ENews.Ge ახალი ამბები

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

საღამოობით კომპიუტერთან ნაკლები დრო გაატაროთ და თვალები დაასვენოთ.

მორიელი

მშვენიერი დღეა რომანტიკული ურთიერთობების გამტკიცებისთვის. ეცადეთ მეორე ნახევრის მიმართ მეტი ყურადღება და ზრუნვა გამოიჩინოთ და თქვენი სიყვარული უფრო გაღრმავდება. შესაძლოა, მოულოდნელად შორეული ნათესავები ან დიდი ხნის უნახავი ნაცნობები გეწვიონ. მოსალოდნელია მცირე საყოფაცხოვრებო გაუმართაობა, რაც მაინცდამაინც დროული არ იქნება. სხვებთან ურთიერთობით საკუთარ თავს უკეთ შეიცნობთ — შესაძლოა, თქვენს ნაკლოვანებებზეც კი მიგითითონ. სამსახურში ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე. ეს დღე წარმატებულია ახალი ნაცნობობისა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის, რაც საბოლოოდ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საფუძველი გახდება. სტრესის ფონზე მოსალოდნელია უძილობა, გირჩევთ საძილე საშუალებების ჭარბად მიღებას მოერიდოთ.

მშვილდოსანი

ვენერა აქტიურ ფაზაში შედის — პირადი ცხოვრება დაუვიწყარი შეხვედრებითა და ახალი ურთიერთობებით იქნება სავსე. მეუღლესთან ურთიერთობა ოდნავ დაიძაბება, მაგრამ უფროსი ნათესავების ჩარევა დაძაბულობას განმუხტავს. შესაძლოა, უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა მოგიწიოთ, მაგრამ თქვენი სიმშვიდე და თავდაჭერილობა სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, დანაზოგი შეინახოთ, რადგან მალე ის მნიშვნელოვანი საქმისთვის დაგჭირდებათ. შეიძლება თავში ახალი იდეა ან პროექტი მოგივიდეთ, რომლის განხორციელებაც სამომავლოდ არ უნდა გადადოთ. სასურველია, მზეზე ნაკლები დრო გაატაროთ — ულტრაიისფერი სხივების ჭარბი ზემოქმედება მავნებელი აღმოჩნდება.

თხის რქა

თქვენი მომხიბვლელობა საჭირო ადამიანებსა და სასურველ მოვლენებს მაგნიტივით მიიზიდავს. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და იპოვით ძალას, რომელიც ჰარმონიული ურთიერთობების შექმნაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია უთანხმოება საყვარელ ადამიანთან — თუ იჩხუბებთ, შერიგებისკენ ნაბიჯი პირველმა გადადგით. დადგა დრო, კუთვნილი დაფნის გვირგვინით დატკბეთ! პროექტი წარმატებით დაასრულეთ და დამსახურებულ აღიარებას მიიღებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ფულს ფრთხილად მოეპყროთ, რადგან მალე ის უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაგჭირდებათ.

მერწყული

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სიტყვებისა და ემოციების გაკონტროლება გმართებთ, რადგან დიდი კონფლიქტის ალბათობა არსებობს. შესაძლოა, გულმა ექსტრემალური გართობისკენ გაგიწიოთ, თუმცა სიფრთხილე გამოიჩინეთ და საკუთარი ასაკი არ დაივიწყოთ. დროებითი წარუმატებლობა გეგმებს ვერ ჩაგიშლით, პირიქით, ოცნების ასრულებაში დაგეხმარებათ. ახალი ბიზნესპროექტის განხორციელებისთვის ეცადეთ გავლენიანი მფარველების მხარდაჭერა მოიპოვოთ. გირჩევთ, ექიმთან ვიზიტი ჩაინიშნოთ, თუ ამის სერიოზული მიზეზი არსებობს — რაც უფრო ადრე დაიწყებთ მკურნალობას, დაავადებას მით უფრო სწრაფად დაამარცხებთ.

თევზები

ამ დღეს მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ამბის მიღება. ეცადეთ, სამუშაო მოვალეობები კარგად შეასრულოთ, რათა ხელმძღვანელს კრიტიკის მიზეზი არ მისცეთ. ფინანსური კეთილდღეობა ახლა მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა, როგორც ცხოვრებაში ხდება, წარმატებასთან ერთად გამოწვევებიც თავს იჩენს. დილის საათებში შესაძლოა, შეუძლოდ ყოფნამ და თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, თუმცა საღამომდე ეს უსიამოვნო შეგრძნებაც გაივლის. საღამოს ჰაერზე სეირნობა ამ დღის საუკეთესო დასასრული იქნება — თუ რა თქმა უნდა, ამინდი ამის საშუალებას მოგცემთ.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა