ENews.Ge ახალი ამბები

ოზურგეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.4 დაშავებული გადაყვანილები არიან კლინიკაში

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შე­მოქ­მედ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 5 მო­ზარ­დი და­შავ­და, ერთ-ერთი კი კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნი­სას გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც კლი­ნი­კა "მე­დალ­ფა­ში“ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­დეს, ამ დრო­ი­სათ­ვის ოთხი მო­ზარ­დი სტა­ცი­ო­ნარ­ში არის მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ექი­მე­ბის თქმით, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მედ ფას­დე­ბა.

"ერთი გარ­და­იც­ვა­ლა, სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ტრავ­მა ჰქონ­და, ოთხი მო­ზარ­დი კი კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა და მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მით ფას­დე­ბა”,- გა­ნა­ცხა­დეს კლი­ნი­კა "მე­დალ­ფა­ში“.

ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბი­სას წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა