28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
იპოვოთ, თორემ მშვიდობის დამყარება გაგიჭირდებათ. სასურველი შედეგის სწრაფად მისაღწევად, გირჩევთ, მოვლენები არ დააჩქაროთ. დროებითი ფინანსური სირთულეები ნერვიულობად არ ღირს — ვითარება ეტაპობრივად გამოსწორდება. ჰოროსკოპი მიგითითებთ, რომ იმუნიტეტის გამაგრებაზე იზრუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექციური დაავადებების რისკი იზრდება, განსაკუთრებით თუ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა გიწევთ.
მორიელი
ჰოროსკოპი სიყვარულით სავსე, რომანტიკულ ატმოსფეროს გპირდებათ, რომელიც დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ. მშვენიერი დღეა გუნდური სამუშაოს შესასრულებლად. შესაძლოა, ლიდერის როლი იკისროთ და ყურადღების ცენტრში მოექცეთ! პროფესიულ მიღწევებს მერკური მფარველობს, რომელიც საოცრად ხელსაყრელ პოზიციაშია და კარიერულ წინსვლას გპირდებათ. საკუთარი ეჭვებისა და მერყეობის გამო ფულის გამომუშავების შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ და იმოქმედეთ. ჯანმრთელობის პრობლემების დროულად აღმოჩენა დაავადების აღმოსაფხვრელად საუკეთესო გზაა, ასე რომ, შესაძლოა პროფილაქტიკური პროცედურების ჩატარება დაგჭირდეთ.
მშვილდოსანი
ურთიერთობებში შესაძლოა მცირე უთანხმოებამ თავი იჩინოს, თუმცა ყველაფერი იღონეთ, რომ დიდ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. კომპრომისი და ურთიერთგაგება პრობლემების მოგვარების მთავარი გასაღებია. ჰარმონიის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია, ოჯახის თითოეული წევრის საჭიროება გაითვალისწინოთ. გამონახეთ დრო ახლობლების მოსასმენად, შეეცადეთ, მათი პოზიცია გაიგოთ და ისეთი გამოსავალი იპოვოთ, რომელიც ყველას აწყობს. ეს დღე თანაბრად კარგია როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური შრომისთვის — ნებისმიერი საქმიანობა სიკეთის მომტანი იქნება. ამოცანებს, რომლებიც ადრე დაუძლეველი გეჩვენებოდათ, ახლა ადვილად გადაჭრით. მერკურის გააქტიურება მოსალოდნელ მოგებაზე მიანიშნებს. ამ დღეს საკუთარ სურვილებს ანგარიში უნდა გაუწიოთ — თუ რამე ეგზოტიკურის დაგემოვნება მოგინდებათ, ამ სიამოვნებაზე უარს ნუ იტყვით.
თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე განმარტოებით გაატაროთ და საკუთარ აზრებში გაერკვიოთ — შესაძლოა, უბრალო გატაცება ნამდვილი სიყვარული გგონიათ. მზად იყავით იმისთვის, რომ ახლობლები დახმარებას გთხოვენ და იმედი არ გაუცრუოთ. არახელსაყრელი გარემოებები შესაძლებლობას მოგცემთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და საკუთარ თავში დაფარული ნიჭი აღმოაჩინოთ. ფინანსური ოპერაციები, რომლებიც პერსპექტიულად დაიწყო და დიდ მოგებას გპირდებოდათ, შესაძლოა ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს წააწყდეს. მაღალია გაციების ალბათობა — შეეცადეთ, ამინდის შესაფერისად ჩაიცვათ და ორპირ ქარს მოერიდოთ.
მერწყული
მერწყულებისთვის წლის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია — ოჯახური წყვილები კიდევ უფრო დაახლოვდებიან, ხოლო მარტოხელები მეორე ნახევარს შეხვდებიან. დღეს ჯობს, ყურადღება მთლიანად ოჯახს დაუთმოთ — საღამოს ახლობლებისგან სასიამოვნო სიურპრიზები გელით. ნუ დარდობთ იმაზე, რომ ზურგს უკან თქვენზე ლაპარაკობენ. ასეთი ჭორაობა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი შურთ და თქვენი წარმატებები აღიზიანებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ცხიმიანი საკვები შეზღუდოთ, რამაც შეიძლება საჭმლის მონელების პრობლემები გამოიწვიოს. ეცადეთ, თქვენი მენიუ რაც შეიძლება მრავალფეროვანი და ვიტამინებით მდიდარი გახადოთ.
თევზები
ამ დღეს იზრდება წინათგრძნობის უნარი და ინტუიცია. მშვენიერი დღეა სახლის დასალაგებლად ან ავეჯის გადასანაცვლებლად— ფიზიკურადაც კი იგრძნობთ, როგორ შეიცვალა აურა თქვენს საცხოვრებელში. ეცადეთ, სამსახურში მოვალეობები სწორად გაანაწილოთ და კოლეგებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა შეინარჩუნოთ. არსებობს მატერიალური სირთულეების რისკი, თუმცა პრობლემების დაძლევას ახლობლებისა და მეგობრების მხარდაჭერით შეძლებთ. საუკეთესო დღეა სპორტული ვარჯიშებისა და ფიზიკური შრომისთვის, განსაკუთრებით — თუ საოფისე სამსახური გაქვთ ან სახლიდან, დისტანციურად მუშაობთ.











