ხორვატია, სენ-ტროპე, ჩაქვი... - სად ისვენებენ ცნობილი ქართველები (ფოტოები
ზაფხულის სეზონი პიკს აღწევს და ქართველი ვარსკვლავები, შოუბიზნესის წარმომადგენლები თუ ტელესახეები დასასვენებლად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეს მიაშურებენ. ზოგიერთმა არჩევანი ევროპულ კურორტებს ესტუმრა, ნაწილმა კი უპირატესობა შავიზღვისპირეთს მიანიჭა. ვნახოთ, სად ატარებენ ზაფხულის ცხელ დღეებს ცნობილი სახეები: საფრანგეთის ლაჟარდოვან სანაპიროზე შეკრებილი მეგობრები და ვარსკვლავური სენ-ტროპე ფრანგული რივიერა ამ სეზონზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მოდელმა სალომე ღვინიაშვილმა მეგობრების გარემოცვაში დრო Côte d'Azur-ზე, ფრანგულ რივიერაზე გაატარა. სენ-ტროპეს ეწვია მოდელი ნინი გოგიჩაიშვილიც, რომელიც გამომწერებს ფოტოგენური კადრებითა და ელეგანტური ლუქებით ანებივრებს. ამავე ლოკაციაზე იმყოფება ცნობილი სახეების კიდევ ერთი ჯგუფი - ჟურნალისტი ნინო თოლორდავა მეუღლესთან ერთად, მომღერალი ეკა მამალაძე და ფუფა გოგლიძე მეუღლითურთ. მათ დასვენების კადრები სენ-ტროპეს ცნობილი რესტორნიდან, Au Caprice des Deux: Restaurant Bistronomique-დან გააზიარეს.![]()
















