გთხოვთ დაგვეხმაროთ ზესტაფონი ბაღდადი ძლოერი წვიმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა შველას ითხოვს
უამინდობამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაიტოვა გზები და სახნავ-სათესი სავარგულები. "ბაღდათის რაიონში არის წყალდიდობა. დაიტბორა გზები (საირმის გზა) მოდის მიწა და ღორღი. გამოღწევა გვინდოდა და წამოვედით მანქანით. სოფელ ნერგეეთში, სატყეოსთან დაგხვდა საცობი. წინ არის წყარო, როგორც გვითხრეს, იმ ადგილას ჩამოწოლილია მიწა. ვერ გამოვდივართ. დავრეკე 112-ში, გადმოცემულიაო და ჯერ არაფერს აკეთებენ. გთხოვთ დაგვეხმარეთ და მიაწვდინეთ ყველას ხმა. სად არის ვერტმფრენები და ტექნიკა, რატომ არ გამოვყავართ?“, - წერს მოქალაქე თიკო ნერგაძე „ფეისბუქზე“. მოქალაქეების ინფორმაციით, სოფელ სვირში დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები და ვენახები.![]()
ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყალს ჩამოაქვს მიწა და ღორღი.
უამინდობამ პრობლემები შექმნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. ადგილზე მყოფი მოქალაქეებმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ ორი საათზე მეტია გადაუღებლად წვიმს.











