ENews.Ge ახალი ამბები

მართას მამაც მკვდარია, ოჯახი დაიქცა... არ ვიცი, რა ეშველება ანას უფროს გოგონას... ეს არ იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, ეს იყო განზრახ მკვლელობა" - გორის ტრაგედიის ახალი დეტალები



­მან­ქა­ნა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე ახალ­გაზ­რდა ქალს ანა ბე­რი­ა­ნი­ძეს და მის 3 წლის გო­გო­ნას - მარ­თა ვა­ლიშ­ვილს და­ე­ჯა­ხა. და­შა­ვე­ბუ­ლი ქალი იქვე და­ი­ღუ­პა, მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი კი კლი­ნი­კა­ში.ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი პო­ლი­ცი­ამ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე ათე­ულ მეტრში და­ა­კა­ვა. მას ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-9 ნა­წი­ლით წა­რუდ­გი­ნეს - "ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია". 35 წლის რე­ვაზ ელიზ­ბა­რაშ­ვილს, რო­მელ­მაც დედა-შვი­ლი იმ­სხვერ­პლა, გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

  • პრო­კუ­რორ შო­რე­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულს 225 ვი­დე­ო­ჯა­რი­მა ჰქონ­და გა­მო­წე­რი­ლი, მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის გამო.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, დედა-შვი­ლი ზებ­რა-გა­და­სას­ვლელ­ზე გა­და­დი­ო­და, რო­დე­საც მათ დიდი სის­წრა­ფით მო­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლი­ლი ანა ბე­რი­ა­ნი­ძის ბი­ძაშ­ვი­ლი და გო­რის საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი ირმა ამ­ბარ­დნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ავ­ტო­მო­ბილ­ში, რო­მელ­საც რე­ვაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი მარ­თავ­და, ამ­ჟა­მად და­კა­ვე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის შვი­ლე­ბის გარ­და, მისი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბიც ის­ხდნენ, მძღო­ლის მსგავ­სად ისი­ნიც ნას­ვა­მე­ბი და მათ დედა-შვი­ლი გან­საც­დელ­ში მი­ა­ტო­ვეს.

- ანა რვა წლი­სა და­ობ­ლდა და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩემი გაზ­რდი­ლია... იმ დღეს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად წა­ვი­და ქა­ლაქ­ში, ახა­ლი ბინა იყი­დეს და ნივ­თებს ალა­გებ­დნენ. იქი­დან რომ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, ქმა­რი სა­ლონ­ში შე­ვი­და, ანა კი ბავ­შვის­თვის რა­ღა­ცის სა­ყიდ­ლად მარ­თას­თან ერ­თად მა­ღა­ზი­ის­კენ წა­ვი­და. იმ სა­ღა­მოს გო­რის სკვერ­ში კონ­ცერ­ტი იყო და ნა­ხე­ვა­რი ქა­ლა­ქი არას­წო­რად გა­და­კე­ტეს. იმ ად­გილ­ზე, სა­დაც ტრა­გე­დია მოხ­და, ხუთი მხრი­დან შე­დი­ოდ­ნენ მან­ქა­ნე­ბი, კონ­ცერ­ტი ამაღ­ლე­ბულ ად­გილ­ზე იყო, ხალ­ხი მან­ქა­ნე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. გზა არ იყო სრუ­ლად გა­და­კე­ტი­ლი და მძღო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ იგებ­და, საით უნდა წა­სუ­ლი­ყო, წრეს არ­ტყამ­დნენ, რომ რო­გორ­მე

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა