ENews.Ge ახალი ამბები

"ქალაქი დავთმე, მაგრამ ქალურობა - არა. ვერ იჯერებენ ფერმერი თუ ვარ" - როგორ ცხოვრობს ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქალაქიდან სოფლად გადავიდა და ფერმერი გახდა



"ძა­ლი­ან რთუ­ლია თა­ვი­დან შე­გუ­ე­ბა, რად­გან დაც­ლი­ლია სო­ფე­ლი და 32 წელი ქა­ლა­ქის ხმა­ურს ვი­ყა­ვი შეჩ­ვე­უ­ლი. ახლა უკვე პი­რი­ქით ვარ, მე­ექ­ვსე წე­ლია სოფ­ლად ვარ და როცა ქა­ლაქ­ში საქ­მე­ზე მივ­დი­ვარ, რო­დის დავ­ბრუნ­დე­ბი ჩემს სიმ­შვი­დე­ში, ერთი სული მაქვს. ვი­ყი­დეთ სა­ქო­ნე­ლი, ქათ­მე­ბი, ინ­და­უ­რე­ბი და შემ­დეგ ნელ-ნელა მა­ტე­ბა იყო. დღეს 12 სული სა­ქო­ნე­ლი გვყავს და 150 ფრთა ფრინ­ვე­ლი. ცოტა მგელ­მაც დაგ­ვაკ­ლო სა­ქო­ნე­ლი, მაგ­რამ მგლის ჯი­ნა­ზე მა­ინც წინ მი­ვი­წევთ", - ამ­ბობს 37 წლის, გლა­მუ­რუ­ლი გა­რეგ­ნო­ბის - თე­ო­ნა ლე­ვი­ძე, რო­მე­ლიც უკვე მე­ექ­ვსე წე­ლია ქა­ლა­ქი­დან სოფ­ლად გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

თე­ო­ნა ლე­ვი­ძე

- და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე ქა­ლაქ ქუ­თა­ის­ში. სკო­ლაც და უნი­ვერ­სი­ტე­ტიც ქუ­თა­ის­ში და­ვას­რუ­ლე. ბავ­შვო­ბი­დან მე და ჩემი ძმა ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გებს დე­დუ­ლეთ­ში, ტყი­ბუ­ლის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ლა­ში­ა­ში ვა­ტა­რებ­დით. ყო­ველ­თვის გვიყ­ვარ­და ბუ­ნე­ბა, ცხო­ვე­ლე­ბი, მი­წა­ზე მუ­შა­ო­ბა. ბა­ბუ­ას დავ­ყავ­დით მდი­ნა­რე­ზე, სო­კო­ზეც დავ­დი­ო­დით, ურემ­ზე შე­მოგ­ვსვამ­და და ისე დავ­ყავ­დით ტყე­ში. ასე­ვე ვეხ­მა­რე­ბო­დით ყა­ნა­ში, ვთოხ­ნი­დით.

გვიყ­ვარ­და მე­ზობ­ლებ­ში სი­ა­რუ­ლი, ძა­ლი­ან კარ­გი სა­მე­ზობ­ლო გვყავ­და და ბევ­რი ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი მაქვს.- პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე რომ გვი­ამ­ბოთ - და­ვამ­თავ­რე აკა­კი წე­რეთ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი, ასე­ვე გა­ვი­ა­რე სა­ბუ­ღალ­ტრო კურ­სე­ბი. ჩემი პრო­ფე­სი­ით ვი­მუ­შა­ვე, ვმუ­შა­ობ­დი ბან­კშიც, მაგ­რამ გული სულ ბუ­ნე­ბის­კენ მი­მი­წევ­და. მე­ო­რე შვი­ლი რომ შე­მე­ძი­ნა, მო­მი­წია პრო­ფე­სი­ის დათ­მო­ბა და ვე­ღარ მოხ­და ჩემი გან­ვი­თა­რე­ბა ამ მხრივ.

- გაგ­ვა­ცა­ნით თქვე­ნი ოჯა­ხი

- მყავს ორი ბიჭი, ნი­კო­ლო­ზი და გი­ორ­გი, ერთი 18 წლის გახ­ლავთ, მე­ო­რე 13 წლი­საა. საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლე, ოთი­კო ძა­ლი­ან და­მიდ­გა გვერ­დით, როცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე სო­ფელ­ში გა­დას­ვლის შე­სა­ხებ. იმ ფაქ­ტმაც დიდი როლი ითა­მა­შა, დე­დას­თან ერ­თად რომ გა­დავ­დგით ეს ნა­ბი­ჯი. დედა ჩა­მო­ვი­და ემიგ­რა­ცი­ი­დან და შე­ვე­ჭი­დეთ სო­ფელს ერ­თად.

- რო­გო­რი იყო სოფ­ლად გა­დას­ვლის პირ­ვე­ლი ეტა­პი?

- დედა ემიგ­რა­ცი­ი­დან ცდი­ლობ­და ყვე­ლა­ფე­რი მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა. კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი ჰქონ­და სახ­ლი, აა­შე­ნა სა­ქონ­ლის სად­გო­მი, სა­წი­წი­ლე და სა­ქათ­მე. რომ ჩა­მო­ვე­დით, მეც მქონ­და და­ნა­ზო­გი და მე­ო­რე სა­ქონ­ლის სად­გო­მი ავა­შე­ნე. ვი­ყი­დეთ სა­ქო­ნე­ლი, ქათ­მე­ბი, ინ­და­უ­რე­ბი და შემ­დეგ ნელ-ნელა მა­ტე­ბა იყო. დღეს 12 სული სა­ქო­ნე­ლი გვყავს და 150 ფრთა ფრინ­ვე­ლი. ცოტა მგელ­მაც დაგ­ვაკ­ლო სა­ქო­ნე­ლი, მაგ­რამ მგლის ჯი­ნა­ზე მა­ინც წინ მი­ვი­წევთ.

გვაქვს ვე­ნა­ხი, თეთ­რი და შავი ყუ­რძე­ნი, სი­მინ­დი, ლო­ბიო, გოგ­რა, კარ­ტო­ფი­ლი და სხვა­დას­ხვა ბოსტნე­უ­ლი. ასე­ვე გვაქვს თხი­ლის და მარ­წყვის პლან­ტა­ცია, ხე­ხი­ლის ბაღი. ძა­ლი­ან რთუ­ლია თა­ვი­დან შე­გუ­ე­ბა, რად­გან დაც­ლი­ლია სო­ფე­ლი. 32 წელი მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი ქა­ლა­ქის ხმა­ურს, მაგ­რამ ახლა პი­რი­ქით ვარ. მე­ექ­ვსე წე­ლია სოფ­ლად ვარ და როცა ქა­ლაქ­ში საქ­მე­ზე მივ­დი­ვარ, რო­დის დავ­ბრუნ­დე­ბი ჩემს სიმ­შვი­დე­ში, ერთი სული მაქვს.

- დღეს უკვე ფერ­მე­რე­ბი ხართ?

- კი, უკვე ასე გვეთ­ქმის. რე­ა­ლი­ზა­ცია გვაქვს რძის, ყვე­ლის, ქათ­მის, ინ­და­უ­რის..

- ბავ­შვებს გა­უ­ჭირ­დათ სოფ­ლად შე­გუ­ე­ბა?

- უფ­როს ბიჭს, ნი­კო­ლოზს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და, რო­გორც კი გახ­და 18 წლის დაბ­რუნ­და ქა­ლაქ­ში და მუ­შა­ობს. ცხოვ­რობს ბა­ბუ­ას­თან და ბი­ძას­თან. ხან­და­ხან თუ ამო­ვა, ძა­ლი­ან რომ მო­ვე­ნატ­რე­ბი. გი­ორ­გის უყ­ვარს და შე­გუ­ე­ბუ­ლია, უფრო პა­ტა­რა იყო რომ გად­მო­ვე­დით და შე­და­რე­ბით ად­ვი­ლად შე­ე­გუა. სო­ფე­ლი ძა­ლი­ან ლა­მა­ზია ყო­ველ სე­ზონ­ზე. ახლა უკვე ირ­გვლივ სულ სიმწვა­ნე­შია ჩაფ­ლუ­ლი ჩემი სახ­ლი. ჩემი სა­ძი­ნებ­ლის ფან­ჯრი­დან მო­ჩანს ტყი­ბუ­ლის მთე­ბი და ცხრაჯ­ვა­რი.

- რა არის სხვა­დას­ხვა სე­ზო­ნის სირ­თუ­ლე­ე­ბი?

- სირ­თუ­ლე ის არის, რომ სა­მე­ზობ­ლო გვყავს ძა­ლი­ან ცოტა. მიყ­ვარს ხალ­ხთან კონ­ტაქ­ტი, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი. გზა არის, მაგ­რამ არ გვაქვს გაზი და ძა­ლი­ან გვი­ჭირს ამ მხრივ. თუ დიდი თოვ­ლი მო­ვი­და, გზე­ბი იკე­ტე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ერთი კვი­რა უგ­ზოდ ვი­ყოთ. უფრო მე­ტად რომ იყოს მთავ­რო­ბა გლე­ხე­ბის­კენ ყუ­რა­დღე­ბით, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და. მე მა­გა­ლი­თად ამ დახ­მა­რე­ბას ვერ ვგრძნობ. ვიბ­რძვით გლე­ხე­ბი ჩვე­ნი ფი­ნან­სე­ბით და შრო­მით.

- სო­ფელს აქვს სკო­ლა, მა­ღა­ზი­ე­ბი ?

- სო­ფელ­ში არა­ფე­რია, ამი­ტო­მაც სკო­ლა­ში ბავ­შვე­ბი გვერ­დით სო­ფელ­ში - ორ­პირ­ში და­დი­ან, რო­მე­ლიც ჩემი სოფ­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 8 კი­ლო­მეტრშია. ბავ­შვე­ბი სკო­ლის ავ­ტო­ბუსს, დაჰ­ყავს ამ მხრივ გაგ­ვი­მარ­თლა. ორ­პირ­შია მა­ღა­ზი­ე­ბიც. აქ სულ 15 მო­სახ­ლეა და უმე­ტე­სად მო­ხუ­ცე­ბია დარ­ჩე­ნი­ლი.

- რო­გორ ახერ­ხებთ პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას?

- ოჯა­ხებს ვა­მა­რა­გებ სა­ახ­ლობ­ლო წრე­ში, რამ­დე­ნი­მე თვეა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩემი პი­რა­დი გვერ­დი შევ­ქმე­ნი და ბევ­რი ახა­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლიც და­მე­მა­ტა. ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი არი­ან ჩემი ნა­წარ­მით.

- თუ ურ­ჩევ­დით სხვებ­საც სოფ­ლად გა­დას­ვლას?

- ადა­მი­ანს უნდა უყ­ვარ­დეს მიწა და ბუ­ნე­ბა. თუ ეს არ უყ­ვარს, ვერ გაძ­ლებს სოფ­ლად. მე ვურ­ჩევ­დი ვი­საც უყ­ვარს, დაბ­რუნ­დნენ და არ მი­ა­ტო­ვონ თა­ვი­სი წი­ნაპ­რის კარ-მი­და­მო. გული მტკი­ვა, რომ ვუ­ყუ­რებ ობ­ლად და­ტო­ვე­ბულ სახ­ლებს, რო­მელ­საც ხავ­სი და სურო ჭამს. ილია მე­ო­რე მოგ­ვი­წო­დებ­და ყო­ველ­თვის, რომ და­უბ­რუნ­დით სო­ფელს, და­თე­სეთ და მი­ი­ღებთ საკ­ვებს, უფ­ლის წყა­ლო­ბით, შრო­მობ­დეთ და ჰპო­ვებ­დე­თო.

როცა მგელ­მა რამ­დე­ნი­მე­ჯერ სა­ქო­ნე­ლი შე­მი­ჭა­მა, მა­შინ მი­ფიქ­რია ტყუ­ი­ლად ხომ არ ვწვა­ლობ-თქო, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს სხვა ხა­სი­ათ­ზე გა­მიღ­ვი­ძია. რომ ვუ­ყუ­რებ ჩემი შრო­მის შე­დეგს, ამა­ყი ვარ. მთა­ვა­რია, ბუ­ნე­ბამ შეგ­ვი­წყოს ხელი, თუ ბუ­ნე­ბამ არ გაგ­ვწი­რა და მო­ვი­და კარ­გი მო­სა­ვა­ლი, შე­დე­გი­ა­ნიც არის. მივ­მარ­თავ ახალ­გაზ­რდებს არ და­ი­ვი­წყონ სა­ი­დან მო­დი­ან, ასე­ვე მივ­მარ­თავ მთავ­რო­ბას ცალი თვა­ლით მა­ინც გა­მოგ­ვხე­დონ გლე­ხებს და და­ა­ფა­სონ ჩვე­ნი ნაშ­რო­მი.

- ამ­დენს შრო­მობთ, რო­გორ ახერ­ხებთ, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეთ?

- ქა­ლა­ქი დავ­თმე, მაგ­რამ ქა­ლუ­რო­ბა - არა. სხვა­თა შო­რის ვერ იჯე­რე­ბენ ფერ­მე­რი თუ ვარ.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა