ENews.Ge ახალი ამბები

უმძიმესი კადრები, სადაც წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა.

ნეპალის პოლიციის განცხადებით, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

ასევე, ნეპალის ტურიზმის საბჭოს ცნობით, 380-ზე მეტი ტურისტი დაკარგულად ითვლება.

„წინასწარი მონაცემების თანახმად, დაზარალებულ რაიონებში 384 ტურისტი, მათ შორის 291 უცხოელი და 93 ნეპალელი, დაკარგულად ითვლება“, – ნათქვამია ტურიზმის საბჭოს განცხადებაში.

წყალდიდობამ ტიბეტიც დააზარალა. ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სამძებრო სამუშაოების დაწყების ბრძანება გასცა.

ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრის, შიშირ ხანალის ინფორმაციით, წყალდიდობის გამომწვევი მიზეზი მიწისძვრა და მეწყერი გახდა.

„დღეს, დილის 08:37 საათზე მიწისძვრა მოხდა, რამაც მასშტაბური მეწყერი გამოიწვია. მეწყერმა მდინარე ჩახერგა, რასაც, სავარაუდოდ, წყალდ

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა