9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეთ როგორი უნდა იყოს თქვენი იდეალური პარტნიორი? იქნებ ის თქვენ გვერდითაა და თქვენს ყურადღებას ელის? ეცადეთ, ეს დღე ხმაურიანი წვეულებების ნაცვლად, ოჯახურ გარემოში გაატაროთ და ახლობლებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმოთ. მნიშვნელოვან საქმეებს ნუ წამოიწყებთ, რადგან ყველა პრობლემის ერთბაშად გადაჭრას მაინც ვერ შეძლებთ. გაუგებრობის ნიადაგზე მოსალოდნელია უთანხმოება კოლეგებთან თუ ოჯახის წევრებთან. მალე ხელსაყრელ შეთავაზებას მიიღებთ პერსპექტიულ პროექტში მონაწილეობაზე. ძლიერი იმუნიტეტი გაქვთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობას არ უნდა გაუფრთხილდეთ და საკუთარ ორგანიზმს გამოცდა მოუწყოთ.
მშვილდოსანი
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავთან მარტო არ დარჩეთ. თუ საყვარელ ადამიანთან საერთო ენის გამონახვა გიჭირთ, ცოტა ხნით ყურადღება მეგობრებთან ურთიერთობაზე გადაიტანეთ. მალე პიროვნული და ინტელექტუალური ზრდის მოთხოვნილება გაგიჩნდებათ, რისთვისაც ასტროლოგები მეტი სამეცნიერო-შემეცნებითი ლიტერატურის კითხვას გირჩევენ. გარემოებები მაქსიმალურ მოთმინებასა და ორგანიზებულობას მოგთხოვთ. ნაჩქარევ დასკვნებსა და სარისკო გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. საყვარელი საქმიანობა და ძველი მეგობრები დაგეხმარებათ, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.
თხის რქა
მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, სასიყვარულო ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტა მოხდება თუ არა. ამ დღეს უმჯობესია, სიბრაზე მოთოკოთ და ცივი გონებით იმოქმედოთ, რადგან შექმნილი ვითარება თქვენგან მაქსიმალურ დისციპლინასა და წონასწორობას მოითხოვს. კონფლიქტებისა და დაპირისპირებების პერიოდი, ბოლოს და ბოლოს, დასრულდება და ამას ძალიან მალე იგრძნობთ! საუკეთესო დროა აქტიური დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. თქვენი ნაბიჯები მომავალზე გათვლილი უნდა იყოს — ეცადეთ, დასახული მიზნების მისაღწევად რაც შეიძლება მეტი თანამოაზრე შემოიკრიბოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე— ფიზიკური აქტივობა ახლა ჰაერივით გჭირდებათ.
მერწყული
მშვენიერი პერიოდია სიყვარულისა და ურთიერთობების განვითარებისთვის. სახლში უმჯობესია კოსმეტიკურ რემონტს დასჯერდეთ და მასშტაბური გადაკეთებები არ წამოიწყოთ. დაზოგეთ ენერგია — ის ჯერ კიდევ დაგჭირდებათ. სამუშაო პროცესში ცვლილებები მწიფდება, რასაც თქვენი კოლეგების ნაწილი შეიძლება ვერ შეეგუოს — ეს კრიზისული მომენტი თქვენთვის კარიერული ნახტომის შესანიშნავი შანსი გახდება. დღეს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ბრწყინვალე იდეა მოგივათ, რაშიც პარტნიორი სრულ მხარდაჭერას გამოგიცხადებთ. ერიდეთ ფეთქებად ადამიანებს — მათთან ურთიერთობამ შეიძლება თქვენი ნერვული სისტემა დააზიანოს.
თევზები
მომდევნო 24 საათის განმავლობაში უმჯობესია ჩვეული, ყოველდღიური საქმეებით დაკავდეთ. დღეს მთელი არსებით სამუშაოში ჩართული იქნებით, რის გამოც შეიძლება სარფიანი კომერციული შეთავაზება ვერ შენიშნოთ. ენდეთ ინტუიციას — ის სწორ გზას დაგანახვებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას, რადგან ყურადღების გაფანტულობის გამო შეცდომის დაშვების რისკი მაღალია. გახსოვდეთ, რომ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში თქვენი წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კარგად გრძნობთ თავს.











