27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
გაატარებთ. გარშემომყოფები თქვენგან დათმობებს ელიან, თუმცა უჩვეულოდ გაჯიუტდით და უკან დახევას არ აპირებთ. მზად იყავით სიახლეებისა და ახალ გარემოსთან შეგუებისთვის. თავდაუზოგავი შრომით შეძლებთ, ახალ, პერსპექტიულ საქმეს საფუძველი ჩაუყაროთ. ახლად გაცნობილი ადამიანისგან შეიძლება საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ. ენერგიით სავსე ხართ და რამდენიმე საქმის ერთდროულად დაწყება გსურთ, თუმცა ფრთხილად იყავით — მარსის გავლენით უყურადღებობით გამოწვეული ტრავმებისა და დამწვრობის რისკი იმატებს.
მორიელი
ასტროლოგები ქალბატონებს აფრთხილებენ, რომ რომანტიკული გატაცება შესაძლოა მალე დასრულდეს, მამაკაცებს კი სასიამოვნოსა და სასარგებლოს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ოჯახი თქვენი უდიდესი განძია — ეცადეთ, ახლობლებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. მოვლენების დაჩქარებას ნუ ეცდებით და გახსოვდეთ, რომ გარემოებები ყოველთვის ჩვენს ნებას არ ემორჩილებიან. სამსახურებრივ საკითხებში პირადი სიმპათია-ანტიპათიები გვერდით გადადეთ და ლოგიკით იხელმძღვანელეთ. მეტი იმოძრავეთ, რათა დაგროვილი ნერვული დაძაბულობისგან გათავისუფლდეთ.
მშვილდოსანი
ადამიანმა, რომელსაც დიდი ხანია, მოსწონხართ, შეიძლება დაოჯახება შემოგთავაზოთ. ნუ ეცდებით ხელოვნურად მოერგოთ საზოგადოებას, რომელთანაც საერთო არაფერი გაქვთ. ურთიერთობების გარკვევას მოერიდეთ, თორემ შეიძლება მცირე კამათი დიდ სკანდალში გადაიზარდოს. სასურველის მიღებას ძალით ან მუქარით ნუ ეცდებით - უმჯობესია, დახმარება ითხოვოთ. დასახული მიზნების მისაღწევად ნებისყოფის მოკრება და სიზარმაცის დაძლევა მოგიწევთ. ფინანსური კრიზისი არ გემუქრებათ, თუმცა მსხვილმა შენაძენმა შესაძლოა ოჯახური ბიუჯეტი დააცარიელოს. იზრუნეთ იმუნიტეტზე და ხალხმრავალ ადგილებს მოერიდეთ — ამ დღეს რესპირატორული ინფექციის რისკი საკმაოდ მაღალია.
თხის რქა
თუ პირველ ნაბიჯს არ გადადგამთ, შეიძლება შანსი ხელიდან გაუშვათ — გირჩევთ, უფრო გაბედულად იმოქმედოთ! ჰოროსკოპი გაფრთხილებთ — კონფლიქტებს ერიდეთ, ემოციებს ნუ აჰყვებით და უხეშობას უხეშობით ნუ უპასუხებთ. დღეს ნუ წამოიწყებთ პროექტს, რომელიც ხანგრძლივ და დაძაბულ მუშაობას მოითხოვს, რადგან სატურნის გავლენით ყურადღების კონცენტრაცია დაქვეითებულია. შესაძლოა, შეიძინოთ ნივთი, რომლისთვისაც ფულს დიდხანს აგროვებდით. თუ საქმე უძრავ ქონებას ეხება, ყველაფერი კარგად შეამოწმეთ, რომ თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ. მოერიდეთ ვირუსებს, დაისვენეთ და სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნეთ.
მერწყული
როგორ უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, ეცადეთ, საყვარელი ადამიანის ყველა თხოვნა შეასრულოთ. გახსოვდეთ, რომ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, ამიტომ ეცადეთ, წყენა დაივიწყოთ და კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ. თუ არ იზარმაცებთ იდეების განხორციელებას შეძლებთ, თუმცა წარმატებამ თავბრუ არ უნდა დაგახვიოთ. მერკური მე-5 სახლშია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამეწარმეო ნიჭით დაჯილდოებული მერწყულები მომავალი ფინანსური კეთილდღეობის საძირკველს ჩაყრიან და გავლენიან მფარველებსაც იპოვიან. ნერვულ სისტემას ნუ გადატვირთავთ — სიმშვიდე და პოზიტივი შეინარჩუნეთ.
თევზები
გრძნობამ, რომელიც ამჟამად მოგეძალათ, შესაძლოა რეალობის შეგრძნება დაგაკარგვინოთ, რაც საკმაოდ სახიფათოა. ბედისწერამ შესაძლოა თქვენს გეგმებში ცვლილებები შეიტანოს, ამიტომ მნიშვნელოვანს ნურაფერს დაგეგმავთ. უახლოეს დღეებში საკუთარ თავზე დამატებით ვალდებულებებს ნუ აიღებთ - უმჯობესია, ჯერ დაგროვილ საქმეებს მიხედოთ. დიდი ხანია, სამსახურებრივ იერარქიაში საკუთარი ადგილი გაქვთ დამკვიდრებული, ამიტომ კონკურენტების ინტრიგები ვერაფერს დაგაკლებთ. სტრესის შესამცირებლად მეტი დაისვენეთ, რომ ჯანმრთელობა არ დააზიანოთ.











