ENews.Ge ახალი ამბები

ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა



65 წლის ასაკში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი რემა ღვამიჩავა გარდაიცვალა.

ცნობილი ექიმი, მეცნიერი, ქირურგი-ონკოლოგი, საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი რემა ღვამიჩავა 1961 წლის 18 ივნისს დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს.

1985–1987წწ. იყო ონკოლოგიის ცენტრის კლინიკური–ორდინატორი; 1987–1989წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ასპირანტი; 1989–1992წწ. ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ორდინატორი; 1992 წლიდან ამავე ცენტრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი;

იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი, ონკოპრევენციის ცენტრის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, კოლორექტალური ქირურგი.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა