ცა გაშავდა, ფერფლი ცვიოდა“ - ჯოჯოხეთური ალი საფრანგეთში, 20 000-მდე ადამიანის ევაკუაცია და დაღუპული მეხანძრეები: რა ცნობები ვრცელდება ადგილიდან
რებს. სტიქიის გამო ხელისუფლებამ 20 000-მდე ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა. ცეცხლმა უკვე გაანადგურა 3 100 ჰექტარი მიწა არკაშონის ყურის მიმდებარედ.
-
ევაკუაცია კემპინგებიდან და დაცარიელებული კურორტები
ხანძარი განსაკუთრებით საშიში ტურისტული ზონებისთვის აღმოჩნდა. ევაკუირებულთა დიდ ნაწილს ადგილობრივი კემპინგების სტუმრები წარმოადგენენ. ჟირონდას პრეფექტის, სოფი ბროკასის განცხადებით, მხოლოდ ღამის განმავლობაში ბანაკებიდან 10 000-მდე ვიზიტორი გამოიყვანეს.








