ულ­ზე ბუ­ნებ­რი­ვი იმი­ჯით წა­სუ­ლი­ყო: "ვთქვი, რომ მა­კი­აჟს სა­ერ­თოდ არ გა­ვი­კე­თებ­დი და ასეც მო­ვი­ქე­ცი. თავს თა­ვი­სუფ­ლად ვგრძნობ­დი".

მას შემ­დეგ ან­დერ­სო­ნი სამ­ზა­დის­ში რამ­დე­ნი­მე სა­ათს აღარ ხარ­ჯავს და თა­ვის ბუ­ნებ­რივ გა­რეგ­ნო­ბას უფრო მე­ტად აფა­სებს:

"ამ ინ­დუსტრი­ა­ში ნა­ხე­ვარ ცხოვ­რე­ბას ვი­ზა­ჟის­ტე­ბის სკამ­ზე ვა­ტა­რებთ. ბევ­რი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გო­ბა­რი მყავს, რომ­ლე­ბიც ვი­ზა­ჟის­ტე­ბი და სტი­ლის­ტე­ბი არი­ან. ისი­ნი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ისე გა­მო­დის, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ვკარ­გავთ ჩვენს თავს".

წყა­რო: pagesix

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა