ცნობილია ყვარელში, ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალის ვინაობა
ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქალი სოფელ გავაზის მკვიდრი, 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია. ექიმის ინფორმაციით, მას საავადმყოფოში მიყვანის დროს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.











