ქუჩაში ვიღაცას შეუძლია მომაძახოს, საყურე რატომ მიკეთია, ვინ გეკითხება?! აზროვნებაში არ გვაქვს თავისუფლება" - რას ამბობს დუტა სხირტლაძე ოჯახზე, პროფესიასა და და თავისუფლებაზე?
მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე დიდხნიანი პაუზის შემდეგ პოდკასტს - "შეხვედრები ეკა ხოფერიასთან" სტუმრობდა, სადაც გულახდილად ისაუბრა ოჯახზე, პროფესიასა და იმაზე, თუ რატომ გრძნობს თავს მუდმივად ახალგაზრდულად.
"მილიონ სისულელეს ვაკეთებ, კიკინით და საყურით დავდივარ, რომ კომუნისტური წნეხისგან ჩემი ტვინი გავათავისუფლო. საკუთარ თავთან ვიბრძვი, თუმცა რაღაც მომენტში ამოხტება იმ დროინდელი სისულელეები, რაც თავში ჩაგვიტენეს. აზროვნებაში არ გვაქვს თავისუფლება. ქუჩაში ვიღაცას შეუძლია მომაძახოს, საყურე რატომ მიკეთია, ვინ გეკითხება?!" - აღნიშნა მსახიობმა.
- დუტა სხირტლაძის თქმით, მას განსაკუთრებით უყვარს ისეთი ადგილები, სადაც ბევრი ახალგაზრდა იკრიბება, რადგან საკუთარ ასაკს თავადაც ვერ გრძნობს.
ტელეწამყვანმა მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ურთიერთობა ორმხრივ ნდობაზე უნდა იყოს დამყარებული.



