ENews.Ge ახალი ამბები

26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ურთიერთობის ფასს შეგახსენებთ. დაოჯახებულმა მორიელებმა შესაძლოა გარკვეული უხერხულობა იგრძნონ — გაუგებრობამ და არასტაბილურობამ შესაძლოა მცირე უთანხმოებები გამოიწვიოს. ორმხრივად სასარგებლო შეთანხმების წყალობით პროფესიული კავშირების გაფართოებას შეძლებთ. დღის მეორე ნახევარი წინააღმდეგობებით იქნება სავსე. ნუ ენდობით უცნობ ადამიანებს, რომლებიც იოლ შემოსავალს გპირდებიან — დიდი ალბათობით, თაღლითებთან გაქვთ საქმე.

მშვილდოსანი

ვნება სწრაფად განელდება და ურთიერთობაში სიცივე დაისადგურებს. თუ ასე მოხდა, იცოდეთ, რომ თქვენი ნამდვილი მეწყვილე ჯერ არ გიპოვიათ. შესანიშნავი დღეა ახალი, საქმიანი კავშირების დასამყარებლად — ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, შეხვედრებსა თუ ღონისძიებებს დაესწროთ. ინვესტიციების განხორციელებისას აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია იურისტებთან, რათა საკუთარი ინტერესები დაიცვათ და წარმატების შანსი გაზარდოთ. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია რისკებთან არის დაკავშირებული. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დილით დაძაბულ სიტუაციებს მოერიდოთ და ხასიათი არ გაიფუჭოთ.

თხის რქა

ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობებს მხოლოდ იმის გამო, რომ ამ დღეებში ზედმეტად მგრძნობიარე ხართ — ხვალ იმავე სიტუაციას სრულიად სხვა თვალით შეხედავთ. მშვენიერი პერიოდია საცხოვრებლის შეცვლის ან რემონტის დაწყებისთვის. პროფესიულ ცხოვრებაში მზად იყავით ცვლილებებისთვის და სიტუაცია ყველა კუთხიდან შეისწავლეთ. თვალი ადევნეთ შეთანხმებების შესრულებას და კოლეგებთან ურთიერთობაში თავაზიანობა გამოიჩინეთ. არახელსაყრელი დღეა საყიდლებზე სასიარულოდ — უმჯობესია ნაჩქარევ შესყიდვებს მოერიდოთ. თუ დახმარება დაგჭირდათ, რჩევისთვის მეგობრებს მიმართეთ. დღეს ამ ნიშნის თითქმის ყველა წარმომადგენელი კარგ გუნებაზე იქნება, რაც ფიზიკურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახება.

მერწყული

უახლოესი ერთი თვის განმავლობაში რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. გარშემო უამრავი მრჩეველი გამოჩნდება და თითოეულს თავისი მოსაზრება ექნება. გამორიცხული არ არის, რომელიმე მეგობარმა თქვენი სიკეთით ბოროტად სარგებლობა სცადოს — ფულს სესხად ნუ გასცემთ და სხვისი თავდები ნუ გახდებით. გამოიყენეთ კოლეგებისა და გამოცდილი ადამიანების მხარდაჭერა და იფიქრეთ ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებაზე. განსაკუთრებული ყურადღება საკუთარ ამბიციებსა და მათი ასრულების გზებს მიაქციეთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და დაინახავთ, როგორ იცვლება სამყარო თქვენ ირგვლივ.

თევზები

საიდუმლო ინფორმაცია, რომელსაც უახლოესი 24 საათის განმავლობაში შეიტყობთ, არაფრის მომცემია და შეეცადეთ დაივიწყოთ. ეს დღე პირად ცხოვრებაში მცირე გაუგებრობებს მოიტანს, შესაძლოა გარშემომყოფებთან ურთიერთობაც გაფუჭდეს. სავარაუდოდ, დღეს ისევ ვერ გაგიგებენ — კეთილი განზრახვის მიუხედავად, მსჯელობაში კატეგორიულობამ შესაძლოა თანამოსაუბრეები დააფრთხოს. ადამიანი, რომელიც მეგობრად მიგაჩნიათ, ცდილობს გუნდის ან უფროსობის თვალში ცილი დაგწამოთ, თუმცა გარემოებები თქვენ სასარგებლოდ განვითარდება. დღის მთავარი საფრთხე ტრავმებია, ასე რომ, გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და მკვეთრ მოძრაობებს მოერიდეთ!

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა