ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ქუთაისელმა, აბიტურიენტმა ანანო ბაბუნაშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო. ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს.
ინგლისურ ენაში 70-დან 70, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 60, ხოლო მათემატიკის გამოცდაში 51-დან 51 ქულა მიიღო. ანანო ბაბუნაშვილი მე-11 სკოლის კურსდამთავრებულია.
დღეს, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უცხოურ ენებში გამოქვეყნდა.











