ENews.Ge ახალი ამბები

8 ცნობილი ქართველის სკანდალური პირადი ცხოვრება - საჯარო დაშორებები, ხანმოკლე ქორწინება და წლების შემდეგ გამჟღავნებული ძალადობა



ამ ადა­მი­ა­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს, რად­გან მათ­ზე ყვე­ლა­ზე ხში­რად იწე­რე­ბა ყვი­თელ მე­დი­ა­ში სტა­ტი­ე­ბი. მათი პრო­ფე­სი­ე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა კი სა­ჯა­რო. გა­დავ­ხე­დოთ ბოლო წლე­ბის ყვე­ლა­ზე სკან­და­ლურ ქარ­თვე­ლებს, რო­მელ­თა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც ყვე­ლა­ზე მეტი სტა­ტი­ე­ბი და­ი­წე­რა ქარ­თულ მე­დი­ა­ში...

თა­თია შა­რან­გია, პი­ა­ნის­ტი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი

პი­ა­ნის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­თია შა­რან­გია, ბოლო ერთი წლის მან­ძილ­ზე მე­დი­ა­ში ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვად ფი­გუ­რად იქცა. შა­რან­გი­ამ მე­სა­მედ, ზა­ფხულ­ში ჯარ­ჯი თო­რა­ძე­ზე იქორ­წი­ნა. ცოტა ხნის წინ კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტუ­სი, სა­დაც წერ­და, რომ ჯარ­ჯის შორ­დე­ბო­და. მარ­თა­ლია, სა­ჯა­როდ ამ თე­მა­ზე აღარ უსა­უბ­რია, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს სტა­ტუ­სი წა­შა­ლა და ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვი­ლი შე­რიგ­და.

თა­თი­ას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ექ­სპრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი, ლაშა შე­ვარ­დნა­ძე იყო. მათი ოჯა­ხუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა სამ წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და. ამ ქორ­წი­ნე­ბი­დან თა­თი­ას ჰყავს ორი შვი­ლი, ედუ­არ­დი და ალექ­სან­დრე შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი. თა­თია შა­რან­გია მე­ო­რე მე­უღ­ლეს, სან­დრო შე­ლი­ას შარ­შან აგ­ვის­ტო­ში ათწ­ლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ და­შორ­და, წყვილს სა­ერ­თო ვაჟი ჰყავს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ექ­სპრე­ზი­დენ­ტი, პო­ლი­ტი­კო­სი

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას იწე­რე­ბო­და, თუმ­ცა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გვერ­დით სა­ჯა­რო შეხ­ვედ­რებ­ზე ყო­ველ­თვის იდგა მისი მე­უღ­ლე სან­დრა რუ­ლოვ­სი. ორი წლის წინ, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­კა­ვეს, ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ცი­ხე­ში ჩაჯ­დო­მა მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა სკან­და­ლურ­მა ვი­დე­ომ გა­და­ფა­რა.

უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კო სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში აცხა­დებ­და, რომ ოჯა­ხი შექ­მნეს. რამ­დე­ნი­მე თვე­ში სა­ა­კაშ­ვილ­მა ცი­ხი­დან წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მისი და მომ­ღე­რალ სოფო ნი­ჟა­რა­ძის სა­ერ­თო შვილ­ზე, ალი­სა­ზე სა­უბ­რობ­და. ასე­ვე რამ­დე­ნი­მე თვე­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის­გან შვი­ლი ლიზა იას­კო­მაც გა­ა­ჩი­ნა.

ორი თვის წინ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტუ­სი, სა­დაც წერ­და, რომ ის და სოფო ნი­ჟა­რა­ძე შე­რიგ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სტა­ტუ­სი წა­ი­შა­ლა. ვინ არის ახლა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გვერ­დით, უც­ნო­ბია, რად­გან ლიზა იას­კო წე­ლი­წად­ზე მე­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­უღ­ლის სა­ნა­ხა­ვად აღარ ჩა­მო­სუ­ლა.

ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე, მო­დე­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი

ალექ­სან­დრას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მე­დი­ის­თვის მას შემ­დეგ გახ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო, რაც გავ­რცელ­და ჭორი, რომ ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ეწ­ვია. კაცი ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი დათო კო­დუა აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მალე ალექ­სან­დრამ კო­დუ­ას­თან რო­მა­ნი ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში და­ა­დას­ტუ­რა და წყვილს სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა. მათი და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი ხში­რად ვრცელ­დე­ბო­და, თუმ­ცა ქალი არა­სო­დეს ადას­ტუ­რებ­და, რომ ის და კო­დუა ერ­თად აღარ ცხოვ­რობ­დნენ.

ორი კვი­რის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დათო კო­დუ­ას ახა­ლი ფოტო გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. ალექ­სან­დრამ კი­დევ ერთხელ შე­ი­კა­ვა თავი კო­მენ­ტა­რის­გან, თუმ­ცა კო­დუ­ას დე­დამ, ლა­უ­რა ღა­ჭა­ვამ ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მისი შვი­ლი ცოლს არა­სო­დეს და­შო­რე­ბია და ალექ­სან­დრას „შემ­თხვე­ვი­თი“ ქალი უწო­და.

ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი, მო­დე­ლი

ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რო­გორც ცნო­ბი­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის ნიკა ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე გა­იც­ნო. წყვილ­მა გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და, სა­ცხოვ­რებ­ლად კი ევ­რო­პა­ში გა­და­ვიდ­ნენ. შე­ე­ძი­ნათ სა­ერ­თო შვი­ლი, ვაჟი... 2020 წელს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წყვი­ლი გან­ქორ­წინ­და. ქალი ყო­ფილ ქმარს ძა­ლა­დო­ბა­ში სდებ­და ბრალს და საქ­მემ სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.

ორი წლის მან­ძილ­ზე მე­დია აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებ­და დო­რო­ყაშ­ვი­ლი-ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლოს ამ­ბავს. ქვეყ­ნდე­ბო­და სკან­და­ლუ­რი სტა­ტი­ე­ბი, სა­დაც სა­სა­მარ­თლო­ში მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ოჯა­ხუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­დან შო­კის­მომ­გვრე­ლი ფაქ­ტე­ბი იწე­რე­ბო­და.

მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ ჩვე­ნე­ბა­ში დო­რო­ყაშ­ვი­ლი ყვე­ბო­და: „ჩემი დე­დამ­თი­ლი ბავ­შვს ეუბ­ნე­ბო­და: შენ დე­დი­კოს ჭუ­ჭყი­ან მუ­ცელ­ში იჯე­ქიო… ნი­კო­ლო­ზის მხრი­დან იყო ქარ­თველ გო­გო­ნას­თან ღა­ლა­ტის ამ­ბა­ვიც...“

დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მე წა­ა­გო, თუმ­ცა ყო­ფი­ლი ქმრის წი­ნა­აღ­მდეგ და­ვას აგ­რძე­ლებს.

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე, მსა­ხი­ო­ბი

ორი თვის წინ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გი­ორ­გი ყოფ­ში­ძე მე­სა­მე ცოლს და­შორ­და. თუმ­ცა ამ ამ­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბამ­დე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩან­და, რომ მსა­ხი­ო­ბის მე­უღ­ლე მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე მკერ­დზე მა­მა­კაცს კოც­ნი­და. ვი­დე­ოს იმ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, რომ გი­ორ­გის დამ, ლე­ნუ­კამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ენი გა­სი­ე­ვა მათი რძა­ლი აღარ იყო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ გა­სი­ე­ვა და ყიფ­ში­ძე, რომ­ლე­ბიც ორ სა­ერ­თო შვილს ზრდიდ­ნენ, რამ­დე­ნი­მე თვის და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა ქალი ბი­ნის არ­ქო­ნის გამო, ისევ ყო­ფილ ქმარ­თან ცხოვ­რობ­და. მომ­ხდა­რის შემ­დეგ ანიმ გი­ორ­გის სახ­ლი და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად მე­გო­ბარ­თან გა­და­ვი­და. სა­ერ­თო შვი­ლე­ბი კი ჯერ­ჯე­რო­ბით მა­მას­თან რჩე­ბი­ან.

გი­ორ­გის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან კრის­ტი ყიფ­ში­ძეს­თან, ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­ტა­ლია ჰყავს, მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში ანი ჩიკ­ვი­ლა­ძეს­თან კი ვაჟი, ალექ­სან­დრე. ასე­ვე სკან­და­ლუ­რი იყო და­შო­რე­ბა ორი­ვე მე­უღ­ლეს­თან. ცნო­ბი­ლია, რომ კრის­ტის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის გამო და­შორ­და, ანას კი ცნო­ბი­ლი მო­ცეკ­ვა­ვის გამო.

ლელა კი­ლა­ძე, ვი­ზა­ჟის­ტი

ამ სტა­ტი­ის გმი­რებ­ზე წე­რი­სას რი­გი­თო­ბა რომ დაგ­ვეც­ვა, ალ­ბათ პირ­ველ ად­გილ­ზე ლელა კი­ლა­ძე გა­ვი­დო­და. რად­გან ის ერთ-ერთი ლი­დე­რია, რომ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და რო­მა­ნე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად ხდე­ბა გან­ხილ­ვის თემა.

ლელა კი­ლა­ძეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ვაჟი ჰყავს. მის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მა­შინ გა­ი­გო, რო­დე­საც თბი­ლი­სის მა­შინ­დე­ლი მოქ­მე­დი მერი მე­უღ­ლეს, თაკო ცა­გუ­რი­ას გა­შორ­და და ლე­ლა­ზე იქორ­წი­ნა. მალე კი­დევ ერთი ვაჟი შე­ე­ძი­ნა მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან. წყვი­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გიგი უგუ­ლა­ვამ ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სას გა­ნა­ცხა­და. მა­შინ რე­ა­ლუ­რად და­დას­ტურ­და ჭორი, რომ ლე­ლას გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და ცო­ლად მიჰ­ყვე­ბო­და. მალე ისი­ნი ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მოჩ­ნდნენ და სა­ერ­თო შვი­ლი თრი­ნი­თი შე­ე­ძი­ნათ.

ლე­ლამ და გუ­კამ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ას­რუ­ლეს, რო­დე­საც ლელა გი­ორ­გი ცა­გა­რელ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. მუ­სი­კო­სი მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ლიზა ბაგ­რა­ტი­ონ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ლე­ლას­თან რო­მა­ნამ­დე წყვი­ლი უკვე დიდი ხნის და­შო­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ.

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი, მო­დე­ლი, ინფლუ­ენ­სე­რი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის გარ­შე­მო ჭო­რე­ბი მისი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნის დღი­დან არ წყდე­ბა. წლე­ბია, რაც ინარ­ჩუ­ნებს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პერ­სო­ნის იმიჯს, რო­მელ­საც მე­დი­ა­ში კარ­გად კი­თხუ­ლო­ბენ. პო­პუ­ლა­რუ­ლი შო­რე­ნა პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან უკვე გა­შო­რე­ბუ­ლი იყო და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და. მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­მე­ფო სახ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელს და­ვით ბაგ­რა­ტი­ონს ხვდე­ბო­და, რო­მე­ლიც მას­ზე ფი­ზი­კუ­რა­დაც კი ძა­ლა­დობ­და. შემ­დეგ მის ცხოვ­რე­ბა­ში ბიზ­ნეს­მე­ნი ნა­ნა­ძე გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­ზეც ქალ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნა. და­შო­რე­ბის შემ­დეგ შო­რე­ნა იხ­სე­ნებ­და, რომ რო­დე­საც შვი­ლი ევა თურ­ქე­თის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იწვა, საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი სხვებ­თან ფლირ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

შო­რე­ნას სა­ჯა­რო რო­მა­ნე­ბი­დან სკან­და­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა კა­ნო­ნი­ერ ქურდ ლაშა ბა­რა­თელ­თან, რო­მელ­თან შე­სახ­ვედ­რა­დაც ქალი სპე­ცი­ა­ლუ­რად ევ­რო­პა­ში ჩა­დი­ო­და. ეს ურ­თი­ე­რო­ბა ლა­მის ქორ­წი­ნე­ბამ­დე მი­ვი­და, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბა­რა­თე­ლი და ბე­გაშ­ვი­ლი და­შორ­დნენ. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, შო­რე­ნას რო­მა­ნი აქვს ერთ-ერთ ცნო­ბილ ქარ­თველ ბიზ­ნეს­მენ­თან, თუმ­ცა მო­დე­ლი დიდი ხა­ნია რაც მე­დი­ას­თან პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე აღარ სა­უბ­რობს.

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი

PosTV-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი ახ­ლა­ხანს მე­სა­მედ და­ო­ჯახ­და. ქორ­წი­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­გობ­რებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. ტე­ლე­წამ­ყვა­ნის რჩე­უ­ლი მა­რი­ამ ტა­რი­ე­ლაშ­ვი­ლია. ქალი ერთ-ერთ სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს.

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა სკან­და­ლე­ბით არის სავ­სე. ქა­ლე­ბი მას არა­ერ­თხელ სდებ­დნენ ბრალს ძა­ლა­დო­ბა­ში. თუმ­ცა მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბამ­დე ტე­ლე­სა­ხე ორ­ჯერ უკვე იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე თეა აბაშ­მა­ძე გახ­ლდათ, რო­მელ­თა­ნაც სამი ვაჟი ჰყავს. თეას ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ და­შორ­და და ხა­ტია ეკი­ზაშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა.

ეკი­ზაშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ მე­ნე­ჯე­რია. მი­უ­ხე­და­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა, ერთი შე­ხედ­ვით წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და. შე­ეძნათ ერთი სა­ერ­თო შვი­ლი ალექ­სან­დრე. თუმ­ცა ამ ქორ­წი­ნე­ბამ რამ­დე­ნი­მე წელი გაძ­ლო და წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შორ­და

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა