ENews.Ge ახალი ამბები

“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ!” – ავჭალაში 17 წლის გოგო დაიღუპა: რას წერს გარდაცვლილის ახლობელი?

ავჭალაში, სახლიდან სასეირნოდ გასული 17 წლის მარი ლომიშვილი დაიღუპა.

ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობელი ადვოკატი ნანა ფარჩუკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ნანა ფარჩუკაშვილი წერს, მოზარდი, სავარაუდოდ, სახლთან ახლოს მდებარე ხიდიდან (თბილისის შემოვლითი რკინიგზის ხიდი) გადავარდა.

“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო…

მარი ჩემი რძლის, ანას დაა!!! 25 აგვისტოს, სახლიდან სასეირნოდ გასული ბავშვი, სახლთან ახლოს მდებარე ხიდიდან გადმოვარდაო…. გადმოვარდნის სწორ ვერსიას, აუცილებლად დავადგენთ” – ნანა ფარჩუკაშვილი წერს.

არსებული ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა