ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს (ვიდეო
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. სამართალდამცავები ვახო სანაიას სახლში მას შემდეგ მივიდნენ, რაც მოსამართლემ სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.
ვახო სანაია დღევანდელ სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა.
როგორც მან დაკავებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის გაჩუმებას არ აპირებს.
- „არ არსებობს არანაირი გარემოება, სადაც მე საკუთარი სიტყვის თავისუფლებას შევზღუდავ”, - განაცხადა სანაიამ.











