ENews.Ge ახალი ამბები

კოდევ სად არის მოსალოდნელი საღამოს საათებში ელექტროენერგიის დროებით გათიშვა




სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბის ავა­რი­უ­ლად შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

ამა­ვე ცნო­ბით, ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა მომ­ხმა­რებ­ლებს ეტა­პობ­რი­ვად უბ­რუნ­დე­ბათ.

პა­რა­ლე­ლუ­რად, გან­ცხა­დე­ბა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ ავა­რი­ის გა­მომ­წვევ ზუსტ მი­ზე­ზებს ად­გე­ნენ და აცხა­დე­ბენ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბის ნა­წი­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს.

"დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით 00:10 სა­ათ­ზე, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა ავა­რი­უ­ლად გა­ი­თი­შა.

ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ეტა­პობ­რი­ვად, უმოკ­ლეს ვა­და­ში სრუ­ლად აღ­დგე­ბა. ამ დრო­ის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა ნა­წი­ლობ­რივ აღუდ­გა მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რე­გი­ონს და თბი­ლი­სის დიდ ნა­წილს.

ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვის მი­ზეზ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ­დე­ბა დე­ზინ­ფორ­მა­ცია. მო­ვუ­წო­დებთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, და­ეყ­რდნონ მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას და თავი შე­ი­კა­ვონ და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან.

პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ავა­რი­ის ზუს­ტი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა, რის შე­სა­ხე­ბაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით მი­ვა­წო­დებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას" - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა