25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
მორიელი
ამ დღის მთავარი რისკი პრინციპულობა და სიჯიუტეა. დაოჯახებულ მორიელებს საყოფაცხოვრებო პრობლემებთან გამკლავება მოუწევთ. შეგიძლიათ რუტინას გვერდი აუაროთ, თუმცა არ არის გამორიცხული, მომავალში ეს სანანებელი გაგიხდეთ. თუ სხვა ადამიანების სკანდალის ან დავის ცენტრში აღმოჩნდით, ეცადეთ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოთ და კონფლიქტს რაც შეიძლება სწრაფად გაერიდოთ. ხელსაყრელი დროა სტომატოლოგთან ვიზიტისა და პროფილაქტიკური შემოწმებისთვის.
მშვილდოსანი
ახალი, საინტერესო ნაცნობობა შეიძლება თბილ, მეგობრულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. დღეს თქვენი კომუნიკაბელურობა წარმატების გასაღებია — განავითარეთ უნარი, რომელიც სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც გამოგადგებათ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საუბარი ხელმძღვანელობასთან — დროა, ხელფასის მომატება ითხოვოთ. ვარსკვლავები გვამცნობენ, რომ ამ პერიოდის ინვესტიციები შეიძლება წამგებიანი აღმოჩნდეს. მშვილდოსნებმა, რომლებსაც ჰიპერტონია აწუხებთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან გეომაგნიტური ფონი შეიძლება განწყობაზე უარყოფითად აისახოს.
თხის რქა
საყვარელი ადამიანის შესახებ ბევრ სიახლეს შეიტყობთ და თქვენი ვარაუდების ნაწილი გამართლდება. ამ დღეს შეგიძლიათ რთული საკითხების მოგვარებისას ახლობლების მხარდაჭერისა და დახმარების იმედი გქონდეთ. შესანიშნავი დღეა გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებისთვის. გაუმართლებელ რისკზე წასვლა, მსხვილი შენაძენები ან დიდი ინვესტიციები არასასურველია. ფულს უსარგებლო ნივთებზე ნუ დახარჯავთ — გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი თანხა დაგჭირდეთ. უცნობ ადამიანთან პირადი ცხოვრების განხილვას მოერიდეთ - ვიღაცამ შეიძლება თქვენი სიტყვები არასწორად გაიგოს და ცილი დაგწამოთ.
მერწყული
მარტოხელებს ჰოროსკოპი რომანტიკულ ნაცნობობას ჰპირდება, ხოლო დაოჯახებულებში კეთილგანწყობილი ვენერა ურთიერთლტოლვას გააძლიერებს. იდეალური დღეა ერთობლივი საქმიანობისთვის. მიზნისკენ სვლის პროცესი შესაძლოა შეფერხდეს, რაც გუნებას გაგიფუჭებთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ახლობლების მიმართ აგრესიის გამოვლენა სრულიად უადგილოა. ფული არ გყოფნით, ცხოვრება კი სულ უფრო ძვირდება? დიახ, ეს პრობლემა ახლა თქვენი ნიშნის ბევრ წარმომადგენელს აწუხებს, თუმცა სიტუაცია მალე უკეთესობისკენ შეიცვლება! დღის მეორე ნახევარში იუპიტერის მფარველობა ენერგიასა და სიცოცხლისუნარიანობას შეგმატებთ. ეცადეთ, ეს ხელსაყრელი შესაძლებლობა გონივრულად გამოიყენოთ.
თევზები
ახლა რომანტიკის ნაკლებობას ბევრი უჩივის, იქნებ თქვენ რაღაც განსხვავებული ჩაიდინოთ და გარშემო მყოფები გააოცოთ? ეცადეთ, გამონახოთ დრო შვილებისა და უახლოესი ადამიანებისთვის, თუნდაც ძალიან დატვირთული იყოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ზომიერება შეინარჩუნოთ და უსაფუძვლოდ დიდ ხარჯებს მოერიდოთ. სულ მალე შესაძლოა გარდერობის განახლების სურვილი გაგიჩნდეთ. სახსრები არ გადატვირთოთ — არსებობს მყესის დაჭიმვის საფრთხე, რომლის მკურნალობას დიდი დრო დასჭირდება.











