ENews.Ge ახალი ამბები

“მუსიკოსი ვიყავი… რაღაც კრიზისი დამიდგა, ცხოვრების აზრი დამეკარგა” – როგორ მივიდა ღმერთამდე: პატრიარქად არჩეული, შიო მუჯირის 2000 წლის ინტერვიუ, რომელიც მას სულ სხვაგვარად დაგანახებთ



ეს არის მე­უ­ფე შიო მუ­ჯი­რის ერ­თა­დერ­თი ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ, რო­მელ­მაც ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია. ჩა­ნა­წე­რი 2000 წლით თა­რიღ­დე­ბა და ის სა­ქარ­თვე­ლოს რა­დი­ოს ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში “პორ­ტრე­ტი 3/4“ გა­ვი­და. იმ­ჟა­მინ­დე­ლი იღუ­მე­ნი, 31 წლის შიო მუ­ჯი­რი, ნა­რი­ყა­ლას წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი იყო. გა­და­ცე­მის ავ­ტო­რი თა­მარ კიკ­ვი­ძეა, ხოლო მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა და ხმის რე­ჟი­სურა მეგი მაღ­ლა­ფე­რი­ძეს ეკუთ­ვნის.
ბევ­რი წლის შემ­დეგ, ავ­ტო­რი ამ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რის ის­ტო­რი­ა­სა და იმ წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­მა პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრემ მას­ზე და­ტო­ვა:
“მა­შინ გა­და­ცე­მის­თვის ვე­ძებ­დი ახალ­გაზ­რდებს, ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლებს და, რაც მთა­ვა­რია, “დი­მიტ­რი გე­ლო­ვა­ნებს“. ჰოდა, აი, ასე მი­ვა­გე­ნი იღუ­მენ შიოს. სულ მომ­ყვე­ბო­და და მახ­სოვ­და მის­გან ღვთის ში­შის ახ­სნა, მისი გულ­წრფე­ლო­ბა, მისი “მა­მაო ჩვე­ნოს“ თქმა.
გა­და­ცე­მა რომ და­ვი­წყეთ, პი­რის­პირ ვის­ხე­დით. ლოც­ვა რომ და­ი­წყო, მახ­სოვს, რო­გორ გას­წია სკა­მი, ადგა და ამ ერთი ლოც­ვით თით­ქოს მთე­ლი წირ­ვა ჩა­ა­ტა­რა ჩემს თვალ­წინ… აღარ მახ­სოვ­და და დღეს სი­ხა­რუ­ლით ვუს­მენ, რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნა ბო­ლოს, რომ სიყ­ვა­რუ­ლი ყველ­გა­ნაა. დღეს მჯე­რა, რომ ეს ჩა­ნა­წე­რი შემ­თხვე­ვით არ გა­მი­კე­თე­ბია”.
შიო მუ­ჯი­რი:
– მე ესე ვფიქ­რობ, ესე ვცდი­ლობ, რომ ვი­ცხოვ­რო: რომ ყო­ველ­თვის მახ­სოვ­დეს ღმერ­თის სიყ­ვა­რუ­ლი და ყო­ველ­თვის ვე­ცა­დო, რომ ღვთის ნება შე­ვას­რუ­ლო შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად. ხან გა­მოგ­დის, ხან არა; ხან ვცო­დავთ, ხან გვეშ­ლე­ბა, მაგ­რამ, პრინ­ციპ­ში, აქეთ უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი, იმი­ტომ რომ ეს არის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის. ამის­თვის შექ­მნა ღმერ­თმა ადა­მი­ა­ნი – რომ იყოს ერ­თო­ბა ღმერ­თის და ადა­მი­ა­ნის.
08:37 / 12-05-2026
“მუსიკოსი ვიყავი… რაღაც კრიზისი დამიდგა, ცხოვრების აზრი დამეკარგა” – როგორ მივიდა ღმერთამდე: პატრიარქად არჩეული, შიო მუჯირის 2000 წლის ინტერვიუ, რომელიც მას სულ სხვაგვარად დაგანახებთ
ეს არის მე­უ­ფე შიო მუ­ჯი­რის ერ­თა­დერ­თი ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ, რო­მელ­მაც ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია. ჩა­ნა­წე­რი 2000 წლით თა­რიღ­დე­ბა და ის სა­ქარ­თვე­ლოს რა­დი­ოს ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში “პორ­ტრე­ტი 3/4“ გა­ვი­და. იმ­ჟა­მინ­დე­ლი იღუ­მე­ნი, 31 წლის შიო მუ­ჯი­რი, ნა­რი­ყა­ლას წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი იყო. გა­და­ცე­მის ავ­ტო­რი თა­მარ კიკ­ვი­ძეა, ხოლო მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა და ხმის რე­ჟი­სურა მეგი მაღ­ლა­ფე­რი­ძეს ეკუთ­ვნის.
ბევ­რი წლის შემ­დეგ, ავ­ტო­რი ამ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რის ის­ტო­რი­ა­სა და იმ წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­მა პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრემ მას­ზე და­ტო­ვა:
“მა­შინ გა­და­ცე­მის­თვის ვე­ძებ­დი ახალ­გაზ­რდებს, ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლებს და, რაც მთა­ვა­რია, “დი­მიტ­რი გე­ლო­ვა­ნებს“. ჰოდა, აი, ასე მი­ვა­გე­ნი იღუ­მენ შიოს. სულ მომ­ყვე­ბო­და და მახ­სოვ­და მის­გან ღვთის ში­შის ახ­სნა, მისი გულ­წრფე­ლო­ბა, მისი “მა­მაო ჩვე­ნოს“ თქმა.
გა­და­ცე­მა რომ და­ვი­წყეთ, პი­რის­პირ ვის­ხე­დით. ლოც­ვა რომ და­ი­წყო, მახ­სოვს, რო­გორ გას­წია სკა­მი, ადგა და ამ ერთი ლოც­ვით თით­ქოს მთე­ლი წირ­ვა ჩა­ა­ტა­რა ჩემს თვალ­წინ… აღარ მახ­სოვ­და და დღეს სი­ხა­რუ­ლით ვუს­მენ, რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნა ბო­ლოს, რომ სიყ­ვა­რუ­ლი ყველ­გა­ნაა. დღეს მჯე­რა, რომ ეს ჩა­ნა­წე­რი შემ­თხვე­ვით არ გა­მი­კე­თე­ბია”.
შიო მუ­ჯი­რი:
– მე ესე ვფიქ­რობ, ესე ვცდი­ლობ, რომ ვი­ცხოვ­რო: რომ ყო­ველ­თვის მახ­სოვ­დეს ღმერ­თის სიყ­ვა­რუ­ლი და ყო­ველ­თვის ვე­ცა­დო, რომ ღვთის ნება შე­ვას­რუ­ლო შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად. ხან გა­მოგ­დის, ხან არა; ხან ვცო­დავთ, ხან გვეშ­ლე­ბა, მაგ­რამ, პრინ­ციპ­ში, აქეთ უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი, იმი­ტომ რომ ეს არის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის. ამის­თვის შექ­მნა ღმერ­თმა ადა­მი­ა­ნი – რომ იყოს ერ­თო­ბა ღმერ­თის და ადა­მი­ა­ნის.
სა­ერ­თოდ, ყვე­ლა საქ­მე­ში ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა ღმერ­თის შე­წევ­ნა, ღმერ­თის დახ­მა­რე­ბა, იმი­ტომ, რომ აი, ქრის­ტე ამ­ბობს, რომ ჩემს გა­რე­შე ვე­რა­ფერს ვერ გა­ა­კე­თებთ – სი­კე­თეს. ღმერ­თი თა­ვად არის წყა­რო სი­კე­თის და ღმერ­თის გა­რე­შე ჩვენ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან ყო­ვე­ლი საქ­მის გა­კე­თე­ბა და ამი­ტომ სა­ჭი­როა ლოც­ვა. ძა­ლი­ან უბ­რა­ლოდ, აი, მა­მე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ რო­გორც მა­მას, ისე უნდა მი­მარ­თო ღმერ­თსო: “და­მეხ­მა­რე, ღმერ­თო, ამ საქ­მე­ში“, შე­იძ­ლე­ბა “მა­მაო ჩვე­ნო“ წა­ვი­კი­თხოთ, ღვთის­მშო­ბელს მივ­მარ­თოთ, ყვე­ლა წმინ­დას. მცი­რე­დი ლოც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.
– კაც­მა რო­გორ უნდა იცხოვ­რო?
– ალ­ბათ, ცხოვ­რე­ბის აზრი უნდა იპო­ვო – აი, რა არის შენი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, რა გინ­და. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი სიბ­რძნე არის, რომ შენი პი­როვ­ნე­ბა, შენი თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება და­უ­კავ­ში­რო ღვთის ნე­ბას, და­უ­მორ­ჩი­ლო ღმერ­თს, მის­დიო და იცხოვ­რო სა­ხა­რე­ბის მცნე­ბე­ბით, ქრის­ტეს მცნე­ბე­ბით, იმი­ტომ რომ ქრის­ტე არის გზა ცხო­ნე­ბის­კენ.
ქრის­ტე ამ­ბობს, რომ სა­სუ­ფე­ვე­ლი ცათა იი­ძუ­ლე­ბის. ესე იგი, გარ­კვე­ულ­წი­ლად, როცა მო­ი­აზ­რებ ამ სა­ჭი­რო­ე­ბას, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ გა­და­ლა­ხო რა­ღა­ცა სურ­ვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.
– რა უნდა გახ­სოვ­დეს ყო­ველ­თვის?
– უნდა გახ­სოვ­დეს, რომ ღმერ­თს უყ­ვარს ადა­მი­ა­ნი. სამ­წუ­ხა­როდ, იცით, ხში­რად გვა­ვი­წყდე­ბა ჩვენ ეს და გვგო­ნია, რომ ღმერ­თი სჯის ადა­მი­ანს – აი, ვთქვათ, ცოდ­ვე­ბის გუ­ლის­თვის უშუ­ა­ლოდ ღმერ­თი სჯის. ან­ტო­ნი დიდი, ღირ­სი მამა, ამ­ბობს ესეთ რა­მეს: ღმერ­თი კი არ გვსჯის ჩვენ, არა­მედ ჩვენ თვი­თონ, რო­დე­საც არას­წო­რად ვცხოვ­რობთ, არას­წო­რად ვაზ­როვ­ნებთ, ჩვენ თვი­თონ ვის­ჯე­ბით არას­წორ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით და ის ამ­ბობს, რომ ღმერ­თი არის უც­ვა­ლე­ბე­ლი, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ღმერ­თი შე­იც­ვა­ლოს, ან გაბ­რაზ­დეს, მერე მო­წყა­ლე გახ­დეს. ყო­ვე­ლი ჩვე­ნი… რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნიც არის ქვე­ყა­ნა­ზე იმ­დე­ნი რომ ღმერ­თი იც­ვლი­დეს თა­ვის, ესე ვთქვათ, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, და ეს არის შე­უძ­ლე­ბე­ლი – რომ ჩვე­ნი კარ­გი და ცუდი ქცე­ვის გამო ღმერ­თი იყოს ცუ­დად ან კარ­გად.
მამა ან­ტო­ნი დიდი ამ­ბობს, რომ ღმერ­თი არის ყო­ველ­თვის სიყ­ვა­რუ­ლი, ყო­ველ­თვის ვუყ­ვარ­ვართ ჩვენ ღმერ­თს. ეს ძა­ლი­ან დიდ სტი­მულს აძ­ლევს ადა­მი­ანს. ეს უნდა გვახ­სოვ­დეს: ღმერ­თი არის სიყ­ვა­რუ­ლი. სულ ვუყ­ვარ­ვართ ჩვენ ყვე­ლა­ნი და საკ­მა­რი­სია ჩვენ მოვტრი­ალ­დეთ, სი­ნა­ნუ­ლი გა­მოვ­თქვათ, და­ვი­ნა­ხოთ ჩვე­ნი ცოდ­ვე­ბი, მი­ვი­დეთ რო­გორც მა­მას­თან – რო­გორც სა­ხა­რე­ბა­შია, ხომ, უძღე­ბი შვი­ლის იგა­ვი გახ­სოვთ? ღმერ­თს ვუყ­ვარ­ვართ ჩვენ ყო­ველ­თვის და მა­შინ გვწყა­ლობს და შეგ­ვი­წყა­ლებს.
– აღ­მო­ვა­ჩენ, რომ დამ­ნა­შა­ვე ვარ მე თვი­თონ. მაგ­რამ და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბით ცხოვ­რე­ბა…
– რო­გორ გი­თხრათ, ეს არის სხვა რა­ღა­ცაა. ცოტა სხვა­ნა­ი­რი გრძნო­ბა… ჩვე­ნი გა­გე­ბით და­ნა­შა­უ­ლის შეგ­რძნე­ბა ცოტა სხვა არის და სი­ნა­ნუ­ლი არის სულ კი­დევ სხვა რამე. ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ღვთის შიში, ალ­ბათ გა­გი­გი­ათ, ხომ? აი, წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ამ­ბობს, რომ და­სა­ბა­მი სიბ­რძნი­სა არის ღვთის შიში. და ეს სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბა რა არის, იცით? აი, იგი­ვე ეს ღვთის შიში:
წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ შენ გყავს ვინ­მე ადა­მი­ა­ნი ახ­ლო­ბე­ლი, და­ვუშ­ვათ დედა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­ხართ თქვენ, რო­მე­ლიც გა­და­ყო­ლი­ლია და რო­მე­ლიც მზად არის მთე­ლი სი­ცო­ცხლე შენ­თვის დათ­მოს. შენ ხომ გიჩ­ნდე­ბა შიში იმი­სა, რომ აწყე­ნი­ნო მას შენი ქცე­ვით? ეს სიწ­მინ­დე, აი ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სი­ნა­ტი­ფე და სიწ­მინ­დე შე­უ­რა­ცხყო შენი უხე­ში ქცე­ვით, რომ აწყე­ნი­ნო, არას­წო­რად მო­ექ­ცე, უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ და ასე შემ­დეგ.
აი, ზუს­ტად იგი­ვეა ეს. ესე იგი, ღმერ­თს იმ­დე­ნად ვუყ­ვარ­ვართ ჩვენ და იმ­დე­ნად ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვცა და ყვე­ლა­ფერს გვაძ­ლევს, გეს­მით, რომ აი ეს სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია არა იმას­თან, რომ მე სა­კუ­თარ თავს ვით­რგუ­ნავ და ცუ­და­და ვარ ამი­ტომ და რა­ღაც ტვირ­თია, არა­მედ, პი­რი­ქით – ეს არის შიში იმი­სა, რომ მე შე­უ­რა­ცხყა­ვი ეს დიდი სიწ­მინ­დე, ეს სიყ­ვა­რუ­ლი ჩემი ქცე­ვით… აი, ეს შეგ­რძნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­სა­ღია და პი­რი­ქით, ათა­ვი­სუფ­ლებს ადა­მი­ანს.
– რა არ იკარ­გე­ბა?
– არ იკარ­გე­ბა, რაც მა­რა­დი­უ­ლია. სიყ­ვა­რუ­ლი, მე­გობ­რო­ბა, სიბ­რძნე, სიმ­დაბ­ლე.
– რას არ უნდა აა­რი­დოს კაც­მა თავი?
– სა­კუ­თარ თავ­ში სი­მარ­თლის ძი­ე­ბას არ უნდა აა­რი­დო. ესე იგი, არ უნდა გა­ი­მარ­თლო ყო­ველ­თვის თავი, მე ესე მგო­ნია. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი შორ­დე­ბა ღმერ­თს, არ პა­სუ­ხობს ღმერ­თს სიყ­ვა­რუ­ლით სიყ­ვა­რულ­ზე, ის სუ­ლი­ე­რად კვდე­ბა.
– თქვენ თვი­თონ რა ფიქ­რით იწყებთ ყო­ველ დღეს?
– სხვა­დას­ხვა ფიქ­რე­ბი მო­დის დი­ლი­დან. მე ვცდი­ლობ, რომ ყო­ველ­თვის მო­ვიკ­რი­ბო ჩემი გო­ნე­ბა ღმერ­თის­კენ, მად­ლო­ბა ვუ­თხრა ღმერ­თს ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის, ვიყო მად­ლი­ე­რი, ვე­ცა­დო, რომ ვიყო თავ­მდა­ბა­ლი. ნუ, ვე­ცა­დო, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში – ეს ამ მცდე­ლო­ბა­საც იწი­რავს ღმერ­თი.
– რო­გორ მოხ­ვე­დით და რა­ტომ მოხ­ვე­დით ეკ­ლე­სი­ა­ში?
– მე ვსწავ­ლობ­დი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, მუ­სი­კო­სი ვი­ყა­ვი და ისე მოხ­და, რომ ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც კრი­ზი­სი და­მიდ­გა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი – აი, რა­ღაც ცხოვ­რე­ბის აზრი და­მე­კარ­გა, ვერ ვპო­უ­ლობ­დი. უმ­თავ­რეს­მა რამ გა­ნა­პი­რო­ბა: და­ვი­ნა­ხე მე, რომ ერ­თა­დერ­თი გზა სუ­ლის გა­დარ­ჩე­ნის არის ქრის­ტე. შენ რაც არ უნდა ნი­ჭი­ე­რი იყო, რაც არ უნდა დიდი იყო და ძლი­ე­რი და მო­წო­დე­ბუ­ლი, ესე იგი, ეს სუ­ლის გა­დამ­რჩე­ნი გზა სუ­ლის გა­დარ­ჩე­ნის არის ქრის­ტე: “მე ვარ კარი“ და “მე ვარ ჭეშ­მა­რი­ტი“. და­ნარ­ჩე­ნი, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის გა­ტა­ცე­ბა, ნიჭი, ეს ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­ლექ­ტის და მისი ცხოვ­რე­ბის ამ­ბა­ვია, მაგ­რამ თა­ვის­თა­ვად ეს ყვე­ლა­ფე­რი ვერ აცხო­ნებს, გეს­მით? აი, ეს არის, აი ამის თქმა მინ­დო­და და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში იმის თქმა არა, რომ მე მინ­და და­ვამ­ცი­რო რა­ღაც­ნა­ი­რად, ვთქვათ, ის სპე­ცი­ა­ლო­ბა, რომ­ლი­თაც მე ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი მა­ნამ­დე. პი­რი­ქით, და არ­ცთუ ისე ცუდი მიღ­წე­ვე­ბი მა­შინ, საკ­მა­ოდ კარ­გად ვგრძნობ­დი თავს იმ სფე­რო­ში.
– აი, რა გა­გი­ჭირ­დათ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში და რა გა­გი­ად­ვილ­დათ?
– ად­ვი­ლი იყო ის, რომ მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად სავ­სედ ვგრძნობ­დი თავს. გა­მი­ად­ვი­ლა მე ეს ყვე­ლა­ფე­რი, ჯერ ერთი, იმ გა­ო­ცე­ბამ, რაც მე შე­ვიგ­რძე­ნი, რო­დე­საც გა­ვე­ცა­ნი ამ მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბას უფრო ღრმად, და აბ­სო­ლუ­ტურ­მა სი­სავ­სის გრძნო­ბამ – რომ მე მი­ვი­ღე ის, რაც მინ­დო­და. და დღემ­დე ვარ ასე, გეს­მით? ერთი წამი არ ვნა­ნობ იმა­ზე, რომ შევ­ცვა­ლე ჩემი ცხოვ­რე­ბა ასე, და პი­რი­ქით, სულ მად­ლო­ბე­ლი ვარ. სულ ახალს და ახალს ვპო­უ­ლობ და ღმერ­თი მეხ­მა­რე­ბა ამ მხრივ.
– ძა­ლი­ან დიდი ბო­დი­ში რომ გე­კი­თხე­ბით, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ ამა­ში?
– რა თქმა უნდა. ეს ჩანს სა­ი­დან, იცი? ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბი­დან, რო­დე­საც გი­ხა­რია ამის კე­თე­ბა, რო­დე­საც ბუ­ნებ­რი­ვად გრძნობ, რო­დე­საც გა­ინ­ტე­რე­სებს. და­ვი­ნა­ხე მე, რომ შე­იძ­ლე­ბა აი ეს უშიშ­რო­ბა მო­ი­პო­ვო, რო­დე­საც ღმერ­თის იმე­დი გექ­ნე­ბა.
– უი­მე­დო­ბა­ში ხარ კაცი ჩა­ვარ­დნი­ლი. რო­გორ უნდა მო­ი­პო­ვო ეს იმე­დი?
– ძა­ლი­ან რთუ­ლია ეს. კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ზეა, იცი, ზოგ­ჯერ ვის რა აქვს…
– თქვენ არ გქო­ნი­ათ?
– რო­გორ არ მქო­ნია, რა თქმა უნდა მქო­ნია. ერ­თა­დერ­თი ღმერ­თმა მიშ­ვე­ლა ის, რომ ღმერ­თთან მი­ვე­დი. უნდა და­ი­ნა­ხოს ადა­მი­ან­მა, რას სცო­დავს, რა არის მისი შეც­დო­მა, რის გა­მოა ესე. უი­მე­დო­ბა რა არის? ეს არის მად­ლის და­კარ­გვა, რო­დე­საც ღმერ­თი აღარ ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს. უფრო სწო­რად, ღმერ­თს რომ გა­ნე­შო­რე­ბა ადა­მი­ა­ნი, მად­ლი გა­ნე­შო­რე­ბა ადა­მი­ანს და ეს უმად­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა, ეს დეპ­რე­სია – ეს არის სა­ში­ნე­ლე­ბა. ხში­რად არის, რომ აი, ცხოვ­რე­ბის აზრს ვერ პო­უ­ლო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი. ათა­სი მი­ზე­ზე­ბია და ადა­მი­ან­მა უნდა და­ი­ნა­ხოს ეს და სა­კუ­თარ თავს და­აკ­ვირ­დეს: რა ეშ­ლე­ბა, რას სცო­დავს და ცდი­ლობს… ეცა­დოს გა­მო­ას­წო­როს. ყო­ველ­თვის მებ­რძო­ლი უნდა იყოს, ყო­ველ­თვის მო­მარ­თუ­ლი უნდა იყოს და­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის­კენ, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის­კენ და თა­ვის­თა­ვად უნდა ახ­სოვ­დეს, რომ ღმერ­თის იმე­დი არ­სე­ბობს.
– ვის­თვის ხართ სა­ჭი­რო?
– ადა­მი­ან­მა უნდა მო­ა­ხერ­ხოს ღმერ­თთან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც ცო­ცხლად შე­იგ­რძნოს და შე­იგ­რძნოს ის, რომ ღმერ­თს ვჭირ­დე­ბით ჩვენ. ღმერ­თის­თვის სა­ჭი­რო ვართ იმ მხრივ, რომ ვუყ­ვარ­ვართ ღმერ­თს. ღმერ­თს არა­ფე­რი არ აკ­ლია, ის ყოვ­ლად ნე­ტა­რი და სულ ყოვ­ლად სავ­სე და ყოვ­ლად უც­ვა­ლე­ბე­ლია. და თუ ეს სიყ­ვა­რუ­ლი მე მექ­ნე­ბა, თუ მე ამას მი­ვაღ­წევ, რომ ეს შევ­ძლო, მა­შინ მე უკვე დავ­ჭირ­დე­ბი ყვე­ლას, ვი­საც სიყ­ვა­რუ­ლი სჭირ­დე­ბა. ჩვენ ერ­თმა­ნე­თი გვჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნებს იმი­სათ­ვის, რომ… კი არ გვჭირ­დე­ბა, ჩვენ უნდა გვიყ­ვარ­დეს ერ­თმა­ნე­თი, უბ­რა­ლოდ, ხომ?
– რის­თვის ვჭირ­დე­ბით ერ­თმა­ნეთს?
– სი­ხა­რუ­ლის­თვის, სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, არა? აბა რის­თვის? გა­აჩ­ნია, თუ გი­ჭირს და რა­ღა­ცა ახლა ეგ სხვა სი­ტუ­ა­ცი­აა, მაგ­რამ დიდ ამ­ბავ­ში ამის­თვის გვჭირ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თი – სიყ­ვა­რუ­ლის­თვის და ერ­თო­ბის­თვის და ღვთის დი­დე­ბი­სათ­ვის.
– ძა­ლი­ან კარ­გი. თქვენ თვი­თონ რა გჭირ­დე­ბათ?
– მე მჭირ­დე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი, რომ ვის­წავ­ლო, გეს­მით. თავ­მდაბ­ლო­ბა. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი და ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია და რა ეძ­ლე­ვა ადა­მი­ანს? ეძ­ლე­ვა სიყ­ვა­რუ­ლი, აი, ეს ყვე­ლა­ზე, და სი­ხა­რუ­ლი. ეს მად­ლი ღვთის, რაც ახა­რებს და ავ­სებს ადა­მი­ანს. მეც მჭირ­დე­ბა, ალ­ბათ, იმი­ტომ რომ მე ახლა ისე­თი მო­წო­დე­ბუ­ლი ვარ ისეთ საქ­მე­ზე, სა­სუ­ლი­ე­რო პირი ვარ, მრევ­ლი მყავს, რომ მე უკვე ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად ადა­მი­ა­ნებს ეს მივ­ცე. ბევ­რი უნდა ვიშ­რო­მო, რა­ღაც ვი­ლო­ცო და პირ­ველ რიგ­ში და­ვი­ნა­ხო, ვნა­ხო ის. ეს მე ჩემ­ზე არ ვამ­ბობ მარ­ტო, ყვე­ლამ ესე უნდა ვი­ფიქ­როთ: რომ და­ვი­ნა­ხოთ ის, რომ ჩვენ ღმერ­თის გა­რე­შე არა­ფე­რი არა ვართ აბ­სო­ლუ­ტუ­რად, იმი­ტომ რომ ყვე­ლა­ფე­რი გვაქვს ღვთი­სა­გან, გეს­მით? ის აზ­როვ­ნე­ბაც, ის გუ­ლიც, სუ­ლიც, ცხოვ­რე­ბაც, სხე­უ­ლიც – ყვე­ლა­ფე­რი ეს არის ღვთის ჯილ­დო და ღვთის ნება და ღვთის სა­ჩუ­ქა­რი. და მე ვიცი, რომ მე თუ ამას მო­ვი­პო­ვებ, სიმ­დაბ­ლეს თუ მო­ვი­პო­ვებ, მე ვიცი, რომ ღმერ­თი მომ­ცემს ამას. მე ვიცი, რომ მე თუ ესე ვი­ცხოვ­რებ, მე ღმერ­თი მომ­ცემს იმ სიყ­ვა­რულ­საც, იმ და სწორ გა­გე­ბა­საც, მარ­თე­ბულ მიდ­გო­მებს… აი ამ ყვე­ლა­ფერს მე მი­ვი­ღებ ღვთი­სა­გან, იმი­ტომ რომ იმე­დი მაქვს ღმერ­თის. ესე იგი, იმე­დი არის, რომ შენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხარ იმა­ში, რომ ღმერ­თი იმ­ხე­ლა მო­წყა­ლე და იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლია, რომ შენ მოგ­ცემს ყვე­ლა­ფერს კარ­გად, მო­გი­წყობს. და ეს ამ­პარ­ტავ­ნე­ბა, რა­საც ვე­ძა­ხით ჩვენ, ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი ზღუ­დე ღმერ­თსა და ადა­მი­ანს შო­რის.
– ვის რო­გორ ეხ­მა­რე­ბით? რა სა­ხის დახ­მა­რე­ბა უფრო სა­ჭი­როა ადა­მი­ა­ნის­თვის?
– გა­აჩ­ნია ადა­მი­ანს, სი­ტუ­ა­ცი­ას, მაგ­რამ მე მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ზე დიდი დახ­მა­რე­ბა ეს არის მა­ინც, რომ ადა­მი­ანს გა­უ­ზი­ა­რო სიყ­ვა­რუ­ლი, გა­ათ­ბო. თან, მით უმე­ტეს დღეს. მეც ეს მჭირ­დე­ბა, სხვა­შიც, ყვე­ლა­ნი ამას ვე­ძებთ ჩვენ. და ყვე­ლა­ზე დიდი მო­წყა­ლე­ბა, დახ­მა­რე­ბაა, აი, ეს რომ გა­უ­ზი­ა­რო, მის­ცე ადა­მი­ანს.
– რო­გორ უნდა მო­ი­პო­ვო სხვი­სი ნდო­ბა?
– სა­ერ­თოდ ყო­ველ­თვის უნდა იფიქ­რო უფრო მეტ­ზე, რომ ის უფრო ნაკ­ლე­ბი კა­ტე­გო­რია თა­ვის­თა­ვად მოჰ­ყვე­ბა ამას. ახლა მე, მა­გა­ლი­თად, არ ვფიქ­რობ იმა­ზე, რომ ვი­ღა­ცის ნდო­ბა მო­ვი­პო­ვო. მე ვფიქ­რობ, რომ ჩემი საქ­მე ვა­კე­თო ისე, რო­გორც მე ეს მო­მე­თხო­ვე­ბა. ეს თა­ვის­თა­ვად გა­მო­დის. კაცი რომ პა­ტი­ო­სა­ნია და წე­სი­ე­რია და მშრო­მე­ლია, მცოდ­ნეა და მო­სიყ­ვა­რუ­ლია, იმას ყვე­ლა ენ­დო­ბა მერე, გა­მოც­დი­ლე­ბით, ცხოვ­რე­ბა­ში, რა­ღაც სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში.
– და რა აღარ არის თქვენ­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი?
– მე სა­ერ­თოდ ვცდი­ლობ, რომ ყო­ველ­თვის და­დე­ბი­თად მი­ვუდ­გე ყვე­ლა­ფერს. ესე არა მაქვს მე, რომ აი, “მე“ რა­ღა­ცას გა­ვა­კე­თებ, მე ვიცი, რომ მე თვი­თონ ჩემი თა­ვის იმე­დი რომ მქონ­დეს მარ­ტო, მე ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ ასეთ რთულ საქ­მე­ში, რო­გო­რიც არის მო­ძღვრო­ბა, მღვდლო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ასე შემ­დეგ. შე­მეც­ნე­ბა ამ დიდი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის, რა­საც ქრის­ტი­ა­ნო­ბა ჰქვია… და ამას მე თვი­თონ ვერ გა­ვა­კე­თებ. მაგ­რამ მე ყო­ველ­თვის ვიცი ის, რომ ღმერ­თის შე­წევ­ნით მე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ.
– რას არ ეღა­ლა­ტე­ბა?
– ღმერ­თს არ უნდა უღა­ლა­ტო, არ უნდა უღა­ლა­ტო ცოლს, შვილს არ უნდა უღა­ლა­ტო, არ უნდა უღა­ლა­ტო სამ­შობ­ლოს, არ უნდა უღა­ლა­ტო მე­გო­ბარს. ღა­ლა­ტი არის სა­ში­ნე­ლე­ბა, ღა­ლა­ტი არის ეშ­მა­კის თვისება.
– რას უნდა გა­უფრ­თხილ­დე?
– სა­კუ­თარ სულს.
– რას უნდა გა­უძ­ლოს კაც­მა?
– სირ­თუ­ლე­ებს, გან­საც­დელს.
– რა უნდა იკ­მა­როს კაც­მა?
– რაც გაქვს, უნდა იყო მად­ლო­ბე­ლი, გი­ხა­რო­დეს და მეტი გექ­ნე­ბა ყო­ველ­თვის.
– რა არ უნდა იკად­რო?
– წვრილ­მა­ნო­ბა, ეს ღა­ლა­ტი, ორ­გუ­ლო­ბა, ქლე­სო­ბა, კაც­თმოთ­ნე­ო­ბა… რა ვიცი, ქურ­დო­ბა.
– რას არ უნდა და­ე­მორ­ჩი­ლო?
– არ უნდა და­ე­მორ­ჩი­ლო ბო­რო­ტე­ბას, ეშ­მაკს და სა­კუ­თარ ოფო­ფო­ებს.
– რამ არ უნდა გაც­დუ­ნოს?
– მოჩ­ვე­ნე­ბით­მა, ვთქვათ, ფა­სე­უ­ლო­ბებ­მა. არ უნდა, არ უნდა “ავარ­დე“, რო­გორც ამ­ბო­ბენ.
– რას უნდა და­აღ­წიო თავი?
– უნდა და­აღ­წიო თავი სა­კუ­თარ თავს, ალ­ბათ. სა­კუ­თარ თავ­ში პა­ტა­რა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც გიშ­ლის ხელს.
– თქვენ გყავთ ეს პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნი?
– რა თქმა უნდა, ყვე­ლას ალ­ბათ, არ ვიცი, მაგ­რამ ხში­რად ჩვენ­შიც ეს პა­ტარ-პა­ტა­რა გვე­ლუ­კე­ბი და­ცო­ცა­ვენ. თუ იშ­რო­მებთ და სწო­რედ ცხოვ­რე­ბით, აი, მარ­თა­ლი ცხოვ­რე­ბით, რა თქმა უნდა, მი­ვაღ­წევთ. ეს ჩვენ­ზე ბევ­რი არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ მო­ვინ­დო­მებთ.
– მი­აღ­წი­ეთ ამას?
– არა, არა, რო­გორ მი­ვაღ­წიე… უბ­რა­ლოდ, ღმერ­თი მეხ­მა­რე­ბა. ერთი რამე უნდა ვი­ცო­დეთ ჩვენ ყვე­ლამ, რომ ჩვენ ყვე­ლას გვინ­და, რომ რა­ღა­ცა მი­ვი­ღოთ კარ­გი ღმერ­თის­გან. უნდა ყო­ველ­თვის გვახ­სოვ­დეს, რომ ჩვე­ნი საქ­მე­ე­ბის გამო კი არ გვეძ­ლე­ვა ეს. ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სწავ­ლე­ბა ეკ­ლე­სი­ის, ის მო­აზ­როვ­ნე­ე­ბის და მა­მე­ბის, რომ ესე იგი, ესე­თი მიდ­გო­მა კი არ უნდა ჰქონ­დეს, რომ, აი, მე ეხლა რა­ღა­ცა გა­ვა­კე­თე და­ვუშ­ვათ, ვი­ლო­ცე, ვი­მარ­ხუ­ლე, ვი­ღა­ცას ვა­პა­ტიე რა­ღაც იქეთ, და სა­მა­გი­ე­როდ მე ღმერ­თი, აი, ამას და ამას მომ­ცემს.
იმის­თვის კი არ გეძ­ლე­ვა შენ სი­კე­თე, რომ შენ რა­ღა­ცა გა­ა­კე­თე, არა­მედ გეძ­ლე­ვა თავ­მდაბ­ლო­ბის­თვის, გეს­მით? აი, იმ თავ­მდაბ­ლო­ბის­თვის, რომ შენ შენ­ში ხე­დავ, რომ შენ თვი­თონ ამას ვერ აკე­თებ და ღმერ­თი გჭირ­დე­ბა. აი, ამის­თვის გაძ­ლევს. და სწო­რედ ეს სი­კე­თის გა­კე­თე­ბა ამას გვას­წავ­ლის ჩვენ, ამ თავ­მდაბ­ლო­ბას და არა იმას, რომ “აი, მე და­ვაგ­რო­ვე რა­ღა­ცა სი­კე­თე­ე­ბი, ვი­ა­რე ეკ­ლე­სი­ა­ში შა­ბათ-კვი­რას, ვი­მარ­ხუ­ლე და მე გა­ვა­კე­თე მე­ტა­ნი­ე­ბი და ამის­თვის ღმერ­თი მე მა­პა­ტი­ებს რა­ღა­ცას“. ეს არას­წო­რია. ეს არის ვაჭ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბა არის ასე­თი, რომ ჩვენ თავ­მდაბ­ლო­ბის­თვის გვაძ­ლევს ღმერ­თი, სიმ­დაბ­ლის­თვის.
– რა სჭი­დე­ბა ქვე­ყა­ნას?
– სჭირ­დე­ბა ერ­თი­ა­ნი აზ­როვ­ნე­ბა – სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი, ეროვ­ნუ­ლი. ჩვე­ნი რწმე­ნა სჭირ­დე­ბა, მად­ლი სჭირ­დე­ბა. რამ­დე­ნი ცოდ­ვაა ჩვენ­ში, რამ­დე­ნი გა­უ­ტან­ლო­ბა, რამ­დე­ნი ღა­ლა­ტი, რამ­დე­ნი ცუდი რა­ღა­ცე­ე­ბი ხდე­ბა. იმი­ტომ ვართ ცუ­დად, აქ არ არის ეკო­ნო­მი­კა­ზე მარ­ტო ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩვენ პირ­ველ რიგ­ში გვი­ჭირს სუ­ლი­ე­რად დღეს.
ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს, ჩვენს ერს დღეს სჭირ­დე­ბა ში­ნა­გა­ნი გან­კურ­ნე­ბა. აი, რაც მთა­ვა­რია: ში­ნა­გა­ნი პრობ­ლე­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, გა­და­წყვე­ტა, გან­კურ­ნე­ბა, ისევ ღმერ­თთან მოს­ვლა, ისევ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას­თან, ისევ ჯან­მრთელ სა­წყის­თან მოს­ვლა. გვჭირ­დე­ბა სუ­ლი­ე­რი გა­ჯან­სა­ღე­ბა. და­ვუშ­ვათ, გა­ნათ­ლე­ბა­ში, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის აღ­ზრდა­ში უნდა ვიზ­რუ­ნოთ, რომ აღვზარ­დოთ არა მარ­ტო, არა მარ­ტო საქ­მის მცოდ­ნე­ე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, არა­მედ ზნე­ობ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი. ზნე­ობ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი სა­თა­ვე­ში სა­დაც არ უნდა და­ა­ყე­ნო, რო­მელ მმარ­თვე­ლო­ბა­შიც არის, ის ყო­ველ­თვის იფიქ­რებს ერზე, იფიქ­რებს პირ­ველ რიგ­ში სხვის ინ­ტე­რე­სებ­ზე, ისე მო­ა­ხერ­ხებს, რომ არც მწვა­დი დაწ­ვას და არც შამ­ფუ­რი. თა­ვი­სი ხალ­ხი არ გა­უ­ბე­დუ­როს და არ და­ტან­ჯოს, ვინც არის მის, ესე ვთქვათ, ხელ­ქვე­ი­თი.
– და მა­ინც რა აქვს კარ­გი დღე­ვან­დე­ლო­ბას?
– კარ­გი არის, რომ ჩვენ ვართ, გეს­მით? რომ სი­ცო­ცხლე გვაქვს, რომ გვაქვს სამ­შობ­ლო, რომ რწმე­ნა რომ არის, ღმერ­თი რომ არის, სიყ­ვა­რუ­ლი ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ არის, მე­გობ­რო­ბა, ვცო­ცხლობთ, შეგ­ვიძ­ლია ღმერ­თთან ვი­ყოთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რა ცუდი რა­ღა­ცე­ე­ბიც არ უნდა ხდე­ბო­დეს სო­ცი­ა­ლუ­რად, პო­ლი­ტი­კუ­რად თუ რა­ღა­ცა ეკო­ნო­მი­უ­რად.
თუ ჩვენ ერ­თად ვიქ­ნე­ბით ღმერ­თთან, ერ­თად ვი­ლო­ცებთ, ერ­თად სწო­რად ვი­ცხოვ­რებთ ქარ­თვე­ლე­ბი, მა­შინ რაც არ უნდა იყოს მსოფ­ლი­ო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია, რა­ღაც­ნა­ი­რად ღმერ­თი აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.
– რა არის ის ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი ან ქარ­თუ­ლი თვი­სე­ბა ან ტრა­დი­ცია, რაც არ უნდა და­ი­კარ­გოს?
– ქარ­თვე­ლე­ბი ვართ ჩვენ უფრო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი სიყ­ვა­რულ­ზე. ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ვი­ლა­პა­რა­კოთ ძაან ბევრ თვი­სე­ბებ­ზე, იმ ტრა­დი­ცი­ებ­ზე რაც კარ­გია: ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ოჯახ­ში, მე­გობ­რო­ბა­ში. მაგ­რამ მე მინ­და ვთქვა, რა არის თავი და თავი: ქარ­თვე­ლე­ბი უნდა და­უბ­რუნ­დნენ ღმერ­თს და არ უნდა და­კარ­გონ ის, რაც ყო­ველ­თვის ჰქონ­დათ, რის გა­მოც იფა­რავ­და ღმერ­თი ყო­ველ­თვის. ეს იყო ქრის­ტი­ა­ნო­ბა, ერ­თგუ­ლე­ბა ქრის­ტე­სი და მორ­ჩი­ლე­ბა.
– რას ტო­ვებს ადა­მი­ა­ნი?
– რა­საც შექ­მნის: სი­კე­თეს. ერ­თის მხრივ, იქაც მი­აქვს იმ ქვე­ყა­ნა­ზე, არა? და აქაც ტო­ვებს – შვი­ლებ­ში ტო­ვებს, მის ოჯახ­ში, მო­მა­ვალ თა­ო­ბებ­ში. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სხვას არა­ფერს არ ტო­ვებს. შე­იძ­ლე­ბა ქო­ნე­ბა და­ტო­ვოს კიდე ცოტა, მაგ­რამ ეგ არა­ფე­რი არ არის. და­ტო­ვებს კაი სა­ხელს, ტო­ვებს სიყ­ვა­რულს.
– რას ეძებს ადა­მი­ა­ნი?
– ადა­მი­ა­ნი ეძებს გან­სვე­ნე­ბას, ალ­ბათ, ყო­ველ­თვის, და სიყ­ვა­რულს.
– რისი გა­და­ლახ­ვა უჭირთ ხოლ­მე ყვე­ლა­ზე მე­ტად?
– ყვე­ლა­ზე რთუ­ლი არის სა­კუ­თა­რი თა­ვის ყო­ველ­თვის გა­და­ლახ­ვა, სა­კუ­თარ თავ­თან ბრძო­ლა. ყვე­ლა­ზე დიდი ბა­რი­ე­რი არის ეს. ეს თუ და­ა­მარ­ცხე, ესე იგი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხარ.
– რას ცვლის დრო?
– დრო… არ ვიცი, ადა­მი­ანს ცვლის ალ­ბათ.
– მაგ­რამ რას ვერ ერე­ვა დრო?
– რაც დრო­ის კა­ტე­გო­რი­ებ­ში არ შე­დის, რაც ღვთა­ებ­რი­ვია, ვერ ერე­ვა. სიყ­ვა­რულს ვერ ერე­ვა. ისე, სიყ­ვა­რუ­ლი რა კაი რა­მეა, ყვე­ლა­ფერ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია, არა?
– რა მო­ი­პო­ვეთ თქვენ თვი­თონ?
– სხვა­თა შო­რის, უფრო სტა­ბი­ლუ­რო­ბა მო­ვი­პო­ვე. ღმერ­თი მაძ­ლევს და ძაან მი­ხა­რია.
– რას ელო­დე­ბით?
– ვე­ლო­დე­ბი, რომ ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში ცოტა გა­მოს­წორ­დეს მდგო­მა­რე­ო­ბა: სუ­ლი­ე­რიც და მა­ტე­რი­ა­ლუ­რიც. ხალ­ხი ცო­დოა ძა­ლი­ან, რა, ძა­ლი­ან იტან­ჯე­ბა. ამა­ზე ვლო­ცუ­ლობ, აი, გუ­ლით.
– რას თხოვთ სა­კუ­თარ თავს?
– სა­კუ­თარ თავს ვთხოვ, რომ იყოს ყო­ველ­თვის მო­მარ­თუ­ლი, აი, ამ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე, რომ ვიცი, რომ სხვა გზა დამ­ღუპ­ვე­ლია და მე­ში­ნია იქ სხვა გზა­ზე რომ წა­ვი­დე.
– რის­თვის ხართ მზად?
– მე მაქვს სურ­ვი­ლი და ვლო­ცუ­ლობ იმა­ზე, რომ მზად ვიყო კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რომ ღმერ­თმა ძალა მომ­ცეს, გო­ნე­ბა მომ­ცეს. ეხლა რომ ვთქვა, რომ რის­თვის ვარ მე მზად… რა ვიცი, ახლა რა მოხ­დე­ბა ხუთ წუთ­ში, მე არ ვიცი, არა? არის ხოლ­მე სი­ტუ­ა­ცია, როცა, აი, მზად არა ხარ ადა­მი­ა­ნი, გეს­მის? სულ ფორ­მა­ში უნდა იყოს სა­სუ­ლი­ე­რო პირი ამ მხრივ, რომ სულ უნდა მზად იყოს, რომ ადა­მი­ანს გა­უ­ზი­ა­როს, გას­ცეს ეს ყვე­ლა­ფე­რი. არა ხარ რა­ღაც, უცებ ისე ვერა, ვერ გრძნობ თავს, ან ვერ… არ გყოფ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი, არ გყოფ­ნის სიბ­რძნე. რამ­დე­ნია იცით ეს, რა მტკივ­ნე­უ­ლია. კონ­კრე­ტუ­ლად რა იქ­ნე­ბა და რო­გორ მზად ვიქ­ნე­ბი, ღმერ­თმა მომ­ცეს ყო­ველ­თვის მზად­ყოფ­ნა და ყვე­ლას ჩვენ მოგ­ვცეს.
წყარო :Ambebi.ge

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა